ბითაძე მძიმე დაზიანებას გადაურჩა - ითამაშებს ესპანეთთან?

AutoSharing Option
გოგა ბითაძის ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდა. ბელგიასთან მატჩიდან ფეხის ტკენის გამო გასულმა ცენტრმა დღეს სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა და დაზიანება მსუბუქი ხასიათის აღმოჩნდა. ბითაძე დღეს საქართველოს ნაკრებთან ერთად ვარჯიშზე იქნება, მაგრამ დაისვენებს და მდგომარეობის განვითარებას დაელოდება. თუ როგორია მისი მდგომარეობა, კომენტარი ეროვნული ნაკრების ექიმმა თემურ ხვედელიძემ და თავად გოგა ბითაძემ გააკეთეს…

რა თქმა უნდა, ხვალ თამაშის შანსს არ გამოვრიცხავთ, თუმცა ვნახავთ მკურნალობის შედეგად დადებითი დინამიკა როგორ წარიმართება. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მისი მდგომარეობა უკეთესია გუშინდელთან შედარებით. კოჭზე შეშუპება არის. ჩემს ასისტენტს,
თორნიკე გოგიჩაიშვილს ​ ექოსკოპიაზე ჰყავდა წაყვანილი.

ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ მედიცინაში საშუალო სიმძიმედ ითვლება. დღეს გოგა გეგმიურად ისედაც ისვენებდა და რა თქმა უნდა, ამ ტრავმის გამო არ ვავარჯიშებთ. გოგა არც ხვალ დილით ივარჯიშებს, შესაბამისად შუადღისას გადაწყდება გოგას თამაშის საკითხი.“

ტრავმის შესახებ გოგა ბითაძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატარა შანსის შემთხვევაშიც კი ითამაშებს:„თამაშის შანსებზე საუბარი უფრო ადვილი ხვალ იქნება, დღეს ცოტა მიჭირს სიარული და მოძრაობა, მაგრამ დღევანდელ და ხვალინდელ დღეს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, მივხედავთ ტრავმას და თუ ვიქნები მზად და პატარა შანსიც იქნება, აუცილებლად ვითამაშებ.“

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 19 /
შაბი, კვერცხის გული და ნაჭუჭი იდეალურად არჩენს ნაღრძობს.
123
03 სექტემბერი 2022 12:50
3
ხომ ვიცით, რომ ესპანეთს ვერ მოვუგებთ. სჯობს ძალები სხვა გუნდებთან გასამარჯვებლად შევინახოთ.
დო მაჟორი
03 სექტემბერი 2022 00:57
2
ბავშვს აწუხებდა შლატერი ისე რომ ვეღარ ვარჯიშობდა მივიყვანე ნაკრების ექიმთან და მითხრა 6 თვე არ უნდა ითამაშოს...15 წლის ასაკში 204სმ იყო..მასწავლეს ბერულავა და 2 კვირაში ვარჯიში დაიწყო ერთ თვეში სრულიად განიკურნა.მე ფეხის ტერფის ძვალი მქონდა მოტეხილი და 3 კვირაში სიარული დავიწყე ,როცა ტრამვატოლოგმა 6კვირა მითხრა...გადაეცით ბითაძეს
მოქალაქე
03 სექტემბერი 2022 00:22
0
გუშინ დავწერე და ახლაც დავწერ ვაშლის ძმარი და დანაყილი კაკალი არეული ერთმანეთთან ისე რომ კისელივით დაედო დღეს არც შეშუპება ექნება.
მეორე ვარიანტი მერაბ ბერულავას მიმართოს და მალე მორჩება...
მოქალაქე
03 სექტემბერი 2022 00:18
0
ras mazgachob da ekimbashob, 13 milions uxdis peisersi da mati sakutrebaa da tavad ician ra rogor gauketon. torem berulava rom kargia gasagebia magram eg klubis temaa da klubma unda tavad gadacyvitos mkurnalobis metodika.
კუ კობსონი
03 სექტემბერი 2022 12:44
0
ჯობია ესპანეთთან შერმადინი დაიტვირთოს,თან იცის მაგათთან თამაში!!!!
ნინო
02 სექტემბერი 2022 23:40
1
ესპანეთთან მთელი მატჩი სათადარიგოებით უნდა ვითამაშოთ და არცერთი სასტარტოში მოთამაშე არ უნდა დავტვირთოთ, მაქსიმუმ სანიკიძე და გურასპაული შევიდნენ შეცვლებზე... რამდენი ქულითაც არ უნდა წავაგოთ, მაგათ დავაბრალებთ... აბა, რაღაცაში ეგენიც ხომ უნდა გამოგვადგნენ?!...
დდდ
02 სექტემბერი 2022 23:16
2
ისე ესპანელებს ყვეალა სპორტში ვამწარებთ ხოლმე :)) ხვალ მაგის იმედი მაქვს მეტი არაფრის. ვაჯადოვებთ ხოლმე მსოფლიოში წამყვანესპანელებს :)))
გიორგი
02 სექტემბერი 2022 23:10
2
ბოლო ფრაზას განსაკუთრებით ვეთანხმები, იმედია, ეგ ესპანელებსაც ეცოდინებათ.
ჰაიმე-ს
03 სექტემბერი 2022 11:03
0
გაიხარე, ეგ მეც ვიფიქრე, მაგრამ არ გამოვა ახლა ლამაზი ჩვენი მხრიდან ესპანელების კიდევ ერთხელ დაჩაგვრა და გამწარება... დაიწყება მერე, სტუმარ- მასპინძელი ჩვენ არ ვიცით და რაღა საწყალ ესპანეთზე ვიყარეთ ჯავრი, თუ მაგრები ვიყავით, ბელგიასთან მოგვეგო და ეგეთები... თან ესპანეთში რამდენი ქართველია და ცოტა იმ ხალხზეც ვიფიქროთ, თვალები ხომ უნდა გაუსწორონ ადგილობრივებს? არა, ძველი ესპანეთი რომ იყოს, ბაზარი არაა - იმ საზიზღარი ძმები გასოლების კომპანიას კიდევ გაიმეტებდა კაცი, მაგრამ მაგათ ახლა სასტიკი თაობათა ცვლა აქვთ, ბავშვებით არიან ჩამოსული, ხაიმე ბრადილია მგონი სრულწლოვანიც არაა, როგორ გამოატარეს საბაჟოზე (სად იყურებიან ჩვენი ან მაგათი უფლებადამცველები?)... მოკლედ, მაგარი არასპორტული საქციელი იქნება, ახლა რომ გაჭირვებული ესპანეთი კიდევ ერთხელ გავამწაროთ, არაკაცურია წაქცეულს ჩაწიხლვა...
ჰაიმე
02 სექტემბერი 2022 23:54
3
კი მართალია ხვალ თამაშს ვესწრები მარა მაინც ჯობს გოგამ დაისვენოს. ეჰ თოკო თოკო
ქართველი
02 სექტემბერი 2022 21:37
0
ჯობია დაისვენოს და შემდეგ თამაშზე იყოს. არ არის ესპანეთთან მისი ყოფნა არ ყოფნა მნიშვნელოვანი.
გივი
02 სექტემბერი 2022 21:28
0
არ გაგიჯდეთ ხვალ არ ათამაშოთ წაგებულ თამაშია მაინც დაისვენოს მაკფადენიც მაქსიმალურად დაასვენოს შემდეგი არი საბრძოლი ყველა თამაში 2 უნდა მოვიგოთ როგორმე
Soso
02 სექტემბერი 2022 21:07
3
აი ვიღას უნდა მოუგო ეგ ორი თამაში, სომხები და აზერები რომ მოვიწვიოთ საპატიო სტუმრებად, მაგათაც ვეღარ მოვუგებთ დარჩენილი სასტავით.
ნეტარ არიან
02 სექტემბერი 2022 23:03
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული