ბულგარეთის 19 სამქულიანი, საქართველოს ნაკრების მარცხი და ჯგუფიდან გასვლის გართულებული შანსი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები 2022 წლის ევრობასკეტის მეოთხე დღეს ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 80:93 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ბულგარელებმა 19 სამქულიანის ჩაგდება მოახერხეს. სტუმართა რიგებიდან კარგი შეხვედრა ჩაატარა დი ბოსტმა, 32 წლის გამთამაშებელმა 33 ქულის, 4 მოხსნისა და 12 ასისტის დაგროვება შეძლო.

ქართველთა მხრიდან საუკეთესო იყო გოგა ბითაძე, რომელმაც 21 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ჩვენი ნაკრები ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს - იმ შემთხვევაში, თუ ხვალ მონტენეგროსთან დადებით შედეგს დავაფიქსირებთ და ბელგია ბულგარეთს დაამარცხებს, მომდევნო ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ.

ილიას ზუროსის
გუნდმა ევრობასკეტზე მესამე მარცხი განიცადა და მე-6 პოზიციაზე იმყოფება. ჩვენი ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ხვალ, მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

ბულგარეთის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა. ბარხოვსკის გუნდი ხვალ, 18:15 საათზე, ბელგიას დაუპირისპირდება. 

altჩხუბი, გაძევებები, ორი ოვერტაიმი - საქართველოს ნაკრებმა თურქეთს სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 99 /
ერთი უბედურებაა თუ მართლა ასეთი საცოდავები ვართ მაგრამ მეორე უბედურება ისაა რომ თამაში გავყიდეთ ისევე როგორც თურქეთმა ჩვენთან და ესპანეთმა ბელგიასთან კაი კუშები დასვით ასე გააგრძელეთ და კიდევ მოითხოვეთ მაყურებლის მხარდაჭერა .... პრინციპში ნამუსი არ გაქვთ ალბათ მაინც მოითხოვთ
912
07 სექტემბერი 2022 07:43
10
ჯინᲭარაᲫე , ბურჯანაᲫე და ბექაურის იმედზე რომ იქნები რა მოგებას გეგმავ? მიეციᲗ ეს "კსლაᲗბურᲗელები" ნებისმიერ Ძლიერ ნაკრებს და ყველა ᲗამაᲨს გარანტირებულად წააგებენ!
ვიᲗო კალაᲗბურᲗელები
07 სექტემბერი 2022 06:56
2
Lado Natsvlishvili მოგესალმებით ❤️თუკი ჩვენ მონტენეგროს დავამარცხებთ და ბულგარეთი მოუგებს ბელგიას, ოთხივე ნაკრებს ხომ თანაბრად 4-4 ( იგივე 7-7) ქულა დაგვიგროვდება? რა პრიორიტეტით აირჩევა ამ 4 ნაკრებიდან საუკეთესო? ბურთების სხვაობით თუ ურთიერთშეხვედრებით?
ილიავარ...
07 სექტემბერი 2022 00:07
1
ფედერაიაც უკან უნდა გაყვეს ზუროსს მთელი შემადგენლობით.
კარგით რა
07 სექტემბერი 2022 19:31
0
dgevandel sports samtuxarod msoflio totalizatoris mamebi tkvets,ramdens ekneboda dges sakartveloze tanxa dadebuli da gausxa...mokled me mgonia xval belgia mougebs bulgarets,chven kidev montenegros da gavalt jgufidan,magram mere ra unda vknat? faktobrivad ekvsi kalatburteli gvkavs brzolisunariani.
qomagi
07 სექტემბერი 2022 00:03
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული