საქართველოს ნაკრების წევრები მიუნხენისკენ დღეს, 16:00 საათზე გაფრინდნენ, რის გამოც მიუნხენი-რეიკიავიკის რეისს ვერ ჩაუსწრეს და ამ ღამეს
მთლიანობაში საქართველოს ნაკრების ბირთვი რეიკიავიკში 24 საათის დაგვიანებით იქნება, სადაც მათ დახვდებიან გუნდის მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი და მისი ასისტენტი გეორგიოს ლიმნიატისი, მოთამაშეები – გიორგი შერმადინი, თად მაკფადენი, ალექსანდრე ფევაძე და გიორგი კორსანტია, რომლებიც ისლანდიაში იმ ქვეყნებიდან ჩავიდნენ, სადაც თამაშობენ.
საქართველოს ნაკრები თბილისიდან შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა: გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ბერიშვილი, ილია ლონდარიძე, ბექა ბექაური და მწვრთნელი ანატოლი ბოისა.
გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია ნაკრებს მატჩის წინა დღეს, მას შემდეგ შეუერთდება, რაც 9 ნოემბერს ევროლიგაში "მილანის" წინააღმდეგ ითამაშებს.
GBF.GE