ცუდი ამბავი: თორნიკე შენგელია საოპერაციოა

AutoSharing Option
ნიდერლანდებთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის მესამე მეოთხედში საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია დაშავდა და სამედიცინო შემოწმების ჩასატარებლად კლინიკაში წაიყვანეს.

პირველი არხი იტყობინება, რომ თავიდან ექიმებს მხრის ამოვარდნა ეგონათ, მაგრამ მოტეხილობა აღმოაჩნდა და ოპერაციის გაკეთება მოუწევს.

სამწუხაროდ, შენგელია შემდეგ შეხვედრებში ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარება, რაც ძალიან სერიოზული დანაკლისია.

მკითხველის კომენტარები / 50 /
ნურავის ეძებთ დასადანაშაულებლად თოკოს ტრამვაში!!! რეალისტები იყავით და სამართლიანები!!! კრიტიკის ქარცეცხლი რომ დააყარეთ ზოგიერთებმა ყველას და ყველაფერს თქვენ თავს შეხედეთ გვერდიდან სამართლიანად მსჯელობთ თუ არა?!!! სპორტია და ყველაფერი ხდება!!! განსაკუთრებით ის არის საწყენი თოკოს რომ ადანაშაულებენ არ იყო საჭირო გაქცევა და ბურთის ჩაგდების მცდელობაო, თან დიდი სხვაობით ვიგებდითო. თქვე დალოცვილებო თუ არ გაიქეცი, თავზე თუ არ გადაახტი, მიზანში თუ არ ისროლე დინმკიკაში, რა ფარი მისით მოვა და ჩავარდება ბურთი? ან ტრამვას რომ მიიღებდა შენგელია ცოდნოდა სამწვრთნელო შტაბს მაგ დღეს საერთოდ ათამაშებდა ? წინასწარ განსაზღვრა არავის შეგვეძლო ამ ცუდი ამბის, ასე რომ ჯობია დარჩენილი შესაძლებლობებით ვიფიქროთ როგორ შეიძლება ამ დანაკლისის კომპესირება. თოკოს და მთელ ნაკრებს ჯანმრთელობას ვუსურვებ და მათი თამადობით
ყველა ქართველს!!!
ვალერი
15:59 25-08-2022
1
რა ვქნა, ღმერთისაც მწამს და ვლოცულობ კიდევაც, მაგრამ... ვერ შევაგნებიეთ ამ კომენტატორებს, რეპორტაჟს იწყებენ ასე: პირველადაა, რომ არავინ გვაკლია ტრავმის გამო, ურააა, ვაშაააა. კაი რა, თქვე დალოცვილებო, ნუ ითარსებით! რამდენსაც გინდა იმდენ შემთხვევას გავიხსენებ, დაიწყებენ წინასწარ რამეზე ზეიმს და ცოტა ხანში საშინელება გვემართება. ცოტა დაოკდით. ამას მათთვის ვწერ. ადმინს ვთხოვ დამიბეჭდეთ, იქნებ წაიკითხოს ვინმემ და მომავალში მაინც დააჭიროს კბილები ენას. თოკოს წინა კომენტარში ვუსურვე მალე გამოჯანმრთელება. ბიჭები მის მაგივრადაც თავს შეაკლავენ და მსოფლიოზე ერთად ითამაშებენ.
alexandre
15:07 25-08-2022
1

სიახლეები პოპულარული