ისევ შეცდომები დაცვაში - საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის სპორტის საახლეში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელთან 96:104 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ცინცაძე, სანაძე, მაკფადენი, შენგელია, შერმადინი. ჩვენი გუნდი ქულებს ძირითადად შენგელიას ძალისხმევით აგროვებდა და დაცვაში ისევ უშვებდა შეცდომებს, რითაც სორკინი სარგებლობდა. ზუროსმა მეექვსე წუთზე შეცვლაზე მამუკელაშვილი შეუშვა, რომელიც ნაკრებს ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ დაუბრუნდა. პირველი მეოთხედი კი ძალიან შედეგიანი გამოვიდა და 26:29 წავაგეთ.

მეტოქე კომბინაციურად უკეთ თამაშობდა, ფარზეც გვჯაბნი
და, სამქულიანებსაც კარგად ისროდნენ და 11 ქულით გაქცევა მოახერხა. თუმცა, საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის შემცირება შეძლო და პირველი ტაიმი 48:54 დასრულდა.

მესამე მეოთხედში თამაშის სურათი არ შეიცვალა, მოწინააღმდეგე გუნდურადაც უკეთ მოქმედებდა, სამიანებსაც ჩინებულად ისროდნენ და 16 ქულით გავიდა წინ. ჩვენი გუნდის კალათბურთელები ძირითადად ინდივიდუალური გარღვევებით ცდილობდნენ ფონს გასვლას, შეტევაშიც ელემენტარულ შეცდომებს უშვებდნენ და დასკვნითი პერიოდის წინ მეტოქემ სერიოზული უპირატესობა მოიპოვა.

მეოთხე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა უკეთ ჩაატარა, თუმცა მატჩის გადარჩენა ვერ მოახერხა და საბოლოოდ 8 ქულით დამარცხდა.

26 ქულით ყველაზე შედეგიანი შენგელია იყო, შერმადინმა 16 ქულა ჩააგდო, სანაძემ 15, მაკფადენმა 13, ჯინჭარაძემ კი - 9.

13 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ისრაელს კიდეც ერთხელ შეხვდება, თუმცა მატჩი დახურული იქნება და გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები ვერ დაესწრებიან.

მკითხველის კომენტარები / 40 /
სანიკიძე, ბაბუა რო გაუოცოცხლო ალბათ იმასაც არ შეხვდება. თანაც სად ცალია ხალხთან შესახვედრად, 24 საათი კანონპროექტებს წერს პარლამენტში))) ააცალეთ ბატონო ხალხს ქვეყნის განვითარებაზე მუშაობა. აი სადაცაა 98-ე ქარხანას ააგუგუნებენ და გვეშველება)))))
მოქალაქე-ს
13 აგვისტო 2022 01:02
13
ან ეს ისრაელია მომავალი ევროპის ჩემპიონი ან ისეთი სუსტი გუნდი გვყავს ჯგუფიდან გასლის შანსიც არაა. არის მესამე ვარიანტი ზუროსი მალავს თამაშს მარა არ ვიცი რა.
რრრ
12 აგვისტო 2022 20:53
2
დამალა კი, მეოცე საუკუნის 40 ციანი წლებია. რას მალავს რას აპირებს შენგელიას უნდა დასვას სკამზე...შერმადინი ათამაშოს გამთამაშებლად თუ რატი ცენტრზე? რა არია დასამალი. თქვა უკრაინის მწვრთნელმა მარტივად 2 კაცი უნდა ჩავკეტოთო და ეგააა. დანარჩენებს რა აზრი აქვს. მე ვიქნები თუ ბოქოლიშვილი აზრი? უკრაინასთან გამოჩდა რა გუნდიც ვართ - ესპანეთმა გადაფარა უბრალოდ დროებით. კი არ 7ნდა დამალო თავზე უნდა დაახიო ყველას რომ ყველამ თავიდანვე შენთან არ დაგეგმოს შესკდომა. ერთი ეს მალავს და მეორე დინამო თბილისი
იბერია
12 აგვისტო 2022 22:40
3
სწრაფი შეტევა არ შეგვიძლია?თუ რატომ არ ვცდილობთ?
ავთო
12 აგვისტო 2022 21:26
1
იტყვი დაგადისლაიქებე დაგაბულინგებენ. ამხანაგური სულ მარტო ჩვენთვის როგორ არის ამხანაგარი. ნაკრების ფორმა რო გაცვია და ჰიმნზე რო ბურდღუნებ ეგ უკვე რაღაცას უნდა ნიშნავდეს. ამხანაგური თუ გინდათ გაიყავით ერთმანეთში დაიმატეთ უაზრო მოთამაშეები რომ გყავთ მარტო პირსახოცის ფრიალი რო იციან და წუთშესვენებაზე საქართველოს ყვირილი და ითამაშეთ ერთმანეთში.გამ9მივიდა დრიმ თიმი მოტივაციის ნაკლებობას გრძნობენ და სპეციალურად აგებენ რო ბოლოში გამწარდნენ თუ რა ხდება. ვნახოთ სადამდე გაფრინდებით
იბერია
12 აგვისტო 2022 22:31
1
ღმერთო ბურჯანაძეეეე :დ პარკეტის მეფეაა იმენაა ნინო ბურჯანაძეს მაგონებბს რაღაცით არციქით რომ არ უქნია ღმერთს და არც აქით
გოგა
12 აგვისტო 2022 22:12
5
გასაგებია ამხანაგური თამაშია, მაგრამ ასეთი სუსტი თამაში დაცვაში არ შეიძლება, სამიანების სროლაშიც მოვიკოჭლებით, ისე იოლად შემოდიოდნენ და აგდებდნენ ბურთებს ისრაელები არ ვიცი, მჯერა რომ ოფიციალურებში ბევრად უკეთ ითამაშებენ, მაგრამ ფაქტია დაცვა და სამიანების სროლა აქვთ გამოსასწორებელი

და კიდევ, თუ ვინმემ იცით რამდენი სამიანები ჩაგდეს ჩვენებმა და მეტოქემ, რომ დაწეროთ
Nukri
13 აგვისტო 2022 00:09
0
3 კვირაში შეცდომების გამოსწორება შეუძლებელია, რაც ვართ ეს ვართ. ბითაძე თუ არ იქნება ფარს წავაგებთ და ვიქნებით იმაზე დამოკიდებული რამდენად წაუვათ მეტოქეებს სამიანები.
დააT
12 აგვისტო 2022 22:12
2
დაცვაში ისეირნეს და უკეთ ესროლეს. ბოლოს უკვე ზრდილობის გულისთვის თამაშობდნენ, თორემ სხვაობა 20 ქულა მაინც იქნებოდა
: )))))))
12 აგვისტო 2022 21:02
1
ილუზიებს მოეშვით..საშუალოზე დაბალი დონის ნაკრები გვყავს რეალურად!
მადრიდისტი
12 აგვისტო 2022 21:24
18
არ ვიცი, მართლა ასე ძალიან ძლიერი გუნდი თუ არის ისრაელი, მაგრამ დღეს მაგარი თამაში ითამაშა. ბურთის გათამაშება უსწრაფეს ტემპში, ფარქვეშ გახსნები და ძალიან მაღალი პროცენტი პერიმეტრიდან სროლისას. შედეგად - 104 ქულა, რაც ევროპისთვის ძალიან მაღალი შედეგია.
ჩვენებმა 96 ქულა ჩააგდეს და ვერ ვიტყვი, რომ ისრაელმა დაცვა არ ითამაშა. ანუ, ჩვენებმა შეტევაში კარგად ითამაშეს, თუმცა დაცვაში ძალიან სუსტად და ეს განაპირობა ისრაელის ძალიან კარგმა თამაშმა.
ვნახოთ ევროპაზე რა შედეგები იქნება. ისრაელი თავის თავს მიხედავს, ჩვენებმა კი დაცვაში უფრო სწრაფად უნდა იმოძრაონ. არ ვიცი ისრაელის სროლის პროცენტი, თუმცა იმედი მაქვს ყველა ჩვენს მეტოქეს ასე არ გაუმართლებს და უფრო მეტს ააცდენენ.
არჩი
12 აგვისტო 2022 21:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული