"მხარზე მეტად სული მტკივა... ჩემზე არ იდარდოთ..." - ტრავმირებულმა შენგელიამ ქართველ გულშემატკივარს მიმართა

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ გულშემატკივარს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართა და დაწერა:

"ყველას უდიდესი მადლობა მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისა და პოზიტიური მესიჯებისთვის. ვერ გადმოგცემთ, თუ რა გრძნობა მეუფლება, როდესაც ასეთ მხარდაჭერას ვგრძნობ თქვენგან.

იმ დღიდან, როდესაც გაირკვა, რომ ეს ღონისძიება ჩემს სახლში ტარდებოდა, ალბათ, არცერთ დღეს ჩაუვლია ისე, რომ ამ ევრობასკეტზე არ მეფიქრა. თითოეული ჩემი მოქმედება იყო მიმართული იმისკენ, რომ მაქსიმალურად მზად შევხვედროდი თამაშებს და თქვენი მოლოდინები გამემართლებინა, მაგრამ სპორტში სხვა ბევრ დადებითთან ერთად, სამწუხაროდ, ასეთი მომენტებიც ხშირია.

მხარზე
მეტად სული მტკივა, რომ ვერ შევძლებ საქართველოს ნაკრების დახმარებას ასეთ მნიშვნელოვან მომენტში და ვერ ვიდგები მოედანზე ჩემი ბიჭების გვერდით საჭირო დროს. თუმცა, დღეს მე ვარ მშვიდად, რადგან ვიცი ჩვენი გულშემატკივრის და ჩემი ბიჭების ხასიათი და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი რთული მომენტები უფრო დიდ მოტიცაციას და ძალას შემატებს ჩვენს ბიჭებს.

ჩემზე არ იდარდოთ. ამ სიტუაციაში ბევრჯერ ვყოფილვარ და უფრო ძლიერიც დავბრუნებულვარ. მადლობა ღმერთს, რომ მომცა ბრძოლის უნარი და მეხმარება სირთულეების გადალახვაში.

ახლა კი გთხოვთ, ყველა თქვენი პოზიტიური ენერგია და მხარდაჭერა ჩვენი ნაკრებისკენ იყოს მიმართული. პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ თქვენს თითოეულ გამამახნევებელ შეძახილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. მხოლოდ ერთად, გუნდურად შევძლებთ დიდი მიზნების მიღწევას!", - წერს შენგელია.

მოგეხსენებათ, შენგელიამ ნიდერლანდებთან მატჩში მხრის მძიმე ტრავმა მიიღო. ის მკურნალობას იტალიაში გადის და დაახლოებით, 2 თვის გამოტოვება მოუწევს.
მკითხველის კომენტარები / 24 /
არც ვდარდობ. იმედი მაქვს აღარასდროს ითამაშებ ნაკრებში, მითუმეტეს კაპიტნად. წადი ურალმაშში გაერთე
გიორგი
28 აგვისტო 2022 13:56
6
მაგარი ბიჭი, მაგარი კაპიტანი.
გიონატ
27 აგვისტო 2022 22:37
1
რა თქმა უნდა ჩემთვისაც მიუღებელი იყო შენგელიას ცსკა-ში გადასვლა და ეგ შავი ლაქა მუდამ დარჩება მას, მაგრამ როცა ოკუპანტების ურდო შეიჭრა 24 თებერვალს უკრაინაში, უკვე 25 თებერვალს წავიდა ოკუპანტების გუნდიდან და ბოდიშიც მოიხადა ოკუპანტების გუნდში თამაშის გამო.

დღეს სხვა რეალობა დღეს შენგელია არის ნაკრების ერთადერთი ნათელი წერტილი და მის გარეშე საქართველოს ნაკრებს არანაირი შანსი არ აქვს არც იტალიასთან და არც ევრობასკეტზე, გამიხარდება თუ შევცდები, ბოლობოლო ევრობასკეტზე ჩვენი ბიჭების ხუთივე თამაშზე ვიქნები სპორტის სასახლეში.
დააT
27 აგვისტო 2022 21:49
4
123 ასეთი ტიპები საიდან მოდიან ამის დედა ვატირე,რა აქვთ ამათ საერთო ან სპორტთან,ან ადამიანებთან,ან ცხოვრებასთან.ფუ....
კახა ქ.
27 აგვისტო 2022 21:02
4
ეს 123-ი კი არა, ორი 00-ია ეგ ვიღაცა.:დდდ
giga
27 აგვისტო 2022 21:34
2
უპირველეს ყოვლისა გამოჯანმრთელებას გისურვებ კაპიტანო!ეხლა კი მთავარი -- სამწუხაროა რა თქმა უნდა რაც მოხდა,მაგრამ ერთადერთი ისაა რომ მოედანზე არ იქნები კაპიტანო,დანარჩენი კი ეჭვიც არ მეპარება, დაწყებული გასახდელიდან დამთავრებული მოედნის შესასვლელამდე შენ იქნები გუნდისთვის მოტივაციის მიმცემი,შენ იქნები ბიჭებთან ერთად სათადარიგოთა სკამზე და იქიდან ეცდები გუნდის დახმარებას,რით და როგორ ეს კი შენ უფრო კარგად იცი!აბა ჰე,აბა თქვენ იცით.ბიჭებმა კი ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის,რომ გულშემატკივარს დაამახსოვროთ თავი ნამდვილ მებრძოლ გუნდად--გუნდად, რომელიც არ გატყდა მიუხედავად იმისა, ყველაზე საჭირო მომენტში კაპიტნის გარეშე რომ დარჩა.წარმატებები ჩვენს ნაკრებს.გულშემატკივარი კი მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს.სწორედ ახლა,ამ დროს გულშემატკივარი უნდა გახდეს თორნიკე შენგელია,10 000 თორნიკე შენგელია კი ხომ წარმოგიდგენიათ რა ძალაა. აბა ღმერთი ჩვენსკენ!!!
კახა ქ.
27 აგვისტო 2022 20:59
0
კარგ ქართველს, კარგ მამულიშვილს და უმაღლესი დონის კალათბურთელს საქართველოს ნაკრების კაპიტანს, თორნიკე შენგელიას! ვუსურვებთ გამოჯამრთელებას! ჩვენს ნაკრებს კი კარგ თამაშს და გამარჯვებას!
ნონა.
27 აგვისტო 2022 19:45
1
მალე გამოჯანმრთელება თოკო.
რრრ
27 აგვისტო 2022 18:23
1
თოკოს მალე გამოჯამრთელებას ვუსურვებ! ნამდვილი კაპიტანია და გუნდის ლიდერი, ბრძოლის ჟინი არასდროს აკლდა, პატრიოტად მესახება თოკო, არ ვიცი ბიჭები როგორ მოინდომებენ მაგრამ თოკოს გარეშე, ნაკრები ინვალიდია, თავსაც რომ გადაახტნენ სროლა არ იციან და რამდენი შემთხევითი ბურთი უნდა ჩავაგდოთ თამაშები მოვიგოდ? მაკფადენს კი ხან მისდის და უმეტესად არ მისდის თამაში? წინ საქართველო გამარჯვებები გვწყურია, თორემ მარტო ხვიჩას პოზიტივი არასაკმარისია... მეტი გვინდა..
გუსანი
27 აგვისტო 2022 17:46
8
დიდი სულის დიდი სპირტსმენი! ღმერთმა უმრავლოს ჩვენს მამულს მისი დარი ახალგაზრდები!!!
მერაბი
27 აგვისტო 2022 17:42
0
მალე გამოჯანმრთელობას ვუსურვებ თორნიკე შენგელიას . ისევ ისეთივე დაბრუნებოდეს პარკეტზე როგორიც იყო ტრამვამდე !

მე რომ შემეძლოს გმირის წოდებას მივანიჭებდი
ბესო
27 აგვისტო 2022 16:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული