ნაცნობი სურათი - მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აკროპოლისის თასის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები პოლონეთთან 76:87 დამარცხდა.

ზედიზედ ექვსი ამხანაგური მატჩის წაგების შემდეგ, ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა განაცხადა, რომ ორივე ტაიმში სტაბილურობა სჭირდებათ, პოლონელებთან კი მოსამზადებელი თამაში იქნებოდა, რომელიც გაუმჯობესებისთვის უნდა გამოეყენებინათ. ეროვნული გუნდის კალათბურთელის მამუკელაშვილის თქმით, მალე ყველაფერი დალაგდება. ერთი რამ ფაქტია, ნაკრებში ისევ მოკლე სათადარიგოთა სკამია, რაც პრობლემაა და მესამე მეოთხედში იჩენს თავს. ეს განსაკუთრებით ძლიერ მეტოქეებთან შეხვედრებში და დატვირთულ კალანდარში ხდება თვალსაჩინო. საბედნიეროდ ხვალ გუნდს ბითაძე შეუერთდება.

პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 23:22 მოიგო. შენგელიამ 12
ქულა ჩააგდო. მეორე პერიოდის დასაწყისში ზუროსმა შერმადინი, შენგელია და მამუკელაშვილი დაასვენა, მაკფადენს კვლავ არ წაუვიდა სროლები, პოლონელები ზუსტი სამიანების წყალობით წინ გავიდნენ, პარკეტზე წამყვანი კალათბურთელების დაბრუნების მერე სიტუაცია შეიცვალა, ბოლოს მამუკელაშვილმა ჩააგდო და პირველი ტაიმი 1 ქულით მოვიგეთ.

მეორე ტაიმი ჩვენმა გუნდმა ტრადიციულად ძალიან ცუდად დაიწყო, მოწინააღმდეგემ ხუთიდან ოთხი ზუსტი სამქულიანი ჩაგვიგდო, 18 ქულით გაიქცა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა დასკვნითი პერიოდის წინ ანგარიშის შემცირება მოახერხა - 59:67. მეოთხე მეოთხედში ზუროსმა შერმადინი დაასვენა, ქართველმა
კალათბურთელებმა სხვაობის 4 ქულამდე შემცირება შეძლეს - ეგ იყო და ეგ, დარჩენილ დროში პოლონელებმა უკეთ ითამაშეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

27 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე შენგელია იყო, ანრონიკაშვილმა 10, მამუკელაშვილმა 9 (პლუს 7 მოხსნა), შერმადინმა 7, მაკფადენმა და ბურჯანაძემ 6-6, სანაძემ 5, ცინცაძემ 4, ბექაურმა კი 2 ქულა ჩააგდო. პოლონელმა მიხალაკმა 22 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 24 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თბილისში ნიდერლანდებთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 37 /
უკრაინასთან თამაშის მერე ვთქვი,ესპანეთის მერე გავჩუმდი, მარა ვინმემ ახსნას, ამათ ვინ მისცა უფლება ქვეყანა დასაცინი გახადონ? ვიინ? ეს არის სირცხვილი! რაღაც კარგი არ ხდება გუნდში, მე ასე მგონია და თქვას ვინმემ. აძალებთ ვინმე? ნუ ითამაშებენ მერე. ან ის შავი კაცი რომაა, რისთვისაა? რაღაცას მაიმუნობს, თითქოს ეზოში თამაშობდეს. აუხსნას ვინმემ ამათ, რა მაისურები აცვიათ და რა, რას ნიშნავს. მე დავიწვი სირცხვილით და ესენი ამხანაგურია, რა მოხდაო. ის მოხდა, რომ აშკარად ძალიან არ უნდათ თამაში და ძალით თამაშობენ. რაღაც ცუდი ხდება მანდ და ნეტა ვცდებოდე...
ლევანი
19 აგვისტო 2022 21:58
2
ვენი, ვიდი, ვეღარვიცი
გივი
19 აგვისტო 2022 21:35
0
3-იანებს ზუსტად ვერ ისვრიან, ჯარიმების გავაფუჭებაც დაიწყეს, ფარზე მოხსნა არ შეუძლიათ. საინტერესოა ერთ თამაშს მაინც თუ მოვიგებთ?

16 წლამდელები - ბოლოს ევროპაზე 2008 წ.
18 წლამდელები - ბოლოს ევროპაზე 2004 წ.
20 წლამდელები - ბოლოს ევროპაზე 2017 წ. ისიც იმიტომ რომ 2016 წელს ევროპაზე გუნდების რაოდენობა გაიზარდა 20-მდე

რაც ქოცნება მოვიდა ხელისუფლებაში თვითდინებაზე მიუშვა კალათბურთი და შედეგიც სახეზეა. ქოცნებამ დარბაზიც კი სასაფლაოზე ააშენა და ამასაც ვერ ასწრებდა რომ არა ქოცნების მხსნელი კორონა. რა სიმბოლურია რომ თამაშები მიცვალებულების გვერდით ტარდება.

მე ვარ ცოდო ყველა ბილეთი მაქვს - იაფიანი
დააT
19 აგვისტო 2022 21:33
31
შეიძლება ფორმაში ვერ იყო და ვერ ირბინო,მაგრამ სროლაში ვარჯიში ეზოშიც შეიძლება,ასე როგორ უნდა გაგიფუჭდეს ხელი,თანაც მთელ გუნდს?!იქნებ ოფიციალურ მატჩებში მაინც დაინახონ ფარი.თუ ისევ ასე გააგრძელეს თამაში,გულშემატკივარი აღარ მივა ევროპის ჩემპიონატზე და აპარტყუნონ მერე ყურები.ისე გამოდის,უკრაინასთან სამარცხვინო თამაში,შემთხვევა კი არა,ნორმა ყოფილა
სოსო
19 აგვისტო 2022 21:14
0
არაფერიც არ დამარცხდა, თამაში იყო 100-მდე!!! ესენი თუ თამაშს მალავენ მაშინ თასი კი არა ოსკარი აქვთ გადასაცემი რეჟისორის და მსახიობების როლების საუკეთესო შესრულებისთვის!!! ბრავო!!! ისა და რამდენი წააგეს ზედიზედ?!
?!
19 აგვისტო 2022 21:05
1
Es ukve umsgavsobaa es nakrebi kiara fermaa
Gio
19 აგვისტო 2022 21:04
1
ზუროს ესაა ფორმის პიკი ? სამივე თამასში წავაგეთ მესამე მეოთხედი 7 9 და 12 ქულით მეორე ტაიმები ხო საერთოდ კატასტროფაა დაცვა სად იყო 14 სამქულიანი რა უბედურებაა კიდე კაი ევროპის ჯგუფიდან 4 გადის თორე 3 რო გადიოდეს და 2 მითუმეტეს საკუთარ ქვეყანაში ჯგუფში ჩავრჩებოდით
ნოდო
19 აგვისტო 2022 21:04
0
აბსოლუტურად ყველა თამაშის მეორე ტაიმი წავაგეთ. პერიმეტრს ვერ ვიცავთ, შეტევა, შედეგიანობა და სროლა არ გვივარგა, გამთამაშებლები თავის საქმეს ვერ ასრულებენ, მკაცრი დაცვის წინააღმდეგ ბურთს ვერ ვათამაშებთ და ინდივიდუალურად ვცდილობთ ფონს გასვლას, მაგრამ ესეც არ გამოგვდის, გუნდური თამაში არ იგრძნობა. ეს ყველაფერი გამოსასწორებელია და 24-მდე ხუთიოდე დღეა დარჩენილი. მეტი რაღა ვთქვა?! რას ან ვის უმალავს ზუროსი ვერ გავიგე? ნეტავ მართლა მალავდეს თამაშს და ვცდებოდე. ასეთი თამაშით იტალია კი არა ნიდერლანდებიც დაგვახევს ბურთს თავზე პირველივე თამაშში.
დათო
19 აგვისტო 2022 21:03
0
წარმოუდგენლად სუსტი ნაკრები..სირცხვილის გრძნობაც არ გააჩნიათ..
მადრიდისტი
19 აგვისტო 2022 20:59
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული