საქართველოს ნაკრების სამწუხარო მარცხი ოვერტაიმში და ბითაძის ტრავმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრობასკეტის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები „თბილისი არენაზე“ ბელგიასთან 76:79 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ცინცაძე, მაკფადენი, მამუკელაშვილი, ბითაძე, შერმადინი. თამაში ქულა-ქულაში წავიდა, შემდეგ მოხსნებში შეცდომები დავუშვით, ტაბუმ ორი სამქულიანი ჩაგვიგდო და დაბალქულიანი პირველი მეოთხედი 11:16 დასრულდა.

მეორე პერიოდი ბურთის რამდენიმე დაკარგვით დავიწყეთ, პერიმეტრში თავს კარგად ვერ ვიცავდით, შეტევაშიც სათანადოდ ვერ ვთამაშობდით, ჩვენი "დაბლები" ქულებს ვერ აგროვებდნენ, მეტოქე 11 ქულით გაგვექცა, თუმცა ანგარიშის შემცირება შევძელით და პირველი ტაიმი 6 ქულით წავაგეთ.

დიდი შესვენების შემდეგ ვიზავი 12
ქულით დაწინაურდა, ჩვენ საწინააღმდეგოდ მსაჯების შეცდომებმა იმატა, კარგი დაცვის და ბითაძის ჩინებული თამაშით სხვაობა 5 ქულამდე შევამცირეთ, ბელგიელებმა ორი ზუსტი სამიანით გვიპასუხეს. შემდეგ მაკფადენმაც ორი სამქულიანი ჩააგდო და დასკვნითი მეოთხედის წინ ტაბლოზე 51:58 დაფიქსირდა.

მეოთხე პერიოდი საქართველოს ნაკრებმა შეცდომებით დაიწყო, ბელგია 10 ქულით გაიჭრა წინ, მერე უპირატესობას დავეუფლეთ, მამუკელაშვილმა ზედიზედ 5 ქულა ჩააგდო, მაკფადენმა 4 ქულა მიაყოლა, სანაძემ სამიანი, 4 ქულით წინ გავედით, ბითაძემ ტრავმა მიიღო, რითაც მეტოქემ ისარგებლა, ანგარიში გაათანაბრა (70:70) და ოვერტაიმი დაინიშნა.

ოვერტაიმი ქულა-ქულა ქულაში მიმდინარეობდა. 11 წამით ადრე მამუკელაშვილმა საჯარიმოებით ანგარიში გაათანაბრა, 3 წამით ადრე 36 წლის ტაბუმ საპასუხოდ სამიანი ჩაგვიგდო, ბოლოს სანაძის სამქულიანმა ვერ უწია მიზანს და წავაგეთ.

ჩვენი გუნდიდან მამუკელაშვილმა 18 ქულა ჩააგდო (პლუს 13 მოხსნა), 17 მაკფადენმა (6 პასი), 14 ბითაძემ (9 მოხსნა, 3 დაფარება), 6 ბურჯანაძემ, 5-5 ანდრონიკაშვილმა და სანაძემ, 4-4 შერმადინმა და ჯინჭარაძემ, 3 ცინცაძემ. სტუმართა გუნდიდან 14-14 ქულით ყველაზე შედეგიანები მვემა და ტაბუ იყვნენ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 3 სექტემბერს ესპანეთთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 87 /
შერმადინი დიდი ძალაა, მაგრამ მარტო მის არ ყოფნას ნუ დავაბრალებთ. რომ ვამბობდი 7 ამხანაგურის წაგება ცუდიათქო, ეს ამხანაგურია, აცადეთ, კომბინაციებს ხაზავენ. ფაქტი სახეზეა, რომ მაღალ დონისთვის გუნდი მზად არ არის. დაუმატეთ ბითაძის ტრავმა, რაღა დავრჩით?! ეხლა ცოტა დავმშვიდდი, თორე მეგონა ინფარქტი მხევდა.
აი ძააან მინდა გავიდეთ ჯგუფიდან, მაგრამ ბოდიში, მე ამის ყურება არ შემიძლია. სანდრო და ყველა ახალგაზრდა იმედია მაქსიმალურად გამოიყენებთ ყველა თამაშს, საკუთარი თავის მაქსიმალურად წარმოჩენისთვის!!!
ზურა
01 სექტემბერი 2022 23:50
0
დავიწყოთ გინება? რაში იღებენ ამხელა ფულს
თემო
01 სექტემბერი 2022 23:29
11
ამას თამაში არ ჰქვია, ამას წვალება ჰქვია, ორიოდე კაცის ინდივიდუალური სიძლიერით და მთელი გუნდის თავდადებით გავათანაბრეთ და წინ გავედით ცოტა ხნით, ეს იყო მაქსიმუმი. რასაც ვუყურე ბულგარეთია ჩვენზე სუსტი, დანარჩენთან შანსი არ გვაქვს სამწუხაროდ
გია
02 სექტემბერი 2022 12:52
3
რასაც ვერ დაუკარგავ, მონდომება იყო, მაგრამ არ იყო კლასი და გუნდურობა.
1
02 სექტემბერი 2022 11:26
1
შენგელიას დაკარგვა ჩვენთვის განაჩენია, სამწუხაროდ.. იგივეა, რომ სლოვენიამ დონჩიჩი დაკარგოს, ან საბერძნეთმა იანისი...

ბითაძემაც თუ ვერ გააგრძელა ტურნირი, მანდ ხომ საერთოდ აზრი ეკარგება ყვალეფერს... თუ შეძლებს თამაშს, რაღაც შანსი არის, რომ ბულგარეთს და მონტენეგროს მოვუგოთ და გავძვრეთ ჯგუფიდან.

ევროპის ჩემპიონატის დონის კალათბურთელები გვყავს მხოლოდ გოგა, სანდრი და ტედი. აქტიური როტაციისთვის კარგ ფორმაში მყოფი შერმადინი და ცინცაძე გამოდგებოდა, მაგრამ მიმდინარე მდგომარეობით მაგათი მაქსიმუმი 12-18 წუთია.
ბურჯანაძე დიდ დროს ვერ ქაჩავს, მაქსიმუმ 10-12 წუთიანი როტაციის კაცია, სანაძეზე იგივე ითქმის,
რატისთვის - ჯერ ადრეა ასეთი დონის ტურნირი,
სხვებზე საერთოდ არ არის საუბარი..

თუ არ გამოჩნდა მაღალი დონის კიდევ 3-4 კალათბურთელი, ვიქნებით მაჩანჩალა გუნდი, რომელიც ზოგჯერ გავა ევროპის ჩემპიონატზე და ჯგუფში მეოთხე ადგილისთვის იბრძოლებს..
Just Supporter
02 სექტემბერი 2022 00:13
3
სამი კაცი მოიგებს ? ეგ არ ხდება .
dato
02 სექტემბერი 2022 14:10
1
კიდევ და კიდევ ერთხელ, საკალათბურთო სკოლებში, ნაკრებში და ყველგან, დღეში 500 საჯარიმო ტყორცნა შეასრულებინეთ ყველას... დამუშავებულ კომბინაციებს მაინც ვერ აკეთებენ და საჯარიმოებს მაინც აღარ ააცილებენ
რა მაფიაა?
02 სექტემბერი 2022 14:03
0
ამდენი დაკარგვა ბურთის რა უბედურებაა? საშინელი დისციპლინის ბრალია ეს თამაში რომ წავაგეთ!! ბრძოლით კი იბრძოლეს არ უნდა დავუკარგოთ მაგრამ პასის გაცემის კულტურა იყო საშინელება
ვალერი
02 სექტემბერი 2022 11:12
1
ორ რაღაცას ავღნიშნავ--- უკვე ფართან თითქმის მოხსნილ ბურთს რომ დაკარგავ და სამქულიანების ჩამგდები რომ არ გყავს,უკვე ზედმეტია იქ რამეზე ლაპარაკი.გვარები მე არ ვიცი ბელგიელების და თითქმის ყველა აგდებდა 3 ქულიანს.რამაც გადაწყვიტა მატჩის ბედი
კახა ქ.
02 სექტემბერი 2022 00:09
2
რა თქმა უნდა იბრძოლეს ბოლომდე და ამისთვის დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს!!! მაგრამ, სამწუხაროდ, მარტო ბრძოლის უნარი არ არის საკმარისი წარმატების მისაღწევად. პირველ რიგში ზუსტი სროლის, განსაკუთრებით 3 ქულიანების საშინლად საგანგაშო
დაბალი მაჩვენებელია და რა წარმატებაზე ლაპარაკი საერთოდ???.... იქნებ 2 კარგ მსროლელის ნატურალიზება მოვახდინოთ? ან ესენი როგორმე გადავამზადოთ? რა ვიცი.... ყველა ხედავს, რომ ამ კომპონენტში საშინელი მდგომარეობააა.ფარზე მოხსნაში როგორც ვყოჩაღობდით მაგის ნახევარი რომ ზუსტი სროლები გვქონოდა თავისუფლად მოვიგებდით ამ თამაშს
სოსო
02 სექტემბერი 2022 00:07
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული