ზუროსი: იტალიაშიც მოსაგებად მივდივართ - გამარჯვებას ისე ვერ ვზეიმობთ, როგორც საჭიროა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ნიდერლანდების 77:66 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა:

"გავიმარჯვეთ, მაგრამ ისე ვერ ვზეიმობთ, როგორც საჭიროა. ჩვენმა კაპიტანმა და გუნდის ლიდერმა თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო, რაც უდიდესი დანაკლისია.

სამი დღის შემდეგ იტალიაში ვთამაშობთ. ეს კიდევ ერთი შანსია. იქ გვაქვს მნიშვნელოვანი მატჩი გუნდთან, რომელსაც მხოლოდ ერთი წაგება აქვს. იტალიაში მოსაგებად მივდივართ. ყველა ფოკუსირებული უნდა ვიყოთ. უნდა გავიაზროთ, რომ ახლა ოფიციალურ მატჩებს ვთამაშობთ და ყველა მათგანი უნდა მოვიგოთ".

მკითხველის კომენტარები / 10 /
ოპტიმიზმი კარგია, მაგრამ უტოპიური არა, ამ შემადგენლობით 1 თამაშში თუ გადაახტებიან საკუთარ თავს ჩვენი ბიჭები და თან მაკფადენს თამაში უნდა წაუვიდეს როგორც სერბეთთან მაშინ შეიძლება მოვუგოთ მაგ ისლანდიას, ესეც იმ შემთხვევაში თუ სამიანებს არ ვასროლინებთ....ესაა მწარე რეალობა და დაეშვით ზუროსთან ერთად მიწაზე, ისე ახალგაზრდულების (16.18 და 20 წლიანები) ფიასკომ და ჩვენი ნაკრების არათანამედროვე თამაშის სტილმა არ გაგიჩინათ აზრი სამწვრთნელო შტაბის ცვლილების აუცილებლობაზე?!...პერიმეტრიდან სროლა ქარტული კალათბურთის აქილევსის ქუსლი იყო და რჩება, კალათბურთელი კვარაცხელია გვჭირდება...
გუსანი
19:31 25-08-2022
1
შეიძლება გიჟად შემრაცხოთ ახლა რასაც დავწერ, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ თოკოს არ ყოფნაში, სხვა მოთამაშემ აიღოს ლიდერობა და ეს უფრო გამოადგეს გუნდს. რადგან როცა თოკო თამაშობდა, გუნდი მთლიანად მასზე იყო აწყობილი. თავის დროზე, იბრაჰიმოვიჩს ამის გამო აღარ იძახებხნენ ნაკრებში, რომ გუნდი მთლიანად მასზე დამოკიდებული ხდებოდა. ამიტომ, იქნებ კარგად გაიაზრონ ლიდერის დანაკლისი ბიჭებმა და გაასმაგებული მონდომებით ითამაშონ. ვნახოთ, იტალიასთან გამოჩნდება ყველაფერი
ზიგმუნდ ფროიდი
16:35 25-08-2022
1

სიახლეები პოპულარული