თბილისში ჩასატარებელ ევროპირველობამდე რამდენიმე დღე დარჩა. გვახსოვს, 2011 წელს, საქართველოსთვის სადებიუტო კონტინენტის ჩემპიონატზე, მაშინდელი გუნდის ლიდერმა ზაზა ფაჩულიამ ფეხის ტრავმა რომ მიიღო. ოპტიმალური შემადგენლობით თამაში ის პრობლემაა, რომელიც თითქოს მუ
ხელების ჩამოშვების დრო არაა და ეს ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა და ბიჭებმა ყველაზე უკეთ იციან. თორნიკე შენგელიას როლზე ბევრი საუბარი საჭირო არცაა. ტრავმამდე მან ნიდერლანდებთანაც "იფრინა". მეტოქეს ჩვენი შეჩერება ყველაზე მეტად სამწამიან ზონაში უჭირს და აქ თოკოს თითოეულ მოძრაობასა და გადაწყვეტილების მიღებას დიდი ფასი ჰქონდა. ილიას ზუროსს ალტერნატივების მოძიება სწრაფად დასჭირდება. გუნდში ბექა ბურჯანაძეა, რომელიც ოპტიმალურ ფორმას უბრუნდება. მეტ დროს მიიღებს მერაბ ბოქოლიშვილიც. როცა მას ნდობა ჰქონდა, უკეთაც გამოიყურებოდა. ნაკრებს მიხეილ ბერიშვილიც დაუბრუნდა.
შესაძლოა, ზუროსის ერთ-ერთი მთავარი იარაღი გარკვეული პერიოდის განმავლობაში 2 ცენტრით თამაში იყოს. ნიდერლანდებთან მშვენიერი გოგა ბითაძე ვნახეთ - ის მოხსნებში დამაჯერებელია. გოგა დისციპლინირებული და ჭკვიანი მოთამაშეა, რომელიც მშვენივრად ისვრის. ბითაძე თანაგუნდელებს მეტოქის ფარისკენ მისასვლელ გზებს კარგად უხსნიდა, მათი ცენტრი 3-წამიანი ზონიდან ამოჰყავდა. უკანასკნელ მატჩში გოგას თითქოს ცოტა დრო უნდა მისცემოდა, თუმცა თავისი საუკეთესო თვისებები ტრავმიდან ახლად მომჯობინებულმაც გამოავლინა, რის გამოც გიორგი შერმადინი, რომელსაც გამორჩეული სეზონი აქვს, სათადარიგოთა სკამზე საკმაოდ ბევრ დროს ატარებდა. შენგელიას არყოფნაში ორივე ამ მოთამაშის ერთდროულად გამოყენება ის ბონუსია, რითაც სარგებლობა ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ნამდვილად შეუძლია. რა თქმა უნდა, ამას თავისი რისკები ახლავს, მეტოქეები პერიმეტრიდან უფრო გაგვითამამდებიან.
ვნახეთ, სანდრო მამუკელაშვილიც გუნდს უფრო და უფრო ეწყობა. ნიდერლანდებთან მან ბითაძისგან ბრწყინვალე პასი მიიღო. შეთამაშება ეტაპობრივად, მაღალ დონეს მიაღწევს და იტალიასთან შეხვედრის გამოყენება ევროპის ჩემპიონატისთვის დასახვეწადაც შეიძლება, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მთავარი ბრძოლები მაინც უფრო ისლანდიასთან გველის.
ძალიან სასიამოვნო იყო, როცა გადამწყვეტ მომენტებში მაკფადენმა თამაში საკუთარ თავზე აიღო და ორი 3-ქულიანი ჩააგდო. ამ კომპონენტზე სამუშაოა და დუდა სანაძისგან უფრო მეტს ველით. რატი ანდრონიკაშვილი თავისი ჩაჭრებით, ბურთის მოპოვებითა და შეტევების გამწვავებით ისევ გვახარებს, დაცვაში საკმაოდ აგრესიული კახა ჯინჭარაძის თამაში. ნიდერლანდებთან საკუთარი ფარი რამდენჯერმე წავაგეთ და ეს მიმართულება პრობლემური აღარ უნდა გვქონდეს. გიორგი ცინცაძის გამოცდილებამ ასეთ დროს მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს.
შენგელიას არყოფნა დიდი დანაკლისია, თუმცა თოკოსთვის თამაში მუხტის მომცემი უნდა იყოს. მეტოქეებს უნდა ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია და ის, რომ ლიდერის დანაკლისის მიუხედავად, ისევ ანგარიშგასაწევი ძალა ვართ!
ცუდი ამბავი: თორნიკე შენგელია საოპერაციოა
კარგი მეორე ტაიმი, ნიდერლანდებთან მოგებული მატჩი და შენგელიას სამწუხარო ტრავმა [VIDEO]
წინა თამაშზე სანდრო 3 ნომრად იყო.თოკო 4ზე.ასე აგარ გამოვა სანდრო სუფთა 4-5 ნომერია.გოგა და გიო სუფთა 5 ნომრები