საქართველოს ნაკრებმა დრამატულ მატჩში იტალიასთან სამწუხარო მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები „თბილისი არენაზე“ იტალიასთან 84:85 დამარცხდა.

მეტოქე რიგი წამყვანი კალათბურთელების გარეშე გვეწვია და დანაკლისი მეტადრე წინა ხაზში ჰქონდათ, რისი გამოყენებაც ჩვენს გუნდს მართებდა. თქვა კიდევაც მოწინააღმდეგის მწვრთნელმა პოცეკომ, რომ ქართველებს სიმაღლეში უპირატესობა ექნებოდათ და შერმადინისა და შენგელიას შესაჩერებლად დიდი ტაქტიკური სამუშაოს შესრულება მოუწევდათ.

დებიუტი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, სტუმრები 5:0 დაწინაურდნენ, თუმცა მასპინძლებმა მალევე მოახერხეს წინ გასვლა. იტალიელები დაცვაში კარგად თამაშობდნენ, შენგელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, პერიმეტრიდან ზუსტად ისროდნენ და პირველი მეოთხედი 19:25 წავაგეთ. მეორე
პერიოდში ვიზავიმ სამი ტექნიკური მიიღო, პოცეკო განერვიულდა, ჰალსტუხი მოიძრო, გადააგდო, მანიონის მატჩის დასრულება მოუწია, სანაძემ საჯარიმოები გამოიყენა, შემდეგ სამქულიანიც მიაყოლა, მაგრამ პირველი ტაიმი 40:43 დავთმეთ.

საქართველოს ნაკრები მოწინააღმდეგეს სამწამიანში არ უშვებდა, თუმცა პერიმეტრზე გვჯაბნიდნენ. შენგელია ქულებს ვერ აგროვებდა და მესამე მეოთხედის დასაწყისში 8 ქულით გაგვექცნენ. მერე სანაძისა და ცინცაძის ძალისხმევით და თამაშიდან თორნიკეს მიერ მოპოვებული პირველი ქულებით წინ გავედით, მაგრამ იტალიამ მაინც შეძლო გადამწყვეტი პერიოდის წინ 2 ქულით დაწინაურება.

ისევე, როგორც მთელი შეხვედრა, მესამე მეოთხედიც ძალიან დაძაბული გამოვიდა. ბერიშვილის ორი სამიანით 5 ქულით წინ გავედით. ამას იტალიელთა 4 სამქულიანი და მათი დაწინაურება, ბერიშვილის მორიგი სამიანი მოჰყვა. უკანასკნელ წუთზე პაიოლამ საჯარიმოები ვერ გამოიყენა, ბოლოს შენგელიამ ბურთი ვერ ჩააგდო და სამწუხარო მარცხი განვიცადეთ.

ჩვენი გუნდიდან 15 ქულით ყველაზე შედეგიანი შენგელია იყო, 14-14 ქულა შერმადინმა და სანაძემ ჩააგდეს, 13 - მაკფადენმა, 11-11 - ცინცაძემ და ბერიშვილმა, 4 - ანდრონიკაშვილმა, 2 კი - ბექაურმა. სტუმართაგან 15-15 ქულა სპისუსა და ტესიტორის ანგარიშზეა.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 23 თებერვალს გასვლაზე აუტსაიდერ ნიდერლანდებთან გამართავს, 26 თებერვალს ისლანდიას უმასპინძლებს (რომელიც დღეს უკრაინასთან 72:79 დამარცხდა) და მესამე ადგილით მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის კარგი შანსი აქვს.

მკითხველის კომენტარები / 53 /
დღევანდელი თამაშით ვინც აფასებთ ტადს,ისტორიაში ყველაზე სუსტი ლეგიონერიაო ,საქართველოს მონაწილეობის გარდა კალათბურთისთვის ცხოვრებაში გიყურებიათ? მაკფადენს კი არა ,რასელ ვესტბრუკს და ენტონი დევის არ მისდით თვეობით თამაშები და იქით ირვინგს,მაგრამ ეგ არაფერს ნიშნავს ,კალათბურთი ეგეთი სპორტია თუ არ წაგივიდა თამაში შეიძლება ერთი მეტრიდანაც ამოგივარდეს კალათიდან ბურთი. სერბეთში ზედიზედ 5 სამქულიანი რომ ჩააგდო ბოლო წუთებში მაშინ ხომ იყო საუკეთესო? არავინ დაობს დღეს რომ მაკფადენმა წააგო თამაში,მაგრამ კლავიატურა ცოტა გააჩერეთ,ნუ გადაუარეთ! ზუროსი ხომ იქნებოდა ისევ გმირი,დღეს რომ მოიგო? ზოგიერთი ქომაგი არა,მაგრამ ბაზრის გამყიდველი ხართ და გამოიყენეთ ეს ნიჭი სხვაგან !!!
დავითი
14 ნოემბერი 2022 23:43
11
ნეტა უაზროდ არ უზრდელობდე ))
ვვვ
15 ნოემბერი 2022 09:36
0
ბატონო დავით! იქნებ განვლილი ევროპის ჩემპიონატის მოკლე შეფასებაც გაგეკეთებინათ. “უბრალო მაყურებელი” არაფრის აზრზე არ ვყოფილვართ თურმე.
ბაზრის გამყიდველი მაყურებელი არ არის , თუ ამ ნიშნით კალათბურთი არ უნდა ესმოდეს?! კი, რომ მოგვეგო, ყველანი ძალიან ბედნიერი ვიქნებოდით, მაგრამ წაგების ობიექტური მიზეზებზე აღარ უნდა ვილაპარაკოთ?! ქართული სპორტი ყველასია და არა ვიქტორის, ლევანის და კახასი! საწყენია!
გიორგი
15 ნოემბერი 2022 01:57
4
შენგელია 5 დაკარგვა!!! მაკფადენი 4 დაკარგვა!!! მთელი გუნდის დაკარგვების ნახევარზე მეტი ამ ორ კალათბურთელზე მოდის. მაკფადენის შედეგიანობა საერთოდ 5/14 იყო, სამქულიანები 2/10!!!!!. არც ერთს არ ეკუთვნოდა 25 წუთზე მეტი, მაგრამ ვინ უნდა ათამაშო?
დათო
14 ნოემბერი 2022 23:34
0
ასეთ საჩუქარს რომ მიიღებ და 6 წამში სროლაზე ვერ გახვალ, დანარჩენი რაზე უნდა ისაუბრო?! ზუროსი წლების წინ იყო გასაშვები, მაგრამ რაღაც ვალი გვაქვს ეტყობა.
???
14 ნოემბერი 2022 23:33
1
მაკფადენმა წააგო ეს თამაში ამის დასტურად ბევრი არგუმენტი არსებობს
geo
14 ნოემბერი 2022 23:20
8
სამწამიანში რომ ბურთი თავზე დაგვახიეს, ეგეც მაკძადენის ბრალია? სირცხვილია ბოლობოლო საკუთარ ფარზე რომ ვერ ხსნი ბურთს და ამას გამთამაშებელს აბრალებ
ბს
15 ნოემბერი 2022 13:08
0
მწვრთნელმა უნდა ათამაშოს გუნდი, 90% თავისით კი არ უნდა თამაშობდნენ! რისი მომტანია ზუროსის ემოციურიბა და ზედ კიდევ ბოისას ვითომ პროფესიული ჟესტიკულაცია?!;( კომბინაციურად ერთხელ ასროლინეს ბერიშვილს, დანარჩენად თვითონ გააკეთა! ამდენ სამიანს გუნდი რომ ჩაგიგდებს ე.ი. მწვრთნელი დაცვას ვერ ათამაშებს, რა არის ამაში გაუგებარი?! ძალიან მინდა მსოფლიოზე რომ გავიდეთ, მაგრამ ევროს შედეგზე უარესი იქნება და აზრი რა აქვს? ის რომ სანიკიძე და ზუროსი ჩინ-მენდლებს დაიკიდებენ?! ამოვიდა ყელში ამდენი დაბალი დონის სპეციალისტის ბოგინი (ამ სიაში მაისაშვილი პირველია და მერე ზუროსი)
პაატა
14 ნოემბერი 2022 23:17
10
მაგარი თამაში იყო ძალიან.მადლობა უნდა გადავუხადოთ ბიჭებს.ერთი ხელის გაწვდენაზეა მსოფლო ჩემპიონატის საგზური,ერთი ხელის გაწვდენაზე,ასეთი შანსის გამოუყენებლობა არაფრით არ შეიძლება.მთელმა ქვეყანამ,მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს რომ ეს ისტორიული შანსი გამოიყენოს ნაკრებმა.ასეთი შანსი შეიძლება კიდეც 10 წელი არ გვქონდეს.შენგელიამ როგორმე ჯანმრთელად უნდა მიაღწიოს თებერვლამდე და რამენაირად გათავისუფლდეს იმ ორი თამაშისთვის კლუბიდან.ეს ისტორიული შანსია...
master
14 ნოემბერი 2022 22:57
3
ოდნავ ჩახედულისთვის მგონია ყველაფერი გასაგებია, კი მწირია რესურსი და რაც გვაქვს იმასაც ვერ ვიყენებთ, ვისი ბრალია ან სისუსტეა ეს? ზუროსის და ლეგიონერის, გავაქართველეთ ეტყობა თედი, არასტაბილურია... არაპროფესინალურია როცა არ მიგდის თამაში და ჯიუტად იღებ საკუთარ თავზე, რას აკეთებს ამ დროს ზუროსი? ..პრეტენზიები სხვა კალათბურთელებსაც ეკუთვნით პროგრესის უქონლობის გამო. რა გვინდა ამ დონით მსოფლიოზე ?, ჩავაგდეთ ევროპა და განალიზდა ეს ფედერაციისგან. მარტო გულანთებულობით თამაშებს ვერ მოიგებ....კიდევ დამტკიცდა ბაგაცკისის რეპლიკის საფუძლიანობა...
გუსანი
14 ნოემბერი 2022 22:51
5
Makfadens ashkarad regresi aqvs wina tamashis merec davwere,tokom pirveli taimi chaagdo mere araushavda, berishvils wauvida srola da gadamwkvet momentshi mainc makfadeni isroda ver gavige raa...da kidev bevrjer vkargavt uazrot burts da gasaxdelidan nasrolic vardeba chvens kalatshi ukve meramdeneed...
Givi
14 ნოემბერი 2022 22:30
1
თამაში წავაგეთ მაკფადენის გამო, ფორმაში არარის და თამაში ჩააგდო. ზუროსი კი უმექმედო იყო!.როგორ უნდა შევაქო კალათბურთელი კალათში 2-3 ბურთის ჩაგდების გამო, მაგრამ ბერიშვილმა გამაკვირვა... ნაწყენი ვარ რატის გამო, ადრეც ვწერდი ხასიათი უნდა გამოასწოროს, ხშირად ეგოისტურად და გაუმართლებლად მოქმედებს. მე მეჩვენება??! მაგრამ ზუროსი ტაქტიკურად ვეღარ ზრდის ნაკრებს, სროლაში კოჭლობა ერთია და ტაქტიკაში ხშირად ვისვრით, აბა როგორ უნდა შეფასდეს ბოლო წუთი და განსაკუთრებით ბოლო 6 წამი?...გულსატკენია, ჩაგდებული ევროპა... ამ დონით მსოფლიოზე რამე გვესაქმება? რესურსი მწირია და რაც გვაქვს იმასაც ვერ ვიყენებთ, განახევრებულ იტალიასთან შანსი ვერ გამოვიყენეთ, ხალხიც პასიურობს... ფედერაციამ ახსნა განმარტება არც ევროპაზე გააკეთა, მერე დაგვიანდება... ზუროსმა ამოწურა დიდი ხანია რესურსი...
გუსანი
14 ნოემბერი 2022 22:27
2
კალათბურთზე პოპულარული რანაირადაა რაგბი ვერ ამაომიხსნია. საოცარი თამაში იყო
Semi
14 ნოემბერი 2022 22:08
11
ნამდვილად საოცარი თამაში იყო, მაგრამ რაგბი რა შუაშია?
ჯაბა
14 ნოემბერი 2022 23:07
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული