თორნიკე შენგელია: ახლა ძნელია ლაპარაკი, მაგრამ ყველაფერი ჩვენს ხელშია

AutoSharing Option
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე იტალიასთან 84:85 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ გააკეთა:

"ასეთი წაგების შემდეგ ლაპარაკი და ანალიზი ძნელია. მოწინააღმდეგეს ორქულიანებზე უფრო სამქულიანების სროლის უფლება მივეცით, დაცვაში ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც სამწვრთნელო შტაბმა დაგვავალა. ბურთი ბევრჯერ დავკარგეთ, მათ შორის, პირველ რიგში, მე. მეორე ტაიმი პირველზე უკეთ ჩავატარეთ, ვიბრძოლეთ, მაგრამ ყველამ ნახა, ბოლოს რაც მოხდა. პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.

ამით არაფერი დასრულებულა, მიუხედავად წაგებისა, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ჩვენს ხელშია. მომავალ მატჩებში მიზნის მიღწევა შეგვიძლია".

ძნელია ასეთი წაგების შემდეგ ისაუბრო და ანალიზი გააკეთოს. დაცვაში ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც სამწვრთნელო შტაბმა გვითხრა, მეტოქეს ორქულიანზე მეტი სამქულიანის სროლის საშუალება მივეცით. ბურთიც ძალიან ბევრჯერ დავკარგეთ, პირველ რიგში კი - მე. მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე პირველ ტაიმში.

ვიბრძოლეთ, მაგრამ ბოლოს რაც მოხდა, ყველამ ნახა და ამაზე მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მიუხედავად წაგებისა, მაინც მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის საკითხი ისევ ჩვენს ხელშია და მომდევნო მატჩებში მიზნის მიღწევა შეგვიძლია, ჯერ არაფერი დასრულებულა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თორნიკე ძნელი ეგ კი არ არის და რთული კარგი ადამიანი ხარ ,მაგრამ უფრო რთული და ძნელი ის არის რომ თუ წაიკითხავ მიხვდები ---უფრო დიდი პრობლემა ბავშვების გაზრდაშია აკადემიაში 206სმ სიმაღლის ბავშვზე რომ გეტყვიან რატო უნდა ვავარჯიშოთო--- ხომ აი პრობლემა სად არის...პრობლემა რომ წააგეთ ის კი არ არის მაინც შეჩვეული ვართ,მაგრამ ვის ზრდით აი ეს არის ყველაზე მეტად საინტერესო...ამაზე ისაუბრა რომ შემცვლელი გყავდეს და უფრო ძლიერები რომ საქართველოს ნაკრებმა იზეიმოს...ახლა ზის სახლში 206სმ სიმაღლის ბავშვი უპატრონობის გამო...რომელი გყავთ ამ სიმაღლის ბავშვები ასაკობრივებში არც ერთი ხო...ამიტომ ამაზე ისაუბრე და არა იტალიასთან რომ წააგეთ.დონით მაღლა დგას და რატო უნდა მოგეგოთ.იტალიასთან მარცხისთვის არავინ გაგაკრიტიკებთ, მაგრამ 206სმ სიმაღლის ბავშვი სახლში რომ ზის ეს არის ყველაზე საშინელი იმიტომ რომთურმე არ ავარჯიშებდნენ და...დანარჩენი თქვენ იყოს განსაჯეთ
უპატრონო
19:19 15-11-2022
0
მაკფადენს თუ ხშირად დაასვენებთ, აუცილებლად გახვალთ. საერთოდ კი ერთი კაცის დამატების უფლება იმიტომაა, რომ ძლიერი დაიმატო, მაკფადენი კი არა მგონია კარგი ვარიანტი იყოს. ნახეთ მისი სამიანების სტატისტიკა და თვითონ დარწმუნდებით.
ჟორა გაბრიჭიძე
10:20 15-11-2022
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული