საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ხელშესახებად რეალურია. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა რეიკიავიკში ისლანდიის დამარცხებით მუნდიალზე გასასვლელად უდიდესი ნაბიჯი გადადგა, რომელიც უფრო რეალური გახდება, თუკი ორშაბათს, 14 ნოემბერს, იტალიას დავამარცხებთ. აქვე დავაფიქსირებთ, რომ დამარცხების შემთხვევაში შანსები შეგვიმცირდება. საქართველოს ნაკრებს ისტორიულ მიღწევამდე გასასვლელად იტალიის შემდეგ დარჩენილი ორივე მატჩი აქვს მოსაგები – ჰოლანდიასა და თბილისში ისლანდიასთან. თუმცა ისლანდიაში მოგებით დამუხტული ქართველები ისე არიან შემართულნი, რომ იტალიის დამარცხებით შანსების კიდევ უფრო გაზრდას გეგმავენ.
საამისოდ ჩვენს ნაკრებს განწყობა აქვს და მონდომება არ
აკლია. თბილისი არენაზე გამართულ ვარჯიშზე ილიას ზუროსმა კალათბურთელები კონკრეტულ, იტალიელთა წინააღმდეგ შემუშავებულ სპეციალურ ტაქტიკურ მონახაზზე ამუშავა და შესაბამისი კომბინაციებიც დაამუშავებინა. ვარჯიშმა მეტად ნაყოფიერად ჩაიარა, რის ბოლოსაც დარბაზში ჟურნალისტები შემოვიდნენ და მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით ჩვენი ნაკრების წევრებს კომენტარები ჩამოართვეს.
შემადგენლობა უცვლელია: საქართველოს ნაკრები იტალიას იმ 12 კალათბურთელით დაუპირისპირდება, რომლებითაც 2 დღის წინ ისლანდიას მოუგო. მატჩი თბილისი არენაზე 19:00 საათზე დაიწყება.
საამისოდ ჩვენს ნაკრებს განწყობა აქვს და მონდომება არ
შემადგენლობა უცვლელია: საქართველოს ნაკრები იტალიას იმ 12 კალათბურთელით დაუპირისპირდება, რომლებითაც 2 დღის წინ ისლანდიას მოუგო. მატჩი თბილისი არენაზე 19:00 საათზე დაიწყება.
GBF.GE
ჩემი აზრით ბითაძემ დროზე უნდა შეიცვალოს კლუბი, სადაც სათამაშო პრაქტიკა მეტი ექნება, ან ევროპაში დაბრუნდეს და აქაური ექსტრა კლასის კალათბურთელობა ჯობია ნბა-ში ჩაკარგვას.
სანდროზეც იგივეს ვიტყოდი, ევროლიგის ვარსკვლავობა ჯობია ნბა-ში სათამაშო დროის ლოდინს.
ბურჯანაძე შეუშვით დარბაზში და მთელი დღე სროლებში ივარჯიშოს. მანამ არ გამოუშვათ, სანამ 50 %-იან შედეგს მაინც არ დადებს. ასევე ნაკრების სხვა კანდიდატებს. და ფიზიკაში, სისწრაფესა და გამძლეობაში მოუმატონ.
ნამეტან პრიმიტიულ კალათბურთს თამაშობენ ჩვენი კალათბურთელები, არავითარი კოლექტიური, გუნდური შეთამაშება, ძირითადად ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გავდივართ ფონს. ზუროსი და ჩვენი რამდენიმე ახალგაზრდა მწვრთნელი რამდენიმე თვით ნბა-სი სტაჟირებაზე გავუშვათ. ვთხოვოთ ზაზას დაგვეხმაროს, გოლდენში ან რომელიმე გუნდში სტაჟირება მოგვიგვაროს, რომ მერე ამათ კალათბურთელებს ტაქტიკური აზროვნება, უბურთოდ მოძრაობა და კომბინაციური თამაში ასწავლონ.
ბეჟანიშვილი სადაა? დროა ახალგაზრდებიც ჩავრთოდ ეროვნულ ნაკრებში, იმათ ნაცვლად, მარტო სიაში რომ ირიცხება და ნაკრებისათვის სარგებელი არ მოაქვს