კარგი მეორე ტაიმი, ნიდერლანდებთან მოგებული მატჩი და შენგელიას სამწუხარო ტრავმა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა „თბილისი არენაზე“ ნიდერლანდები 77:66 დაამარცხა.

ზედიზედ ექვსი ამხანაგური მატჩის წაგების შემდეგ ჩვენს გუნდს ბითაძე დაუბრუნდა, რომელმაც ტრავმა აშშ-ში იმკურნალა. ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: მაკფადენი, სანაძე, მამუკელაშვილი, შენგელია, შერმადინი. ფარზე ქართველების უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა, დაწინაურდნენ კიდეც, მაგრამ მე-8 წუთზე მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და პირველი მეოთხედი 18:18 დასრულდა.

კარგად შევიდა შეცვლაზე ანდრონიკაშვილი, რომელმაც ოთხჯერ ჩაჭრა ბურთი, თუმცა ჩვენი კალათბურთელები შეტევაში შეცდომებს უშვებდნენ, ჰოლანდიელები 6 ქულით წინ გავიდნენ, მაგრამ შენგელიას და მამუკელაშვილის ძალისხმევით
თანაფარდობის აღდგენა შეძლეს და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა - 35:35.

დიდი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები 14 ქულით გაიქცა, სამწუხაროდ შენგელია სწრაფი იერიშისას წაიქცა, მარჯვენა მხრის ტრავმა მიიღო და დარბაზიდან გაიყვანეს. ამის მერე 17 ქულითაც გავიჭერით წინ, მოწინააღმდეგემ მეოთხე მეოთხედში ანგარიში გაათანაბრა, ბოლო მონაკვეთი კი ჩვენმა გუნდმა უკეთ ჩაატარა, დიდებული გახლდათ მაკფადენი და 11 ქულით გავიმარჯვეთ.

ახლა მთავარია რამდენად მძიმე ტრავმა მიიღო შენგელიამ.

ჩვენი გუნდიდან 20 ქულით ყველაზე შედეგიანი შენგელია იყო, მაკფადენმა 19 ქულა ჩააგდო, შერმადინმა 13, მამუკელაშვილმა 10 (პლუს 10 მოხსნა), ბითაძემ 8 (7 მოხსნა), 3 ქულა ჯინჭარაძემ, ხოლო 2-2 ბურჯანაძემ და ცინცაძემ. ნიდერლანდელი დე იონგის ანგარიშზე 22 ქულაა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 27 აგვისტოს ბრეშაში იტალიასთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 26 /
მამუუუ, ახლა შენი დროა, ამ ნაკრების ლიდერი უნდა გახდე, ყველაფერ ცუდს, რაღაც კარგიც ახლავს, თოკოს გარეშე ნაკრები ვერ წარმომიდგენია, მაგრამ რეალობა ესა გვაქვს დღეს, ჰოდა ამ რეალობაში უნდა გაიბრწყინო სანდრიკ, ძმაო!!!.......
25 აგვისტო 2022 11:25
1
აქამდე თუ იყო რაღაც შანსი ჯგუფიდან გასვლის შენგელიას გარეშე შანსი მინიმუმამდე დაეცა. ერთადეღთი თუ მა.უკელაშვილი საკუთარ თავს აჯობოს და ნბას დონის ხარისსხი აჩვენოს და გუნდს გაუძღვეს.
კახა
25 აგვისტო 2022 07:40
4
ეე,შენგელია ძალიან დიდი დანაკლისია,ძალიან... თორნიკეს ლიდერის ფუნქცია,თამაშის საკუთარ თავზე აღება- ინდივიდუალური გაჭრებით,ბითაძემ უნდა შეასრულოს, მაგრამ როგორ შეასრულებს-ეს არის საკითხია !
კახაბერი
25 აგვისტო 2022 02:45
0
ოღონდ ეს არა! სიამოვნებით ავიღებდი თოკოს ტრავმას საკუთარ თავზე. სადღაც გულის სიღრმეში იმედი მაქვს, რომ ხვალ უკეთეს ამბავს გავიგებთ და მოტეხილობა არ ექნება.
ნიკა
25 აგვისტო 2022 01:17
0
საერთოდ არ ეტყობათ არც ნბეობა და არც მვპიობა არცერთს.
ზურაბ
24 აგვისტო 2022 23:08
16
შენგელიას ტრამვა იმას გავს კვარაცხელიამ რომ ვერ ითამაშა ჩრდილოეთ მაკედონიასთან!
ვუსურვოთ თოკოს მალე გამოჯანმრთელობა!

თემური
24 აგვისტო 2022 23:07
19
ქართულ ენას ნუ ამახინჯებთ, ამ ენის შენარჩუნებას ჩვენი წინაპრები ეწირებოდნენ!!! ქართული გრამატიკა და წიგნები მეტი იკითხეთ ზოგიერთებმა!!!
!!!
24 აგვისტო 2022 22:10
0
არა მგონია ვინმე ძალით ამახინჯებდეს ენას. უბრალოდ არ ფლობენ ქართულ ენას სათანადო დონეზე! ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კიდევ ისაა რომ სურვილიც არა აქვთ ამის!
გიორგი
24 აგვისტო 2022 22:24
0
წარმატებები და ჯანმრთელობა თოკოს და ყველას!!! ისე, ფედერაციას მარკეტინგის ამბებს ვინ ულაგებს საინტერესოა, ბილეთების ფულით მოუნდათ გამდიდრება? და რა მივიღეთ ნახევრად ცარიელი დარბაზი?! ყოჩაღ!!! ცინცაძე, დუდა, ბურჯანაძე ამ თამაშით ნაკრებში მათი ადგილი არ არის!!!
ეეეჰ
24 აგვისტო 2022 22:07
1
რა თქმა უნდა არავის არაფერს ვაბრალი მარა ბუს ამხელა გამოცდილება აქ ვიგებდით თან დამაჯერებლად და რა საჭირო იყო ასეთ სწრაფი შეტევა და პასი თოკოზე. ეჰ
რრრ
24 აგვისტო 2022 21:58
5
ის წინ ქავარდნა ქულებით სწრაფი შეტევების შედეგი იყო, როცა გუნდი დაცვაში ჯდება შეტევისას ჩაგდების შანსი 40-45% ია, სწრაფ შეტევაში 80 % ზე მეტია
ნიკოლოზი
24 აგვისტო 2022 22:05
1
ძალიან გულსაწყვეტია თოკოს ტრამვა, ყველა თამაშში ბოლომდე იხარჯებოდა და გმირულად იბრძოდა, ვიმედოვნებ მოხდება სასწაული და მალე გამოჯამრთელდება, მანამდის ყველა კალათბურთელმა გაათმაგებული ენერგიით უნდა ასახელოს საქართველო. უფალი ჩვენსკენ, წინ დიდი გამარჯვებებია!!!
ლეო
24 აგვისტო 2022 21:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული