"მხარზე მეტად სული მტკივა... ჩემზე არ იდარდოთ..." - ტრავმირებულმა შენგელიამ ქართველ გულშემატკივარს მიმართა

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ გულშემატკივარს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართა და დაწერა:

"ყველას უდიდესი მადლობა მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისა და პოზიტიური მესიჯებისთვის. ვერ გადმოგცემთ, თუ რა გრძნობა მეუფლება, როდესაც ასეთ მხარდაჭერას ვგრძნობ თქვენგან.

იმ დღიდან, როდესაც გაირკვა, რომ ეს ღონისძიება ჩემს სახლში ტარდებოდა, ალბათ, არცერთ დღეს ჩაუვლია ისე, რომ ამ ევრობასკეტზე არ მეფიქრა. თითოეული ჩემი მოქმედება იყო მიმართული იმისკენ, რომ მაქსიმალურად მზად შევხვედროდი თამაშებს და თქვენი მოლოდინები გამემართლებინა, მაგრამ სპორტში სხვა ბევრ დადებითთან ერთად, სამწუხაროდ, ასეთი მომენტებიც ხშირია.

მხარზე
მეტად სული მტკივა, რომ ვერ შევძლებ საქართველოს ნაკრების დახმარებას ასეთ მნიშვნელოვან მომენტში და ვერ ვიდგები მოედანზე ჩემი ბიჭების გვერდით საჭირო დროს. თუმცა, დღეს მე ვარ მშვიდად, რადგან ვიცი ჩვენი გულშემატკივრის და ჩემი ბიჭების ხასიათი და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი რთული მომენტები უფრო დიდ მოტიცაციას და ძალას შემატებს ჩვენს ბიჭებს.

ჩემზე არ იდარდოთ. ამ სიტუაციაში ბევრჯერ ვყოფილვარ და უფრო ძლიერიც დავბრუნებულვარ. მადლობა ღმერთს, რომ მომცა ბრძოლის უნარი და მეხმარება სირთულეების გადალახვაში.

ახლა კი გთხოვთ, ყველა თქვენი პოზიტიური ენერგია და მხარდაჭერა ჩვენი ნაკრებისკენ იყოს მიმართული. პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ თქვენს თითოეულ გამამახნევებელ შეძახილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. მხოლოდ ერთად, გუნდურად შევძლებთ დიდი მიზნების მიღწევას!", - წერს შენგელია.

მოგეხსენებათ, შენგელიამ ნიდერლანდებთან მატჩში მხრის მძიმე ტრავმა მიიღო. ის მკურნალობას იტალიაში გადის და დაახლოებით, 2 თვის გამოტოვება მოუწევს.
მკითხველის კომენტარები / 24 /
არც ვდარდობ. იმედი მაქვს აღარასდროს ითამაშებ ნაკრებში, მითუმეტეს კაპიტნად. წადი ურალმაშში გაერთე
გიორგი
13:56 28-08-2022
6
მაგარი ბიჭი, მაგარი კაპიტანი.
გიონატ
22:37 27-08-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული