კარგი პირველი და საშინელი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკეთ დაცვაში და უარესად შეტევაში

აკროპოლისის თასზე მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ათენში საბერძნეთთან 67:80 დამარცხდა.

თურქეთთან მატჩში ტერფის ტრავმა მიიღო მამუკელაშვილმა, დღეს დილით არ ივარჯიშა, თუმცა ის პარკეტზე გავიდა და მწვრთნელმა ზუროსმა ცინცაძესთან, მაკფადენთან, შენგელიასთან და შერმადინთან ერთად სასტარტოში დააყენა. მასპინძლებს იანის ანტეტოკუნმპო ვერ დაეხმარა, რომელიც იტუდისმა დაასვენა. ჩვენი გუნდი დაცვაში თავიდან ისევ კარგად თამაშობდა და პირველი მეოთხედი 21:16 მოიგო.

მეორე პერიოდში საბერძნეთმა, რომელსაც გულშემატკივრები უჭერდნენ მხარს, თანამემამულე მსაჯების წახმარებით და აქტიური თამაშით ანგარიშის გათანაბრება შეძლო, მაგრამ პირველი ტაიმი 37:34
ქართველების გამარჯვებით დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ ჩვენმა გუნდმა როგორც დაცვაში ასევე შეტევაში ბევრი შეცდომა დაუშვა, პერიმეტრიდან ქულებს ვერ აგროვებდნენ, ბერძნები ზუსტი სამიანებით 11 ქულით წინ გავიდნენ, ხოლო საბოლოოდ 13 ქულით დაგვამარცხეს.

ჩვენი გუნდიდან 21 ქულა მამუკელაშვილმა ჩააგდო (პლუს 8 მოხსნა), შენგელიამ და შერმადინმა 13-13 ქულა და 9-9 მოხსნა მიითვალეს, ანდრომიკაშვილმა 9 ქულა ჩააგდო, მაკფადენმა 6, ბურჯანაძემ კი 2. ელადელთაგან 21 ქულით ყველაზე შედეგიანი სლუკასი იყო.

მოკლედ, ზუროსის გუნდმა ზედიზედ მეექვსე მარცხი განიცადა და 19 აგვისტოს პოლონეთს დაუპირისპირდება, რომელმაც თურქეთს 87:86 სძლია.

მკითხველის კომენტარები / 37 /
ყველა ასაკობრივი ნაკრები ბ-დიციზიონში გვყავს ვერავინ გავიდა ჯგუფიდან ფლეიოფში ცე მოვიგეთ გოგონებში და გადავედით ბეში მეორე საკითხი რას ქვია კრიტიკა არ მოსულა სულ რო 3 გიანისით ყოფილიყო მაინც ნებისმიერს გვაქ უფლება ცუდი თამაშისთვის გავაკრიტიკოთ ჩვენი ნაკრები აბა მარტო სუსტებთან უნდა მოვიწონოთ თავი? იტალია თუ დავამარცხეთ ესპანეთი და გასვლაზე მაკედონია გამოდის არც სხვა ჩვენზე ძლიერებთან წაგების უფლება გვაქ უფრო ცუდი თამაშის ჩრდილო კორეა არ ვართ რო შიშით კრიტიკა ვერ გავბედოთ დიდი შანსია ასეთი ცუდი თამაშით 2 კვირაში სახლში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფსი ჩავრჩეთ და მერე ვიძახოთ თავის დროზე ამოგვეღო ხმაო
ნოდო
19 აგვისტო 2022 01:06
1
წიწილები შემოდგომაზე დავითვალოთ!!! ჯანსაღი კრიტიკა საჭიროა! მაგრამ ლანძღვა და სახლში წამოვიდეთო რა უბედურებაა? ან ფედერაციამ რა ქნას? ამხანაგურები დაიგეგმა.აკროპოლისის თასზე ვთამაშობთ.სპორტის სასახლე მოესწრო! სანიკიძე ვერ შევა და ვერ ითამაშებს! ზუროსმა ორი თვის წინ თქვა თანახმა ვარ აკროპოლისზე ყველა მატჩი წავაგოო ოღონდ ევროპაზე კარგად ვითამაშოთ. ხოდა ვაცადოთ მერე ავტეხოთ თუ ასატეხი იქნა ერთი ამბავი! ახლა ვერაფერს შევცვლით ვერც ზუროსს:))
ბოკინიო
19 აგვისტო 2022 00:51
3
სანიკიძე არაფერ შუაშია, მაგრამ სისტმა ნელ ნელა უნდა შეცვალოს, ტუ მართლა ეგ მართავს ფედერაციას.
მაგრამ როგორც ჩანს ისევ ძველი სასტავია.
v
19 აგვისტო 2022 13:37
0
ირბინე რამდენიც გინდა მოედანზე, თუ ბურთის სროლა არ იცი როგორც საჭიროა, რაზე გაქვს საერთოდ პრეტენზია. სროლა გესწავლათ ბიძია და მერე იძახეთ კალათბურთელები ვართთქო. ბურთს ვერ აგდებ და როგორ მოიგებ ან თუ არ შეგიძლკია ნამუსი თავად იქონიე და სხვას დაუთმე ადგილი, დავიჯერო საქართველოში ორეი-სამი მსროლელი არ არის, მაშინ რაღად გვინდა ესეთი ვაი კალათბურთი ??????
gio
19 აგვისტო 2022 00:50
3
ამ ცინცაძემ თავადაც ხომ იცის, რომ ვეღარ თამაშობს. მადლობა წარსული მაგარი თამაშებისთვის მაგრამ..,... არა გვყავს ნორმალური შემცვლელები თუ ამ ბირთვზე ჰკიდია ქვეყანა. სამარცხვინოდ თამაში სირცხვილია, ნუთუ არც ახალგაზრდები გვყავს. ბავშვთა კალათბურთში მწვრთნელებმა დააყენონ თავიდანვე და ასროლინონ დღეში სამი საათი მარტო ფარში, რა გახდა სულ ერთი პრობლემა გავაქვს მთავარი
kaxa
19 აგვისტო 2022 00:43
2
სუსტი ნაკრები გვყავს რა , ეხ რა გუნდი გვყავდა 7-8 წლის წინ, მაშინ რომ თოკო და შერმადინი ეხლანდელი დონის ყოფილიყვნენ ყველას დავანგრევდით ევროპაში.
გიორგი
19 აგვისტო 2022 02:44
9
სამწუხაროდ არა გვყავს ნორმალური კალათბურთელები. პირველ რიგში მარადიული პრობლემა გვაქვს, ს რ ო ლ ა ა რ ვ ი ც ი თ ს ა ე რ თ ო დ ! ! !
სტალინი
19 აგვისტო 2022 00:57
1
რა? პირველი ნახევარი მაგრად ვითამაშეთ, მეორეში რამე დაგვემართა? რეალობას როდის დავუბრუნდებით, ყველას გაშიფრული ვყავართ. ოდნავ მოუმატეს და მორჩა ჩვენი წვალება, არც მწვრთნელის ხელი არ ჩანს, ვფიქრობს იმიტომ რომ არ გვყავს შემსრულებლები, თოკო, შერმადინი, დაემატა მამუ, ვითომ თედი, რატიც და ... ძალიან დიდი სხვაობაა ამათსა და დანარჩენებს შორის, თედი ხასიათის მოთამაშეა, მაგარი თამაში 1 მახსოვს სერბეთთან, და მორჩა-ჯახირობს, მაგრამ მიახლოებულიც არავინ გვყავს, რატი თუ მოუმატებს კარგია, ცინცაძე პენსიაშია გასაშვები, სხვები? მანცვიფრებს მათი უუნარობა, ეტყობად მეორე თუ მესამე ჰობად აქვთ კალათბურთი არჩეული....
გუსანი
19 აგვისტო 2022 01:20
0
შეიძლება ჯერ კიდევ სიტუაციის გამოსწორება. წარმატების მოლოდინის კოეფიციენტს თუ დავუწევთ, ესეთი გაწბილებულებიც არ ვიქნებით შედეგით (ირონიის გარეშე). რაც ვართ ეს ვართ. ნუ ვითხოვთ მოუთხოვნარს ამ გუნდისგან.
გივი
19 აგვისტო 2022 01:09
1
რა ვიცი რა ვთქვა, ასეთი აბდა უბდა თამაშით ოფიციალურებში რას ვიზამთ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს უკეთ ითამაშებენ, ბითაძე თუ იქნება მეტი შანსი გვექნება, თორემ ჩვენი სათადარიგოები ფაქტია ვერ თამაშობენ ევროპის დონეზე, რაც მთავარია დაცვას და სამიანების სროლას უნდა მიხედონ
Nukri
19 აგვისტო 2022 00:59
0
მხოლოდ სროლაში ავარჯიშონ თავიდანვე ახალგაზრდები და დანარჩენს ძალაუნებურად ისწავლიან. კალათბურთელი ფარში რომ ვერ აგდებს, იმას კალათბურთელი ჰქვია თუ ჰოკიჯოხელი..........
mmm
19 აგვისტო 2022 00:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული