საქართველოს ნაკრებმა დრამატულ მატჩში იტალიასთან სამწუხარო მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები „თბილისი არენაზე“ იტალიასთან 84:85 დამარცხდა.

მეტოქე რიგი წამყვანი კალათბურთელების გარეშე გვეწვია და დანაკლისი მეტადრე წინა ხაზში ჰქონდათ, რისი გამოყენებაც ჩვენს გუნდს მართებდა. თქვა კიდევაც მოწინააღმდეგის მწვრთნელმა პოცეკომ, რომ ქართველებს სიმაღლეში უპირატესობა ექნებოდათ და შერმადინისა და შენგელიას შესაჩერებლად დიდი ტაქტიკური სამუშაოს შესრულება მოუწევდათ.

დებიუტი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, სტუმრები 5:0 დაწინაურდნენ, თუმცა მასპინძლებმა მალევე მოახერხეს წინ გასვლა. იტალიელები დაცვაში კარგად თამაშობდნენ, შენგელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, პერიმეტრიდან ზუსტად ისროდნენ და პირველი მეოთხედი 19:25 წავაგეთ. მეორე
პერიოდში ვიზავიმ სამი ტექნიკური მიიღო, პოცეკო განერვიულდა, ჰალსტუხი მოიძრო, გადააგდო, მანიონის მატჩის დასრულება მოუწია, სანაძემ საჯარიმოები გამოიყენა, შემდეგ სამქულიანიც მიაყოლა, მაგრამ პირველი ტაიმი 40:43 დავთმეთ.

საქართველოს ნაკრები მოწინააღმდეგეს სამწამიანში არ უშვებდა, თუმცა პერიმეტრზე გვჯაბნიდნენ. შენგელია ქულებს ვერ აგროვებდა და მესამე მეოთხედის დასაწყისში 8 ქულით გაგვექცნენ. მერე სანაძისა და ცინცაძის ძალისხმევით და თამაშიდან თორნიკეს მიერ მოპოვებული პირველი ქულებით წინ გავედით, მაგრამ იტალიამ მაინც შეძლო გადამწყვეტი პერიოდის წინ 2 ქულით დაწინაურება.

ისევე, როგორც მთელი შეხვედრა, მესამე მეოთხედიც ძალიან დაძაბული გამოვიდა. ბერიშვილის ორი სამიანით 5 ქულით წინ გავედით. ამას იტალიელთა 4 სამქულიანი და მათი დაწინაურება, ბერიშვილის მორიგი სამიანი მოჰყვა. უკანასკნელ წუთზე პაიოლამ საჯარიმოები ვერ გამოიყენა, ბოლოს შენგელიამ ბურთი ვერ ჩააგდო და სამწუხარო მარცხი განვიცადეთ.

ჩვენი გუნდიდან 15 ქულით ყველაზე შედეგიანი შენგელია იყო, 14-14 ქულა შერმადინმა და სანაძემ ჩააგდეს, 13 - მაკფადენმა, 11-11 - ცინცაძემ და ბერიშვილმა, 4 - ანდრონიკაშვილმა, 2 კი - ბექაურმა. სტუმართაგან 15-15 ქულა სპისუსა და ტესიტორის ანგარიშზეა.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 23 თებერვალს გასვლაზე აუტსაიდერ ნიდერლანდებთან გამართავს, 26 თებერვალს ისლანდიას უმასპინძლებს (რომელიც დღეს უკრაინასთან 72:79 დამარცხდა) და მესამე ადგილით მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის კარგი შანსი აქვს.

მკითხველის კომენტარები / 53 /
არა უშავრს ბიჭებო, იტალიასთან მარცხი სირცხვილი არ არის. თავდადებაც იყო ჟინიც რაც მთავარია. ეს უკვე აღარ იყო ის თამაში რაც ევროპაზე ვნახეთ. წინ კიდევ თამაშებია და იმედია საწადელს მივაღწევთ. წარმატებას გისურვებთ და რწმენას საკუთარ თავში.
G.LA
14 ნოემბერი 2022 21:35
1
მაკფადენზე უფრო თოკომ წააგო, მარა საყვედური მაინც არავისზე ითქმის.
geos
15 ნოემბერი 2022 00:24
1
კი მაკფადენმა ბოლო წუთევბი ჩააგდო მაგრამ ბერიშვილის გარდა რომელმა არ ჩააგდო? და ბოლო წამებზე მაკფადენმა შეგვინარჩუნა შანსი ორი კაცი თავისზე გადმოიყვანა და ცარიელ შენგელიას მიცა და შენგელიამ კი უბრალოდ ვერ ისროლა. არადა დრო ქონდა(( ასე რომ წაგება შენგელიას ბრალია და მთელი გუნდის და მწვრთნელი კი მგონი საერთოდ არ გვყავს. ესროლა მაინც და ვერ ჩაეგდო ჯობდა ასე სულელურად დრიბლინგის დაწყებას და ვერ მოსწრებას სულელურად.
Martali
15 ნოემბერი 2022 00:19
5
მე ამ თამაშს ვერ ვუყურე. მაგის ნერვები სადღა მაქვს! მაგრამ სტატისტიკიდან გამომდინარე თორნიკე შენგელიას ჩაუვარდა ეს თამაში, ვერ არის ალბათ ჯერ ჩვეულ ფორმაში. ბოლო ტყორცნაც მას გაუფუჭებია და რა ვიცი, მაკფადიენიო ყველა წერთ, თორნიკე ვერ გაიმეტეთ ხომ?! ადრეც გვიჭირდა შორიდან ტყორცნებში, ამის გამო კაპუსტინი გვყავდა დინამოში მოწვეული!
aburjga
14 ნოემბერი 2022 21:49
3
მაგარი იყო კაპუსტინიც და ტიუბინიც …მაგრამ რასაც დარსაძე ყრიდა სამიანებს რავი აბაა !!! რა გინდათ კალათბურთს 5 კაცი კი თამაშობს მაგრამ გუნდში უნდა იყოს მითუმეტეს ნაკრებში 12დან 9-10 ძლიერი კალათბურთელი ჩვენ კი ხან 2 ნახევარი გვყავს ხან 3 ნახევარი …და კიდევ მაგრად ვეთამაშეთ იტალიას …უბრალოდ ერთი რამ ვერ გამიგია ( კი ბატონო ყველას თავისი ცხოვრება და კარიერა აქვს მაგრაამ…) დღეს 7-8 კალათბურთელზე წავიკითხე რომლებიც ამერიკის რაღაც სკოლებში თუ ტექნიკუმებში თამაშობენ …შე დალოცვილო თუ კი კალათბურთელი ხარ რა გინდათ მაქ არც ქვეყანას ადგებით და დასდევთ სტუდენტებს რა იყო ცოტა გუნდებია ევროპაში თუ რა ხდება ბითაძემაც ტყუილად წავიდა მგონი იმ ნბა-ში 5-6 წუთის იქ თამაშს აქ სადმე კარგ გუნდში გაიჩითებოდა უკვე ….!!!
ეხაა
14 ნოემბერი 2022 23:23
0
დრო აღარ იყო იმ დროს მიცა უკვე მაკფადენმა ბურთი
სოსო
14 ნოემბერი 2022 22:32
0
არ ჩამქოლოთ, ჩემი აზრით ეს თამაში მაკფადენმა წაგვაგებინა ტველა საკვანძო სროლა გააცუდა და ბურთი მივიღეთ კალათში... და ზოგადად ვერ არის თავის წინამორბედის დონის არათუ უკეთესი, უკვე დიდი ხანია დროა მადლობა გადავუხადოთ გაწეული სამსახურისთვის.
რუსთავი
14 ნოემბერი 2022 21:09
5
სულელური ჯარიმები კალათბურთის ანა ბანას უციდინრობაზე მეტყველებს.
f
15 ნოემბერი 2022 01:00
0
შენგელია 5 დაკარგვა!!! მაკფადენი 4 დაკარგვა!!! მთელი გუნდის დაკარგვების ნახევარზე მეტი ამ ორ კალათბურთელზე მოდის. მაკფადენის შედეგიანობა საერთოდ 5/14 იყო, სამქულიანები 2/10!!!!!. არც ერთს არ ეკუთვნოდა 25 წუთზე მეტი, მაგრამ ვინ უნდა ათამაშო?
დათო
14 ნოემბერი 2022 23:34
0
პირველ რიგში მადლობა ბიჭებს ბოლომდე ბრძოლისთვის.... მეორე ის რომ სასწრაფოდ გასაშვებია მაკფადენი და მაგაზე მაღალი კლასის მოთამაშეა მოსაყვანი...ასევე ზუროსიც გასაშვებია დისციპლინა ნოლია ყველა ისე თამაშობს როგორ ხასიათზეც არის... ამდენი უაზრო ჯარიმები და ბურთის დაკარგვები რო არა დღეს თამაშს მოვიგებდით!!!!
რონი
14 ნოემბერი 2022 23:59
3
ბიჭებმა იბრძოლეს რაც შეეძლოთ და სამწუხაროა რომ ისევ დავმარცხდით, წაგების მიზეზი ისევ და ისევ მეტოქის უპირატესობა სამიანებში, ევრობასკეტშიც ყველა თამაში სამიანების გამო წავაგეთ, ეს კომპონენტი გვაქვს გამოსასწორებელი და უკეთ წავა საქმე
Nukri
14 ნოემბერი 2022 21:40
2
არ ვიცი მეგობრებო კალათბურთში დიდად ვერ ვერკვევი და შეიძლებ ვცდები მაგრამ ადამიანი ვარ თვალები მაქვს და ვუყურებდი თამაშს ასე თუ ისე წესები ვიცი და მინდა ვთქვა ტედ მაკფადენის……….იმენნა მაგას ვაბრალებ ამ წაგებას!!!!!!!სამჯერ ზედიზედ შეტევაში ბურთი დაკარგა უბრალოდ ხელიდან გაუვარდა როდესაც ანგარიში იყო გადამწყვეტ მონაკვეთში!!ზედიზედ ოთხჯერ 3 ქულიანი ვერ ჩააგდო და წავაგებთ აბა რას ვიზამთ!მაკფადენზე უარესი შავკანიანი კალათბურთელი ჩვენს ნაკრებს ჯერ არ ყოლია არასოდეს.დღევანდელი მარცხი მის ნამუსზეა
ლუკინო
14 ნოემბერი 2022 21:27
11
მწვრთნელმა უნდა ათამაშოს გუნდი, 90% თავისით კი არ უნდა თამაშობდნენ! რისი მომტანია ზუროსის ემოციურიბა და ზედ კიდევ ბოისას ვითომ პროფესიული ჟესტიკულაცია?!;( კომბინაციურად ერთხელ ასროლინეს ბერიშვილს, დანარჩენად თვითონ გააკეთა! ამდენ სამიანს გუნდი რომ ჩაგიგდებს ე.ი. მწვრთნელი დაცვას ვერ ათამაშებს, რა არის ამაში გაუგებარი?! ძალიან მინდა მსოფლიოზე რომ გავიდეთ, მაგრამ ევროს შედეგზე უარესი იქნება და აზრი რა აქვს? ის რომ სანიკიძე და ზუროსი ჩინ-მენდლებს დაიკიდებენ?! ამოვიდა ყელში ამდენი დაბალი დონის სპეციალისტის ბოგინი (ამ სიაში მაისაშვილი პირველია და მერე ზუროსი)
პაატა
14 ნოემბერი 2022 23:17
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული