პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1 ქულით მარცხდება

AutoSharing Option
აკროპოლისის თასზე პირველი მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები თურქეთთან 47:48 მარცხდება.

ათენში საცობების გამო მატჩი 10 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: მაკფადენი, ბოქოლიშვილი, მამუკელაშვილი, შენგელია, შერმადინი. წაგებული წინა ოთხი ამხანაგური შეხვედრისგან განსხვავებით თავიდან საქართველოს ნაკრები დაცვაში უკეთ მოქმედებდა, მეტადრე ეს მამუკელაშვილზე ითქმის, 10 ქულით დაწინაურდა, პირველი მეოთხედი კი 24:18 მოიგო.

მეორე პერიოდში მეტოქე ხშირად ახერხებდა პერიმეტრზე ცარიელი კალათბურთელის დატოვებას, სამქულიანები ზუსტად ისროლეს, შეტევაში რამდენიმე შეცდომა დავუშვით და პირველი ტაიმი 1 ქულით დავთმეთ.

თურქეთთან 1 ქულით მარცხდება" style="height: 50px; width: 50px;" />თურქეთთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრებმა ათენში ივარჯიშა

მკითხველის კომენტარები / 2 /
მოკლედ 3 ქულიანებში მაგარდ გჩაგვრავენ
nika
20:57 17-08-2022
0
სამიანებით რატომ ვაგებთ ყველასთან
ბაჩო
20:37 17-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული