"ღამე მშვიდობისა, თბილისი" - სანდროს ეფექტური სლემი და გადარეული ინგლისელი კომენტატორი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრობასკეტის პირველ ტურში საქართველოსა და ბელგიის (76:79) მატჩის ყველაზე ლამაზი მომენტი სანდრო მამუკელაშვილმა შემოგვთავაზა.

ქართველი კალათბურთელის ეფექტურმა ჩატენვამ ინგლისელი კომენტატორი აღაფრთოვანა. მეტიც, რამდენიმე ქართული სიტყვაც "ათქმევინა".

"ღამე მშვიდობისა, თბილისი" - განაცხადა კომენტატორმა.

პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ ჩვენს ნაკრებს მეორე ტურში ბელგიაზე გაცილებით ძლიერი, ესპანეთის ნაკრები ეყოლება, თუმცა მათი დამარცხება რომ შესაძლებელია, 4 ივლისს ვნახეთ უკვე. მატჩი ხვალ, 3 სექტემბერსაა ჩანიშნული.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მართლაც ასე დაგვემშვიდობებიან სტუმრები, ღამე მშვიდობისა! ბულგარეთმაც ბლომად ჩაუყარა ესპანეთს, მიუხედავად მარცხისა და ჩვენ? ისიც კი საეჭვოა ბულგარეთს მოვუგოთ!
ლაშა
18:33 02-09-2022
5
შემდეგ ორ თამაშს თუ თავი შეაკლეს და ბოლო ორ თამაშს სათანადოდ დასვენებული არ შეხვდნენ, ეს იქნება ზუროსის ბრალი, რადგან მწვრთნელმა უნდა იცოდეს მოსაგები და წასაგები თამაშები და ისე უნდა ათამაშოს გუნდი, რომ სწორეთ უშუალი მეტოქეები დაამარცხოს. გახსოვთ ალბათ წინა ევროპა, როგორ შეაკლეს თავის ელიტვას და უკრაინასთან დამარცხდენ. ბელგიასთან დავმარცდით, ამ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს ესპანეთს მოუგებ თუ არა? ცხრილში მაინც ბელგიის უკან დადგები.
ჟორა გაბრიჭიძე
17:47 02-09-2022
3

სიახლეები პოპულარული