ილიას ზუროსი: დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გავალთ

AutoSharing Option
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე იტალიასთან 84:85 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა:

"მარცხის მიუხედავად, პირველ რიგში, მინდა, ჩემი კალათბურთელები შევაქო, რადგან მათ იბრძოლეს და გულით ითამაშეს. თოკომ დიდი სამუშაო შეასრულა. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, წარმოუდგენელი მხარდაჭერა გვქონდა. ძალიან გამოცდილი გუნდის წინააღმდეგ წავაგეთ. წაგებაზე პასუხისმგებელი მე ვარ. ჩემი კალათბურთელების მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გავალთ, რადგან მომდევნო ორი თამაშის მოგება შეგვიძლია.

იმედი მაქვს, მიუხედავად მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლისა, იტალია მომდევნო მატჩებს ძლიერი შემადგენლობით ითამაშებს, რადგან
წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლიანობა არ იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან რთული გრაფიკი გვქონდა. გზაში 11 საათი ვიყავით, ისლანდიაში ჩასვლაზეც პრობლემები შეგვექმნა, უკან დაბრუნების შემდეგ კი მხოლოდ ერთი დღე გვქონდა სავარჯიშოდ და ძლიერ მეტოქესთან თამაში მოგვიწია. წაგებას ჩემს თავზე ვიღებ, რადგან მოთამაშეებმა ყველაფერი გააკეთეს".

მკითხველის კომენტარები / 14 /
იტალიასთან 1 ქულით წავაგეთ, ისლანდიასთან უმნიშვნელოვანესი თამაში გასვლაზე მოვიგეთ, ამჟამად მესამე (გამსსვლელ) ადგილზე ვართ და დარჩენილი 2 თამაშიდან ერთი ჰოლანდიასთან არის, ვისაც ყველა თამაში წაგებული აქვს და მეორე ისლანდიასთან სახლში. ორივე თამაშის მოგება შესაძლებელია და მსოფლიოზეც გავალთ. ტროლ-ბანდის ისტერიკები უადგილოა.
123
16 ნოემბერი 2022 09:08
0
ზუროს ატატავკის გენერალს გევხარ მარა სადაა პატრონი...ღმერთმა ნუქნას მარა მეეჭვება მაგ თამაშით მსოფლიოზე გახვიდეთ
უცნობი
15 ნოემბერი 2022 19:20
9
ევროპის ჯგუფიდან ხომ გაგვიყვანე და ახლა მსოფლიოზეც გაგვიყვან...ვაი
ვაი
15 ნოემბერი 2022 19:20
5
ზუროსის ბრალია ის რომ შეტევაში გვაქვს მცირე ვარიანტები, მარა რა შუაშია ზუროსის როდესაც გყავს შერმადინი და შენგელია და საკუთარ ფარს აგებ? იმდენჯერ მოგვიხსნეს ბურთი და მერე დაგვსაჯეს სამქულიანით რომ სათვალავი ამერია. მერე უაზრო დაკარგვები რამდენი! თან ვისგან?! შანსი გვქონდა მრგვეგო, მარა ჩავრეცხეთ ეს შანსი. ამ თამაშით ან მსოფლიოზე რა ჯანდაბა გვინდა
ბს
15 ნოემბერი 2022 13:23
2
ბერიშვილმა ჩინებულად ითამაშა. იტალიელთა მწვრთნელმა ის შეაქო და დარწმუნებული ვარ კარგ ევროპულ კლუბში გადავა!
ლაშა
15 ნოემბერი 2022 11:15
1
ki mazgach gadavida -TSU shi :))))))
suares
16 ნოემბერი 2022 03:29
1
უმადურები რატომ ხართ? წლებია ზუროსი სულს და გულს დებს საქართველოს ნაკრებში. გასაგებია მისი წასვლის მოთხოვნა, მაგრამ მეტი პატივისცემით და მადლიერებით უნდა იხსენიებდეთ და არა "დაახვიოს" და ა.შ.
..
15 ნოემბერი 2022 10:43
1
მხოლოდ მწვრთნელი ვერ შეცვლის ძირეულ პრობლემას, რომელიც მცირე სათადარიგოთა სკამს ეხება. რომც გავიდეთ მსოფლიოზე (და ევროპაზე ხომ რეგულარულად გავდივართ) ის დაგვემართება, რაც ევროპაზე დაგვემართა. ერთიდაიგივე შემადგენლობა, როტაციის გარეშე. ეს პრობლემა დგას ნაკრებში და ზუროსი სუპერლიგის მოთამაშეებს ნაკლებად აქცევს ყურადღებას. აგერ ბერიშვილმა ჩინებულად ითამაშა, მაგრამ ძალზედ მცირე პასუხისმგებლობის აღებაც არ ვარგა მოთამაშეების მხრიდან სამქულიანებთან მიმართებაში... შენგელია ძალზედ იშვიათად, შერმადინი საერთოდ არ ისვრის. მაკფადენმა ორი გააფუჭა და რაც დაგვემართა ვხედავთ. კადრი არ გვყავს. საათივით რომ აიწყოს მექანიზმი, ჩემპიონატის დონე უნდა გაიზარდოს, საჭიროა გარკვეული თამასა, რომლის დაბლაც არ უნდა იყოს ჩემპიონატის დონე, მაშინ ლეგიონერის ჩამოყვანას რა აზრი აქვს? ჩვენ რა არ ვიცით კალათბურთის თამაში თუ ნიჭი არ გვაქვს? არ შეიძლება მხოლოდ ოლიმპიურ სასახლეში ტარდებოდეს საქართველოს ჩემპიონატი! დარბაზი აქვს ბათუმს, ქუთაისს... ყველა გუნდს დარბაზი და ბაზები-ინფრასტრუქტურა ბავშვების ჩართულობას გაზრდის. ყველა რეგიონში უნდა იყოს დარბაზი და სულ 12 რეგიონი გვაქვს, ყველა ქალაქში და კონკურენცია ერთი ასად გაიზრდება და საერთოდ არ გვჭირდებიან ლეგიონერები. ქართველებს საოცარი კალათბურთელები გვყავდა, მთელს
საბჭოთა კავშირში გამორჩეულები და პირველები!
ლაშა
15 ნოემბერი 2022 10:36
1
რა გახდა ამ მწვრთნელის შეცვლა? თქვეკაი ხალხო, როდის მიხვდებით?
ნორმალურიმწვრთნელი გვინდაა.
ლევანი
15 ნოემბერი 2022 10:18
12
ნამუსი ჩვენი კალათბურთის ფედერაციას არ აქვს, ზუროსს რომ არ აგდებს. მითუმეტს ამას რა უნდა მოსთხოვო.

მაგრამ მთლად ასე მარტივად არაა საქმე.
ზუროსის გაშვების შემთხვევაში, თქვენ გგონიათ ვინმე ცნობილ სპეციალისტს მოიწვევენ?
ცივი წყალი დალიეთ. ბოისას დასვამენ პოსტზე, ტყუილად კი არ ყავთ მანდ.
და ასისტენტად ლონდარიძეს დაუნიშნავენ, აბა პირსახოცის მქნეველობიდან პატარა აპგრეიდი ხომ უნდა. მოტყდა ხელები კაცს ამდენი ქნევით.
Giusha3232-ს
15 ნოემბერი 2022 09:27
9
ზუროს შენს გარეშე გავალთ უნდა წავიდეს თუ დარჩები ვერ გავალთ.გაიგე.
ეგ სიტყვები ევროპის წინაც მესმოდა.გავალთო როცა ამხანაგურ თამაშებს აგებდა ...სულ მალე იძახოდა გავალთ გავალთო დას სად გახვალ საინტერესოა.
წადი წადი
მოქალაქე
15 ნოემბერი 2022 08:24
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული