საქართველოს ნაკრებმა დრამატულ მატჩში იტალიასთან სამწუხარო მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები „თბილისი არენაზე“ იტალიასთან 84:85 დამარცხდა.

მეტოქე რიგი წამყვანი კალათბურთელების გარეშე გვეწვია და დანაკლისი მეტადრე წინა ხაზში ჰქონდათ, რისი გამოყენებაც ჩვენს გუნდს მართებდა. თქვა კიდევაც მოწინააღმდეგის მწვრთნელმა პოცეკომ, რომ ქართველებს სიმაღლეში უპირატესობა ექნებოდათ და შერმადინისა და შენგელიას შესაჩერებლად დიდი ტაქტიკური სამუშაოს შესრულება მოუწევდათ.

დებიუტი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, სტუმრები 5:0 დაწინაურდნენ, თუმცა მასპინძლებმა მალევე მოახერხეს წინ გასვლა. იტალიელები დაცვაში კარგად თამაშობდნენ, შენგელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, პერიმეტრიდან ზუსტად ისროდნენ და პირველი მეოთხედი 19:25 წავაგეთ. მეორე
პერიოდში ვიზავიმ სამი ტექნიკური მიიღო, პოცეკო განერვიულდა, ჰალსტუხი მოიძრო, გადააგდო, მანიონის მატჩის დასრულება მოუწია, სანაძემ საჯარიმოები გამოიყენა, შემდეგ სამქულიანიც მიაყოლა, მაგრამ პირველი ტაიმი 40:43 დავთმეთ.

საქართველოს ნაკრები მოწინააღმდეგეს სამწამიანში არ უშვებდა, თუმცა პერიმეტრზე გვჯაბნიდნენ. შენგელია ქულებს ვერ აგროვებდა და მესამე მეოთხედის დასაწყისში 8 ქულით გაგვექცნენ. მერე სანაძისა და ცინცაძის ძალისხმევით და თამაშიდან თორნიკეს მიერ მოპოვებული პირველი ქულებით წინ გავედით, მაგრამ იტალიამ მაინც შეძლო გადამწყვეტი პერიოდის წინ 2 ქულით დაწინაურება.

ისევე, როგორც მთელი შეხვედრა, მესამე მეოთხედიც ძალიან დაძაბული გამოვიდა. ბერიშვილის ორი სამიანით 5 ქულით წინ გავედით. ამას იტალიელთა 4 სამქულიანი და მათი დაწინაურება, ბერიშვილის მორიგი სამიანი მოჰყვა. უკანასკნელ წუთზე პაიოლამ საჯარიმოები ვერ გამოიყენა, ბოლოს შენგელიამ ბურთი ვერ ჩააგდო და სამწუხარო მარცხი განვიცადეთ.

ჩვენი გუნდიდან 15 ქულით ყველაზე შედეგიანი შენგელია იყო, 14-14 ქულა შერმადინმა და სანაძემ ჩააგდეს, 13 - მაკფადენმა, 11-11 - ცინცაძემ და ბერიშვილმა, 4 - ანდრონიკაშვილმა, 2 კი - ბექაურმა. სტუმართაგან 15-15 ქულა სპისუსა და ტესიტორის ანგარიშზეა.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 23 თებერვალს გასვლაზე აუტსაიდერ ნიდერლანდებთან გამართავს, 26 თებერვალს ისლანდიას უმასპინძლებს (რომელიც დღეს უკრაინასთან 72:79 დამარცხდა) და მესამე ადგილით მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის კარგი შანსი აქვს.

მკითხველის კომენტარები / 53 /
ეს მაკფადენი ზედებულით ხომ არ გვაწერია, რომ ვერ იშორებთ? რა დამსახურებისათვის გვყავს აყვანილი გუნდში? გამთამაშებლის უშუალო მოვალეობაა სამიანებს ისროდეს კარგად, მაგან მარტო მეოთხე ნახევარში ისროლა ხუთჯერ და ყველა ააცილა. რომ არ მისდის სროლა უთხრას მწვრთნელმა, რომ აღარ ესროლოს სამიანი და სხვას მისცეს ბურთი. მადლობა ბიჭებს ძალიან მოინდომეს და კინაღამ ნავსი გატეხეს.
ჟორა გაბრიჭიძე
14 ნოემბერი 2022 22:06
7
მაკდაფენი უნა გავუშვათ
მაკდაფენი უნა გავუშვათ
14 ნოემბერი 2022 21:53
12
ეხლა დიდი ექპერტი არ ვარ ,მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე.ხედავ რომ სამქულიანებს თითქმის ყველას აგებენ და დაახლოებით ერთ მეტრში უდგანან ან საერთოდ არ უდგანან მსროლელს.ხომ შეიძლება უფრო ახლოს ეთამაშო,აი ფეხბურთში რომაა გამოთქმა,ფეხზე დააჯექიო,იმ პონტში.არ ვიცი რა,ისეთავისუფლად ესროდნენ რო რავიცი.მერე შეტევაში ამდენი ბურთის დაკარგვა....ვინ ფანატიკოსი ამდენს.კი იბრძოლოს, მაგრამ ძალი ან ბევრი, ასე ვთქვათ ბრაკი აქვთ.არ შემიძლია არ გამოვყო ბერიაშვილი.რა საჭირო დროს აგდებდა სამქულიანებს.დაჟე თამაში რომ მორჩა,იტალიელთა მწვრთნელი რაღაცას ეუბნებოდა,ეტყობოდა კომპლიმენტის პონტში.წარმატებები ბიჭებს,მაგრამ ამდენი შეცდომებით ძნელია მოგება.
კახა ქ.
14 ნოემბერი 2022 21:52
2
მე ამ თამაშს ვერ ვუყურე. მაგის ნერვები სადღა მაქვს! მაგრამ სტატისტიკიდან გამომდინარე თორნიკე შენგელიას ჩაუვარდა ეს თამაში, ვერ არის ალბათ ჯერ ჩვეულ ფორმაში. ბოლო ტყორცნაც მას გაუფუჭებია და რა ვიცი, მაკფადიენიო ყველა წერთ, თორნიკე ვერ გაიმეტეთ ხომ?! ადრეც გვიჭირდა შორიდან ტყორცნებში, ამის გამო კაპუსტინი გვყავდა დინამოში მოწვეული!
aburjga
14 ნოემბერი 2022 21:49
3
მაგარი იყო კაპუსტინიც და ტიუბინიც …მაგრამ რასაც დარსაძე ყრიდა სამიანებს რავი აბაა !!! რა გინდათ კალათბურთს 5 კაცი კი თამაშობს მაგრამ გუნდში უნდა იყოს მითუმეტეს ნაკრებში 12დან 9-10 ძლიერი კალათბურთელი ჩვენ კი ხან 2 ნახევარი გვყავს ხან 3 ნახევარი …და კიდევ მაგრად ვეთამაშეთ იტალიას …უბრალოდ ერთი რამ ვერ გამიგია ( კი ბატონო ყველას თავისი ცხოვრება და კარიერა აქვს მაგრაამ…) დღეს 7-8 კალათბურთელზე წავიკითხე რომლებიც ამერიკის რაღაც სკოლებში თუ ტექნიკუმებში თამაშობენ …შე დალოცვილო თუ კი კალათბურთელი ხარ რა გინდათ მაქ არც ქვეყანას ადგებით და დასდევთ სტუდენტებს რა იყო ცოტა გუნდებია ევროპაში თუ რა ხდება ბითაძემაც ტყუილად წავიდა მგონი იმ ნბა-ში 5-6 წუთის იქ თამაშს აქ სადმე კარგ გუნდში გაიჩითებოდა უკვე ….!!!
ეხაა
14 ნოემბერი 2022 23:23
0
დრო აღარ იყო იმ დროს მიცა უკვე მაკფადენმა ბურთი
სოსო
14 ნოემბერი 2022 22:32
0
მაკფადენი გასაგდებია , მაგან წააგო ბოლოს რაც ისროლა ყველა გააფუჭა, თუ არადა სანამ გააფუჭებდა მანამდე ჩააბარა ბურთი უაზროდ, ბოლოს კი დააგვირგვინა -- რაღაც სასწაულად მოცემულ შანსში 6 წამიან მონაკვეთში ბურთი ათრია და ისეთ დროს მიაწოდა თოკოს აზრი რომ აღარ ჰქონდა ! ვინ გამოიძიება თუ არა და გაყიდულ თამაშს თამაშობდა ნაღდი
ვახსიმონტო
14 ნოემბერი 2022 21:48
10
ჰოლადიაში მოგება და მერე ისლანდია უნდა გავანადგუროდ მოთამაშეებმა და დარბაზმა მაგარი აურა იყო არადა რა კარგი დასასრული გამოდიოდა
Soso
14 ნოემბერი 2022 21:47
1
ასეთი არაფერი მინახავს, რა კი ბატონო ბოლო სროლა ვის არ გაუფუჭებია, მარა ამხელა გამოცდილების კაცმა რაც შენგელიას აქ საერთოდ ვერ ისროლო? სივრცე ქონდა და ყველაფერი, ასეთი არაფერი გამიგია რა, აგერ ნახავთ თუ გავალთ მსოფლიოზე მაგრა დავისჯებით ამ შანსის განიავებისთვის.
რრრ
14 ნოემბერი 2022 21:41
16
ბიჭებმა იბრძოლეს რაც შეეძლოთ და სამწუხაროა რომ ისევ დავმარცხდით, წაგების მიზეზი ისევ და ისევ მეტოქის უპირატესობა სამიანებში, ევრობასკეტშიც ყველა თამაში სამიანების გამო წავაგეთ, ეს კომპონენტი გვაქვს გამოსასწორებელი და უკეთ წავა საქმე
Nukri
14 ნოემბერი 2022 21:40
2
არა უშავრს ბიჭებო, იტალიასთან მარცხი სირცხვილი არ არის. თავდადებაც იყო ჟინიც რაც მთავარია. ეს უკვე აღარ იყო ის თამაში რაც ევროპაზე ვნახეთ. წინ კიდევ თამაშებია და იმედია საწადელს მივაღწევთ. წარმატებას გისურვებთ და რწმენას საკუთარ თავში.
G.LA
14 ნოემბერი 2022 21:35
1
არ ვიცი მეგობრებო კალათბურთში დიდად ვერ ვერკვევი და შეიძლებ ვცდები მაგრამ ადამიანი ვარ თვალები მაქვს და ვუყურებდი თამაშს ასე თუ ისე წესები ვიცი და მინდა ვთქვა ტედ მაკფადენის……….იმენნა მაგას ვაბრალებ ამ წაგებას!!!!!!!სამჯერ ზედიზედ შეტევაში ბურთი დაკარგა უბრალოდ ხელიდან გაუვარდა როდესაც ანგარიში იყო გადამწყვეტ მონაკვეთში!!ზედიზედ ოთხჯერ 3 ქულიანი ვერ ჩააგდო და წავაგებთ აბა რას ვიზამთ!მაკფადენზე უარესი შავკანიანი კალათბურთელი ჩვენს ნაკრებს ჯერ არ ყოლია არასოდეს.დღევანდელი მარცხი მის ნამუსზეა
ლუკინო
14 ნოემბერი 2022 21:27
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული