საქართველოს ნაკრებმა დრამატულ მატჩში იტალიასთან სამწუხარო მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები „თბილისი არენაზე“ იტალიასთან 84:85 დამარცხდა.

მეტოქე რიგი წამყვანი კალათბურთელების გარეშე გვეწვია და დანაკლისი მეტადრე წინა ხაზში ჰქონდათ, რისი გამოყენებაც ჩვენს გუნდს მართებდა. თქვა კიდევაც მოწინააღმდეგის მწვრთნელმა პოცეკომ, რომ ქართველებს სიმაღლეში უპირატესობა ექნებოდათ და შერმადინისა და შენგელიას შესაჩერებლად დიდი ტაქტიკური სამუშაოს შესრულება მოუწევდათ.

დებიუტი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, სტუმრები 5:0 დაწინაურდნენ, თუმცა მასპინძლებმა მალევე მოახერხეს წინ გასვლა. იტალიელები დაცვაში კარგად თამაშობდნენ, შენგელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, პერიმეტრიდან ზუსტად ისროდნენ და პირველი მეოთხედი 19:25 წავაგეთ. მეორე
პერიოდში ვიზავიმ სამი ტექნიკური მიიღო, პოცეკო განერვიულდა, ჰალსტუხი მოიძრო, გადააგდო, მანიონის მატჩის დასრულება მოუწია, სანაძემ საჯარიმოები გამოიყენა, შემდეგ სამქულიანიც მიაყოლა, მაგრამ პირველი ტაიმი 40:43 დავთმეთ.

საქართველოს ნაკრები მოწინააღმდეგეს სამწამიანში არ უშვებდა, თუმცა პერიმეტრზე გვჯაბნიდნენ. შენგელია ქულებს ვერ აგროვებდა და მესამე მეოთხედის დასაწყისში 8 ქულით გაგვექცნენ. მერე სანაძისა და ცინცაძის ძალისხმევით და თამაშიდან თორნიკეს მიერ მოპოვებული პირველი ქულებით წინ გავედით, მაგრამ იტალიამ მაინც შეძლო გადამწყვეტი პერიოდის წინ 2 ქულით დაწინაურება.

ისევე, როგორც მთელი შეხვედრა, მესამე მეოთხედიც ძალიან დაძაბული გამოვიდა. ბერიშვილის ორი სამიანით 5 ქულით წინ გავედით. ამას იტალიელთა 4 სამქულიანი და მათი დაწინაურება, ბერიშვილის მორიგი სამიანი მოჰყვა. უკანასკნელ წუთზე პაიოლამ საჯარიმოები ვერ გამოიყენა, ბოლოს შენგელიამ ბურთი ვერ ჩააგდო და სამწუხარო მარცხი განვიცადეთ.

ჩვენი გუნდიდან 15 ქულით ყველაზე შედეგიანი შენგელია იყო, 14-14 ქულა შერმადინმა და სანაძემ ჩააგდეს, 13 - მაკფადენმა, 11-11 - ცინცაძემ და ბერიშვილმა, 4 - ანდრონიკაშვილმა, 2 კი - ბექაურმა. სტუმართაგან 15-15 ქულა სპისუსა და ტესიტორის ანგარიშზეა.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 23 თებერვალს გასვლაზე აუტსაიდერ ნიდერლანდებთან გამართავს, 26 თებერვალს ისლანდიას უმასპინძლებს (რომელიც დღეს უკრაინასთან 72:79 დამარცხდა) და მესამე ადგილით მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის კარგი შანსი აქვს.

მკითხველის კომენტარები / 53 /
ჯერ ერთი რა მოტივით უნდა მოგვეგო ,რა ჩვენ უფრო მაღალი დონის ლიგა გვაქვს და ვარსკვლავები თამაშობენ,ან ბებრებით გვინდოდა მოგება ხომ შეხედეთ ცხენებივით დარბოდნენ 12 კაცი თითქმის ყველა ერთი დონის...ჩვენ შენგელია და შერმადინი სხვა ვინ სანაძე კიდო ასაკიანები ამით გვინდა მოგება....სკამი ნული აბსოლუტურად.
ზუროსი რატო გვყვავს და მაკფადენი.
მოქალაქე
15 ნოემბერი 2022 06:03
1
მიდი ტოკო, გენატსვალე
Fan01
15 ნოემბერი 2022 17:49
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული