მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში სტუმრად იტალიასთან 84:91 დამარცხების შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა, რომელმაც პირველ რიგში მეტოქეს გამარჯვება მიულოცა:
"მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა, ჩემი გუნდით ამაყი ვარ, რადგან ბოლომდე ვიბრძოლეთ. ევრობასკეტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კაპიტნის გარეშე დავრჩით. ზაფხულში სხვანაირად ვთამაშობდით, ახლა კი გადაწყობა მოგვიწია და რაღაცების გამოსწორება გვჭირდება.
ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლა და ბერლინში წასვლაა, ასეთი თამაშით ევრობასკეტზე ბევრს მივაღწევთ.
ცინცაძემ მძიმე ტრავმის შემდეგ დასაბრუნებლად ბევრი იშრომა, ძალიან დიდი ხანია ნაკრებშია
და კარგი კალათბურთელია. ანდრონიკაშვილი ახალგაზრდა და ნიჭიერია".