ისევ შეცდომები დაცვაში - საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის სპორტის საახლეში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელთან 96:104 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ცინცაძე, სანაძე, მაკფადენი, შენგელია, შერმადინი. ჩვენი გუნდი ქულებს ძირითადად შენგელიას ძალისხმევით აგროვებდა და დაცვაში ისევ უშვებდა შეცდომებს, რითაც სორკინი სარგებლობდა. ზუროსმა მეექვსე წუთზე შეცვლაზე მამუკელაშვილი შეუშვა, რომელიც ნაკრებს ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ დაუბრუნდა. პირველი მეოთხედი კი ძალიან შედეგიანი გამოვიდა და 26:29 წავაგეთ.

მეტოქე კომბინაციურად უკეთ თამაშობდა, ფარზეც გვჯაბნი
და, სამქულიანებსაც კარგად ისროდნენ და 11 ქულით გაქცევა მოახერხა. თუმცა, საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის შემცირება შეძლო და პირველი ტაიმი 48:54 დასრულდა.

მესამე მეოთხედში თამაშის სურათი არ შეიცვალა, მოწინააღმდეგე გუნდურადაც უკეთ მოქმედებდა, სამიანებსაც ჩინებულად ისროდნენ და 16 ქულით გავიდა წინ. ჩვენი გუნდის კალათბურთელები ძირითადად ინდივიდუალური გარღვევებით ცდილობდნენ ფონს გასვლას, შეტევაშიც ელემენტარულ შეცდომებს უშვებდნენ და დასკვნითი პერიოდის წინ მეტოქემ სერიოზული უპირატესობა მოიპოვა.

მეოთხე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა უკეთ ჩაატარა, თუმცა მატჩის გადარჩენა ვერ მოახერხა და საბოლოოდ 8 ქულით დამარცხდა.

26 ქულით ყველაზე შედეგიანი შენგელია იყო, შერმადინმა 16 ქულა ჩააგდო, სანაძემ 15, მაკფადენმა 13, ჯინჭარაძემ კი - 9.

13 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ისრაელს კიდეც ერთხელ შეხვდება, თუმცა მატჩი დახურული იქნება და გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები ვერ დაესწრებიან.

მკითხველის კომენტარები / 40 /
ამხანაგური, სავარჯიშო თამაში იყო...
tngh
13 აგვისტო 2022 15:30
1
ამ ცინცაძის შვილის თამაში არ მომეწონა. ,,ბუ" გაცილებით ძლიერი იყო
გელა
13 აგვისტო 2022 14:50
5
ვინ ცინცაძის შვილი რეებს ამბობ?
რრრ
13 აგვისტო 2022 15:38
0
ევროპაზე კარგად ვითამაშებთ და დღევანდელი კრიტიკოსები ნაკრებისთვის ხოტბის შესხმას დაიწყებენ
sormona
13 აგვისტო 2022 13:38
0
ევროპაზე ყველა თამაშს წავაგებთ,შეილება ბულგარიას მოვუგოთ მარტო,ისიც მეეჭვება..ლეტს გოუ გოუ..ნბა არა კვატი ხოარ ღადაობთ
მეიცა
13 აგვისტო 2022 12:11
14
ზაან სორს ხართ აქ კალათბურთისგან რატო ბევრი მიზეზის გამო
baroni
13 აგვისტო 2022 21:12
0
წინა ევროპის ჯგუფურისას დავწერე ზუროსი ვერაა ნაკრებისთვის სათანადო მწვრთნელითქო და დამაყარეს "გემრიელი" კომენტარები:( სამწუხაროდ იგივე აზრზე ვარ დღესაც და ამას თუ დაცუმატებ ნაცეესკარი კაპიტანი თორნიკეს ფაქტორს ვღებულობ ნაკრების უშანსო თამაშებს... ესპანეთთან მოგება იყო შემთხვევითობა, ერთმა არასტაბილურმა ბავშვა მოიგო, ვისაც ესმის კალათბურთი მიხვდება! წლებია ყველა ასაკობრივში ვაგებთ და რატომ თხოვთ ეროვნულს რომ ტოპ გუნდი იყოს??? მორჩით რა რეალური ქაქისგან არარეალური "ნამცხვრის" კეთებას
პაატა
13 აგვისტო 2022 12:01
15
ძირითადში- მწარე სიმართლეა
გუსანი
13 აგვისტო 2022 18:37
0
რაღა დროს ცინცაძეა კაი ბიჭია მარა სად არის იმ დონეზე ეხლა რომელ ლიგაში თამაშობს საერთოდ როგორ დააბრუნეს ნაკრებში რისთვის გამოიძახეს. ხალხი გვაკლდა ძირითადად და სხვა ნურაფერზე პანიკიორობთ ეხლა. მხეცი ბიჭები გვყავს დაიქოქებიან ნახავთ
k.irving11
13 აგვისტო 2022 11:51
0
ჩემი ბავშვიც მინდა იყოს ნაკრებში 207სმ სიმაღლის არის ....იმიტომ რომ ახლანდელი წევრების თამაში ნულია და ჩემი ბავშვიც ნული იქნება...განსხვავებას ვერ ვხედავ
მოქალაქე
13 აგვისტო 2022 09:28
6
კარგია ვისაც ოპტიმიზმი შეგრჩათ, მინიმუმ სექტემბერი გაგყვებათ იმედია, მე თავს ვამზადებ ზედმეტი ემოციებისგან ჯანმრთელობას დასაცავად, რეალურად შევაფასოდ ჩვენი ნაკრები და მოლოდინები, რამდენი და ვის უნდა მოვუგოდ მარტო მუხტით? შერმადინს ბოლომდე ვერ ვიყენებთ, იმიტომ რომ მარტო შემსრულებელია, უნდა შეუქმნა მომენტი-ანუ ჰუერტასი ჭირდება...გვყავს? თოკოს კი სროლები? მხოლოდ მესამედი აღწევს მიზანს. ტედს ან წაუვა სროლები ან არა, ისიც ჯიუტად ცდილობს კვანძის გახსნას და მატულობს შეცდომები, სხვა გზა არც გვაქვს უნდა ველოდოთ, იმიტომ რომ სხვა ვერ ჩაანაცვლებს, აბა რატი?! კი სასიამოვნოდ გამაკვირვა....მაგრამ ქართველია და თან ახალგაზრდაა, მაშესედამე სტაბილურობისაგან შორსაა, მინდა დავიჯერო რომ ფურაჟი დაიჭირა... მამუკაშვილია უცნობი ჯოკერი? იქნებაც და ... უფ.. ისე მასეთი მეორე არც გვყავს, ბურთის ტარება, ფარქვეშ თამაში და თან სამიანებსაც ესროდეს? თოკოს რომ სროლები გამოასწორებინა დაგვხატავდა.... ბითაძის ვერააფერი გავიგე...სხვები ნუ მიწყენთ, არ ხართ ნაკრების დონისანი, მაგრამ სხვა გამოსავალიც არ არის... ფედერაცია? შედეგით ფასდება,- 20,18 და 16 წლიანების სრული ფიასკო-თვალში მოსახვედრია სამწვრთნელო მუშაობის უსუსურობა, ბოლო მეოთხედებში წაგებული თამაშები, კი, არც კონტიგენტი უწყობდათ ხელს, მაგრამ ....
გუსანი
13 აგვისტო 2022 09:18
1
აგერ 16 წლიანები აღარ გვანერვიულებენ, პირველი 2 თამაში წააგეს და გასვლის შანსი დაკარგეს.დარჩენილ მატჩებს შეგვიძლია არხეინად ვუყუროთ.
დიმა
13 აგვისტო 2022 07:02
0
სანიკიძე, ბაბუა რო გაუოცოცხლო ალბათ იმასაც არ შეხვდება. თანაც სად ცალია ხალხთან შესახვედრად, 24 საათი კანონპროექტებს წერს პარლამენტში))) ააცალეთ ბატონო ხალხს ქვეყნის განვითარებაზე მუშაობა. აი სადაცაა 98-ე ქარხანას ააგუგუნებენ და გვეშველება)))))
მოქალაქე-ს
13 აგვისტო 2022 01:02
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული