ბულგარეთის 19 სამქულიანი, საქართველოს ნაკრების მარცხი და ჯგუფიდან გასვლის გართულებული შანსი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები 2022 წლის ევრობასკეტის მეოთხე დღეს ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 80:93 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ბულგარელებმა 19 სამქულიანის ჩაგდება მოახერხეს. სტუმართა რიგებიდან კარგი შეხვედრა ჩაატარა დი ბოსტმა, 32 წლის გამთამაშებელმა 33 ქულის, 4 მოხსნისა და 12 ასისტის დაგროვება შეძლო.

ქართველთა მხრიდან საუკეთესო იყო გოგა ბითაძე, რომელმაც 21 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ჩვენი ნაკრები ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს - იმ შემთხვევაში, თუ ხვალ მონტენეგროსთან დადებით შედეგს დავაფიქსირებთ და ბელგია ბულგარეთს დაამარცხებს, მომდევნო ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ.

ილიას ზუროსის
გუნდმა ევრობასკეტზე მესამე მარცხი განიცადა და მე-6 პოზიციაზე იმყოფება. ჩვენი ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ხვალ, მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

ბულგარეთის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა. ბარხოვსკის გუნდი ხვალ, 18:15 საათზე, ბელგიას დაუპირისპირდება. 

altჩხუბი, გაძევებები, ორი ოვერტაიმი - საქართველოს ნაკრებმა თურქეთს სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 99 /
ფედერაიაც უკან უნდა გაყვეს ზუროსს მთელი შემადგენლობით.
კარგით რა
19:31 07-09-2022
0
ვისაც საკმაო ასაკი აქვს,კარგად ეხსომება სსრკ ჩემპიონატში,თბილისი დინამოსა და ცსკას დაპირისპირებები.თამაშები მაშინ დაწყვილებულად იმართებოდა,ორი თბილისში და ორიც მოსკოვში.ცსკა, მაშინ ფაქტობრივად სსრკ ნაკრები იყო და წლების განმავლობაში,ევროპის ჩემპიონთა თასის მუდმივი მფლობელი,ან ფინალისტი.დინამოს მაშინაც კადრების დეფიციტი ჰქონდა და ძირითადად 6-7,მაქსიმუმ 8 კალათბურთელის კისერზე გადადიოდა მთელი დატვირთვა.ჰოდა ამ დაწყვილებული თამაშებიდან პირველში,მუდამ საოცარი ბრძოლები იმართებოდა.მეორეში კი,ცსკა თითქმის უბრძოლველად იგებდა,რადგან მეორე დღისთვის დინამოელებს,უბრალოდ არაფრის თავი აღარ ჰქონდათ.მეხსიერებაში ჩარჩენილი მაქვს"სოვეტსკი სპორტში"დაბეჭდილი მატჩის ანგარიშის ერთი ფრაზა:"ტბილისცი ვიგლიადელი კაკ ვიჟატიე ლიმონი".თბილისელები გამოწურულ ლიმონს ჰგავდნენო.დინამოელები, მაშინაც საარაკო თავდადებით თამაშობდნენ პირველ მატჩს და ხშირადაც იმარჯვებდნენ, უკიდურესად დაძაბულ მატჩებში,მეორე დღეს კი,20,25,ზოგჯერ უფრო დიდი სხვაობითაც მარცხდებოდნენ.თუმცა გულშემატკივარს კარგად გვესმოდა,რომ მათი გამარჯვება იყო გმირობა,თორემ დამარცხება,სრულიად კანონზომიერი და პატივს მივაგებდით ბიჭებს.ფაქტია,რომ გუნდმა ვერ აკრიფა ფორმა და სტაბილურად ვერ დაალაგა თამაში,ვერც დაცვაში და ვერც შეტევაში.რა თქმა უნდა შენგელიას გამოკლებამ და ბითაძის ტრავმამაც ძალიან ცუდად იმოქმედა ამ ყველაფერზე და ბიჭებს,ფაქტობრივად თამაშის დროს უწევდათ ახალი ლიდერების გამოვლენა,დაწინაურება.რა თქმა უნდა არც ეს ჩაივლიდა შეცდომების გარეშე და მგონი სწორედ ამიტომ გვქონდა ამდენი დაკარგვა,რომ გადალაგება ვერ მოესწრო.ბოლო თამაშში საჯარიმოების სროლა,აშკარად გაუმჯობესებული იყო,რაც მცირე იმედს იძლევა,რომ ბოლო თამაშში,შესაძლოა ცოტა მაინც უკეთესად ვისროლოთ.1982 წლის საფეხბურთო მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი,სასწაულებრივად გადალახა.სამ თამაშში სამი ფრე და ბურთები 2-2.მან გადაასწრო კუვეიტის მშვენიერ გუნდს,რომელსაც ასევე სამი ქულა და ბურთები 1-1 ჰქონდა.იტალიელები დახოხავდნენ მოედანზე და სრულიად უსუსურის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ.დაიწყო მეორე ეტაპი და იტალია გაფრინდა!სასწაულ ბრძოლებში დაამარცხა არგენტინა,ბრაზილია და ფინალში გერმანია.საუკეთესო ფეხბურთელად და ბომბარდირად კი,პაოლო როსი მოგვევლინა,პირდადპირ ციხიდან გამოსული რომ შეიყვანეს ნაკრებში და ფინალურ ეტაპზე,6 გოლი გაიტანა.ამას რატომ ვწერ.შესაძლოა ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელობაც ფიქრობდა,რომ პირველ ეტაპს მაინც გადავლახავდით და გუნდის ფორმის პიკში შეყვანა,უკვე მეორე ეტაპისათვის სურდათ.თუმცა თორნიკეს ტრავმამ და შემდეგ გოგას გამოკლებამ,გუნდი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო.ეს მოსაზრება ლოგიკურად მეცვენება,რადგან საკმაოდ შეზღუდული საკადრო რესურსით,თავიდანვე საუკეთესო ფორმაში ყოფნით,ბოლოდე ვერ გავატანდით და გადამწყვეტ მატჩებში,ფორმის დაღმასვლა დაგვიყვებოდა,რასაც მერე ვეღარაფერს ვუშველიდით.ერთი სიტყვით, გარისკეს და არ გაუმართლათ.ამის ფიქრის საფუძველს,ზუროსის ჩემპიონატის წინა ინტერვიუებიც მაძლევს,რადგან ტრაბახი მას არ სჩვევია და საფუძველი რომ არ ჰქონოდა,ასე არ ილაპარაკებდა.კიდევ ერთი თამაში დაგვრჩა და სანამ ცოცხალი ხარ,სიკვდილი არ გაბედოვო,ნათქვამია.არც მე მაქვს დიდი ოპტიმიზმი,მაგრამ მივიდეთ,დავეხმაროთ ბიჭებს და იქნებ რაიმე გამოგვივიდეს.ერთად დგომით,უარესიდანაც დაგვიღწევია თავი.თუ არაფერი გამოგვივა და მაშინ ზოგიერთი ჩვენი კალათბურთელის ნაკრებში თამაშს,შესაძლოა უკანასკნელადაც ვხედავთ და მათ საპატივსაცემოდ მაინც დავესწროთ ამ თამაშს.გუშინ გიორგი ცინცაძემ ნაკრებში მე-200 მატჩი ჩაატარა და ვინმეს საკუთარი თვალით გინახიათ კალათბურთელი,ვინც ნაკრებში,მატჩების მესამე ასეულს იწყებს?
სოსო
13:34 07-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული