კარგი პირველი და საშინელი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკეთ დაცვაში და უარესად შეტევაში

აკროპოლისის თასზე მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ათენში საბერძნეთთან 67:80 დამარცხდა.

თურქეთთან მატჩში ტერფის ტრავმა მიიღო მამუკელაშვილმა, დღეს დილით არ ივარჯიშა, თუმცა ის პარკეტზე გავიდა და მწვრთნელმა ზუროსმა ცინცაძესთან, მაკფადენთან, შენგელიასთან და შერმადინთან ერთად სასტარტოში დააყენა. მასპინძლებს იანის ანტეტოკუნმპო ვერ დაეხმარა, რომელიც იტუდისმა დაასვენა. ჩვენი გუნდი დაცვაში თავიდან ისევ კარგად თამაშობდა და პირველი მეოთხედი 21:16 მოიგო.

მეორე პერიოდში საბერძნეთმა, რომელსაც გულშემატკივრები უჭერდნენ მხარს, თანამემამულე მსაჯების წახმარებით და აქტიური თამაშით ანგარიშის გათანაბრება შეძლო, მაგრამ პირველი ტაიმი 37:34
ქართველების გამარჯვებით დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ ჩვენმა გუნდმა როგორც დაცვაში ასევე შეტევაში ბევრი შეცდომა დაუშვა, პერიმეტრიდან ქულებს ვერ აგროვებდნენ, ბერძნები ზუსტი სამიანებით 11 ქულით წინ გავიდნენ, ხოლო საბოლოოდ 13 ქულით დაგვამარცხეს.

ჩვენი გუნდიდან 21 ქულა მამუკელაშვილმა ჩააგდო (პლუს 8 მოხსნა), შენგელიამ და შერმადინმა 13-13 ქულა და 9-9 მოხსნა მიითვალეს, ანდრომიკაშვილმა 9 ქულა ჩააგდო, მაკფადენმა 6, ბურჯანაძემ კი 2. ელადელთაგან 21 ქულით ყველაზე შედეგიანი სლუკასი იყო.

მოკლედ, ზუროსის გუნდმა ზედიზედ მეექვსე მარცხი განიცადა და 19 აგვისტოს პოლონეთს დაუპირისპირდება, რომელმაც თურქეთს 87:86 სძლია.

მკითხველის კომენტარები / 37 /
რა ჭირს ამ ჩვენს გუნდს, რაიმე არეულობაა ??????????????
???????????????
19 აგვისტო 2022 00:21
3
კიდევ შერცხვენას ჯობს, საერთოდ წამოვიდნენ სახლში
ლუკა
19 აგვისტო 2022 00:09
7
მემგონი ზუროსმა ამოწურა თავისი, მალე უნდა წავიდეს, ახალი მწვრთნელი ახალ სისხლს შემატებს. თუ არადა ვნახავთ რომ ზუროსი მაგარი ყოფილა და ისევ დავუძახოთ ერთ-ორ წელში.
გიორგი
19 აგვისტო 2022 02:46
22
კარგი იქნება, კომენტარები იმათ წერონ, ვინც კალათბურთში მცირედით მაინც ერკვევა. უნგრეთთან, ისრაელთან, თურქეთთან მატჩების დროს რომ თითქმის უკონტაქტოდ თამაშობდნენ, არ ნახეთ? ცდილობენ მხოლოდ კომბინაციებზე იმუშაონ და არ იბრძოლონ, რათა ტრავმები აიცილონ. გუშინ მეტ-ნაკლებად კონტაქტურად ითამაშეს, განსაკუთრებით პირველი ტაიმი.
ლევანი
19 აგვისტო 2022 10:50
1
მეორე ტაიმში,ბერძნებმა ბურთი ააჩქარეს და პანტა პუნტით წამოვიდა სამქულიანები,თანაც თავისუფალი პოზიციებიდან.ჩვენც ვესროლეთ რამდენჯერემე,მაგრამ თავისუფალი პოზიციიდან უამრავი ავაცდინეთ.ბურთის გათამაშება ორივე მატჩში პრობლემური იყო და კომბინაციები ძალიან ნაკლებად ვნახეთ.პირველი ტაიმი ვიბრძოლეთ და მეორეში გაჩერდით?არა მგონია ეს ზუროსის გეგმა ყოფილიყოს.პირველ თამაშში ფარქვეშიდანაც თავისუფლად ვუშვებდით,30 წუთი,ახლა მხოლოდ მეორე ტაიმი,მაგრამ სროლის დამალვა რაღაა?ვერ ტოკავენ ბიჭები.ცინცაძე ცხადია,რომ ჯერ შორსაა სასურველი ფორმდან და სათამაშო დრო სჭირდება,მაგრამ დღევანდელი სურათით,ჯერ ძალიან შორსაა ფორმისაგან.ვერ იღებს სწორ გადაწყვეტილებებს.რატი ნიჭიერია,მაგრამ მკვეთრი ინდივიდუალისტი და კომბინაციის გათამაშებაზე მეტად,ფარისაკენ გაჭრას და სროლას ფიქრობს.არ არის ეს ბიჭი ბუნებით მეპასე.გვრჩება მაკფადენი,რომელიც ასე უმწეო,არასოდეს მახსენდება.ხუთიოდე დღეში მსოფლიოს შესარჩევის თამაშები გვეწყება და როგორ უნდა ჩადგეს ასე სწრაფად ფორმაში,ვერ წარმომიდგენია.გამთამაშებლების გარეშე კი,როგორ უნდა გავიმარჯვოთ,არ ვიცი.გასაგებია,ფიქრობთ,საჭირო დროს აფეთქდებიანო,მაგრამ რა გვეტყობა,რომ აფეთქების თავი გვაქვს?აჩქარებულ ტემპზე,გუნდი მთლიანად იშლება და სახეს კარგავს.ეს ნამდვილად არ არის ის,რისი ნახვაც,შესარჩევის თამაშებზე გვჭირდება.თუ უკანა ხაზი არ ამუშავდა,ყველაფერს წავაგებთ.
სოსო
19 აგვისტო 2022 14:30
0
საკონტროლო თამაშში 4 სათადარიგო არ განოიყენა, ბექაურმა ესპანეთთან რომ კარგად ითამაშა 5წუთი მაინც ათამაშოს.
მმ
19 აგვისტო 2022 08:34
1
romeli bekauri sajarimoebs rom ver agdebs?
duscatto
19 აგვისტო 2022 21:13
0
კაცო, ფარში ბურთს ვერ აგდებენ და ამათმა სირბილში უნდა მოიგონ ესე ჰგონიათ, მაშინ შესულიყავით ჭოკით ხტომაზე ან ბატუტზე
gori
19 აგვისტო 2022 00:52
0
რა შერცხვენა ხალხო? რა გჭირთ? მე ძალიან მწარედ მახსოვს, ამხანაგურებში რომ იფრინეს, ყველას მოუგეს, მერე? მერე რა იყო, ისიც მახსოვს. შენიშვნები მეც მაქვს, მაგრამ მწვრთნელია თავი და თავი ყველაფრის. ასე რომ...
ლევანი
19 აგვისტო 2022 12:00
0
ვინც ძვირს ამბობთ გუნდსა და მწვრთნელზე, მალე უკან წაიღებთ მაგ სიტყვებს!
zurab
19 აგვისტო 2022 11:34
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული