ნაცნობი სურათი - მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აკროპოლისის თასის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები პოლონეთთან 76:87 დამარცხდა.

ზედიზედ ექვსი ამხანაგური მატჩის წაგების შემდეგ, ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა განაცხადა, რომ ორივე ტაიმში სტაბილურობა სჭირდებათ, პოლონელებთან კი მოსამზადებელი თამაში იქნებოდა, რომელიც გაუმჯობესებისთვის უნდა გამოეყენებინათ. ეროვნული გუნდის კალათბურთელის მამუკელაშვილის თქმით, მალე ყველაფერი დალაგდება. ერთი რამ ფაქტია, ნაკრებში ისევ მოკლე სათადარიგოთა სკამია, რაც პრობლემაა და მესამე მეოთხედში იჩენს თავს. ეს განსაკუთრებით ძლიერ მეტოქეებთან შეხვედრებში და დატვირთულ კალანდარში ხდება თვალსაჩინო. საბედნიეროდ ხვალ გუნდს ბითაძე შეუერთდება.

პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 23:22 მოიგო. შენგელიამ 12
ქულა ჩააგდო. მეორე პერიოდის დასაწყისში ზუროსმა შერმადინი, შენგელია და მამუკელაშვილი დაასვენა, მაკფადენს კვლავ არ წაუვიდა სროლები, პოლონელები ზუსტი სამიანების წყალობით წინ გავიდნენ, პარკეტზე წამყვანი კალათბურთელების დაბრუნების მერე სიტუაცია შეიცვალა, ბოლოს მამუკელაშვილმა ჩააგდო და პირველი ტაიმი 1 ქულით მოვიგეთ.

მეორე ტაიმი ჩვენმა გუნდმა ტრადიციულად ძალიან ცუდად დაიწყო, მოწინააღმდეგემ ხუთიდან ოთხი ზუსტი სამქულიანი ჩაგვიგდო, 18 ქულით გაიქცა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა დასკვნითი პერიოდის წინ ანგარიშის შემცირება მოახერხა - 59:67. მეოთხე მეოთხედში ზუროსმა შერმადინი დაასვენა, ქართველმა
კალათბურთელებმა სხვაობის 4 ქულამდე შემცირება შეძლეს - ეგ იყო და ეგ, დარჩენილ დროში პოლონელებმა უკეთ ითამაშეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

27 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე შენგელია იყო, ანრონიკაშვილმა 10, მამუკელაშვილმა 9 (პლუს 7 მოხსნა), შერმადინმა 7, მაკფადენმა და ბურჯანაძემ 6-6, სანაძემ 5, ცინცაძემ 4, ბექაურმა კი 2 ქულა ჩააგდო. პოლონელმა მიხალაკმა 22 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 24 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თბილისში ნიდერლანდებთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 37 /
ასე ჩვენი გუნდი ფარჩაკდებოდეს არმახსოვს, სამიანებს უბანში ვისვრით ბიჭები ამათზე მაგარად ექვსი წუთის მანძილზე 2ქულა ავიღეთ სირცხვილია
irakli
20 აგვისტო 2022 13:18
0
მე არ ვიცი ვ8ნ რას მალავს ერთიდაიგივეს რო ვუყურებ 20 წელია კია ფაქტი. ისევ გვბ9მბავენ სამქულიანებით - ყველა გუნდი ჩვენზე კარგად ისვრის. ისევ ნელი მკვდარი შეტევა და ბოლო წამზე გადაგდებული ბურთი ან 24 წამის წესის დარღვევა. ისევ უაზრო ფოლები. სკამის დახმარება ფაქტობრივად ნული ჯარიმებსაც ვერ აგდებენ. ისევ 3-4 კაცის ინდივიდუალური აფეთქების იმედად ყოფნა.ბურჯანაძე ისევ ჩხუბობს, სანაძე ისევ შეწუხებული სახით დადის შენგელია ისევ იბრძვის გიჟივით თითქმის მარტო შერმადინი ისევ სტაბილურია და კარგია.მაკფადენმა ჩააგდო ეს ტურნირი მაგრამ არა იქნება პრობლემა. სანდრო მოგვეხმარება და რატიც დალშე რავი, რა დაიმალა ასეთი და იქნება სიურპრიზი დავიჯერო ბექაური, კორსანტია, ფევაძე, ჯინჭარაძე, ბოქოლიშვილი გადავმალეთ? ყველაფერი იგივე იყო რასაც სულ ვუყურებთ - რაც ყველამ ისედაც ოცის. ერთი ის იყო რომ ხო ლიდერები არ შევაკალით ყველა თამაშს - არ დახარჯეს ძალები მაგრამ ახალი რა იქნება ნეტავ? ნეტავ რა დაიმალა ასეთი?
იბერია
20 აგვისტო 2022 12:16
1
ბითაძე თუ შემოგვიერთდა, ჰოლანდია შეიძლება დავამარცხოთ თბილისში, ვიმეორებ: შეიძლება, შანსებს 50/50 -ზე ვაფასებ...აი, მერე იტალიასთან და ევროზე სახლში, ასეთი თამაშით მხოლოდ ბულგარეთს შეიძლება ვძლიოთ. დანარჩენ მატჩებში- ბელგიასთან, ესპანეთთან, თურქეთთან და მონტენეგროსთან, უშანსოდ ვიქნებით...ევროს შემდეგ, სანდრო, რატი და გოგა ბრუნდებიან usa-ში, აი მერე ხომ საერთოდ ვერც ერთ თამაშს ვერ მოვიგებთ...
თეიმურაზ კვიტაიშვილი
20 აგვისტო 2022 11:19
5
რა მდგომარეობაცაა გვეყანაში, იგივეა კალათბურთშიც. ორივე იმართება საბჭოთა/რუსული მეთოდებით.ცენტრალიზაცია, კლანები და ნეპოტიზმი. მარტივი მაგალითი - რა უნდოდა ნაკრებში ბოისას (უმცროსს ვგულისხმობ)?! ის არათუ ნაკრების, უბნის დონესაც ვერ ქაჩავდა. ახლა ეს ბატონი მთავარი მწვრთნელის ასისტენტია. რატომ, რა დამსახურებით? აი ასეთი მიდგომებია ყველგან. ჰოდა ბოისასნაირები რომ არაფრის გამკეთებლები არიან, სწორედ ამიტომ უწევთ შენგელიებს და შერმადინებს მარტოს თამაში. შედეგად დაკარგული ნიჭიერი კალათბურთელები და მოკრძალებული წარმატებები.
ახლა წარმოიდგინეთ, თუ ნაკრებში, ყველას თვალწინ, საჯაროდ ასეთი გაუგონარი უსინდისობები ხდება, რა იქნება ასაკობრივებში და კლუბებში. გაფიქრებაც კი მზარავს.
უკვე 30 წელია ჩაკეტილი წრეზე დავდივართ. და მერე გვიკვირს თუ რატომ ვერაფერში ვერ ვაღწევთ წარმატებას. პასუხი კი მარტივია - სისტემა. ჩვენ ჯერ კიდევ ძირმომპალ საბჭოთა კავშირში/რუსეთში ვცხოვრობთ და მათი კლიშეებით ვაზროვნებთ.
და ვისი ბრალია ეს? მიშების, ბიძინების, შევადნაძეების? რა თქმა უნდა, არც მათ დაუკლიათ ხელი, მაგრამ მთავარი დამნაშავეები ისევ ჩვენ ვართ, ხალხი და საზოგადოება. სანამ ჩვენ არ დავძლევთ დამარცხებულისა და მონის მენტალიტეტს, სანამ არ ჩამოვყალიბდებით ძალად, რომელიც თავად უკარნახობს ხელისუფლებებს სამოქმედო გეგმას, მანამდე დავრჩებით გადიდგულებულ, კომპლექსიან და გათითოკაცებულ ჯოგად.
დათო
20 აგვისტო 2022 10:50
1
მართალი ბრძანდებით - პრობლემა სისტემაშია, რომლის შეცვლისთვის თავს არ იწუხებს არავინ! ნაკრების მეტ-ნაკლებ წარმატებასაა ამოფარებული ფედერაცია და ეს ჰგონია მხოლოდ თავისი საქმე! კონკრეტული მაგალითი: ფედერაციის გვერდზე თვითონ უდევთ "საამაყო" ნიუსი, როგორ ჩაატარეს 800(!!!)-მდე მატჩი თვენახევარში(?!) ასაკობრივ ჩემპიონატებში (უხერხულობა რომ აეცილებინათ, ზაფხულის თამაშები დაარქვეს). თუ საქართველოს საკალათბურთო ინფრასტრუქტურას, მსაჯების, მწვრთნელების და ა.შ. რაოდენობას გავიხსენებთ, იოლი წარმოსადგენია, ორგანიზების რა ხარისხზე შეიძლება ვილაპარაკოთ... უფრო ღრმად რომ არ ჩავიდეთ, ეს ფაქტიც ხომ ავლენს მომავლისადმი ზერელე, არასერიოზულ დამოკიდებულებას, რაც უახლოეს მომავალში იჩენს თავს, ჩვენდა სამწუხაროდ... ნაკრებს- წარმატებები მთელი გულით!
მასტერს
20 აგვისტო 2022 15:07
0
სრული სიმართლეა! და ის რაც ილია ჭავჭავაძემ ჯერ კიდევ ორი საუკუნის წინ თქვა თავისი “ბედნიერი ერი”-თ. ამას დავამატებდი განათლების დაბალ დონეს ყველა სფეროში.
ჩვენ გვაქვს მაღალი ამბიციები, მაგრამ ხშირად რეალობას მოწყვეტილი. ერთი მერცხალი კი გაზაფხულს ვერ მოიყვანს!
გიორგი
20 აგვისტო 2022 13:29
0
სიმართლე თუ გინდათ საქართველოს ნაკრები თამაშობს ანტი თანამედროვე კალათბურთს თითქოს 80-იან წლების ვაკეში მოლასლასებენ დაბოლილები ანდ გაჩხერილები. ამას კალათბურთი არ ჰქვია. დროულად გარღვევაზე ვერ გადიან, ბურთს ანელებენ, სწრაფად მოძრაობაშო ტყორცნა არც ერთს არ აქვს, დროს აზლოზინებენ შეტევაში, დაცვაშიც კაცი ვერ აუყვანიათ, ან პრესინგი, ანდ ზონა არც ერთი არ უვარგათ. ბურთს ესვრიან როდესა წამი ან ორია დარჩენილი და ცენტრი ამ დროს უკან გარბის რადგან ფიზიკურად ვერ ქაჩავს სიმაღლის დამოუქნელობის გამო და ასხლეტილ ბურთზე მოწინააღმდეგის ფართან არავინ იბრძვის. თაქნ დგნან ერთი და იგივე ადგილას შეტევაში თითქოს ბირჟაზე არიან. ამას კალათბურთი არ ჰქვია. მამუ ცენტრს არ უნდა თამაშობდეს. ბურთსაც კარგად ატარებს და გარედანაც კარგად ისვრის. რადგან მაღალია იმას არ ნიშნავს რომ ცენტრი უნდა იყოს. ბურჯანაძეს და სანაძეს საერთოსდ არ გამოვუძახებდი ნაკრებში ისეთი ზანტები არიან. ბაქრაძემ 2 თამაში ითამაშა ნაკრებში და ძალიან დაბალია. მაგის სიმაღლის მოთამაშე ზედმეტად სწრაფი უნდა იყოს და გარედან კარგად უნდა ისროდეს თან მოძრაობაშიც. ბითაძეც ვერ უშველის ამ გუნდს თუ გამთამაშებლები არ ვარგანან. რა ევროპა გაუვარდათ ესპანეთის ნაკრებთან და ჰგონიათ სამეულის ღირსები არიან ევროპაში. ამერიკის ქუჩის გუნდი მოუგებთ ამათ. საშინელებაა
simartle
20 აგვისტო 2022 07:10
2
გასაგებია რო ბექაურს ცენტრზე ათამაშებს, ბურჯანაძის პოზიციაზეც შეუშვი, კაცი მოხსნებზე კარგია, ამ 2 წუთიან მონაკვეთებშიც მოხსნა ბურთი. 8 თამაშში 10 წუთი არ უთამაშიათ სათადარიგოებს.
მ.მ
20 აგვისტო 2022 02:09
0
ადმინ: იქნებ მოიპოვოთ სტატისტიკა თუ რამდენი მესამე მეოთხედი აქვს მოგებული ჩვენს ნაკრებს ზუროსის მწვრთნელობისას, არ აქვს მნიშვნელობა მოგებულ თუ წაგებულ შეხვედრებს. წინასწარ დიდი მადლობა! უმაქნისმა გურასპაულმა, თავისზე უმაქნისს სანიკიძეს გადასცა ესტაფეტა და ქმნიან ტყუილ მოლოდინებს! ყველა ასაკობტივში ისევ სრული ფიასკო, ჩემპიონატი უვარგისი და ამის ფონზე ზუროსი ამბობს რომ ევროპის სამეულში მინდა შესვლაო... ეს კაცი იყო და არის საშუალო ევროპულ დონესთან მიახლოებული მწვრთნელი!!!
პაატა
20 აგვისტო 2022 01:40
4
ეხლა ვნახე და ზედიზედ 9 თამაშია მესამე მეოთხედებს აგებენ.ეს მოგებულ მატჩებსაც ეხება.ერთადერთი მაკედონია რომ გაანადგურეს,მანდ მოიგეს.აშკარა პრობლემაა,რომელსაც იმედია მალე გამოსწორებენ.საერთოდ კალათბურთში მიღებულია აზრი რომ როცა მეტნაკლებად თანაბარი თამაშია,ის იგებს რომელიც მესამე მეოთხედს მოიგებს
ალექსი
20 აგვისტო 2022 08:04
0
რა პანიკაში ხართ თუ გახარებული წერთ ვერ გავიგე ? ზუროსი მაგარი მწვრთნელია ამხელა დონის და მნიშვნელოვანი თამაშები არასდროს გვქონია ასი პროცენტიტ ვარ დარწმუნებული თამაშს მალავს ყველა პირველი ტაიმი ვითამაშეთ მაგრად ანუ შეგვიძლია მეორეში განზრახ შემოდის ისეთი ხუთეულები ირეოდა გუნდი პსრსონალური რომ მიეღო ვინმე წამყვანს ასე არ ვიფიქრებდი ყველაფერი კარგად იქნება მაგარი გუნდი გვყავს ამასაც ვნახავთ წარმატება ბიჭებო გაგვახარეთ მაგრად მეიმედებით
Soso
20 აგვისტო 2022 01:19
11
ხომ მარტო ზუროსი "მალავს" თამაშებს და სხვა ნაკრების მწვრთნელები ტყემალზე სხედან.)))
Dato
20 აგვისტო 2022 09:22
0
ხალხნო ნახეთ ყველას მოვუგეთ პირველი ტაიმი და მერე იქნება და მართლა რაღაც სქემებს და ვარიანტებს ამუშავებს ზუროსი დღესაც 4 ქულამდე რო დავიყვანეთ შენგელია და შერმადინი მაინც არ შემოიყვანა და იქნებ მართლა მალავს. წარმატებები ბიჭებს 24 ში და 27დაი და ევროპაზე რათქმაუნდა p.s ბითაძეზე რამე ინფორმაცია მაინც დაწერეთ მოდის თუ არა დავიღალე იმენა ყოველდღე ლოდინოთ
ბათუ
20 აგვისტო 2022 00:59
1
სად არიან ის ქომაგები, რომ იძახდნენ უკრაინას მივეცითო.არ კი მიეცი, მოვიგო, გემრიელად.
დიმა
20 აგვისტო 2022 00:34
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული