ფიბამ ევრობასკეტზე მომხდარ ინციდენტზე გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებსა და თურქეთს შორის 2022 წლის ევრობასკეტის მატჩში (88:83) მომხდარ ინციდენტზე ფიბამ გამოძიება დაასრულა და კონფლიქტში მონაწილე კალათბურთელები, ასევე ფედერაციები დააჯარიმა.

ფიბას რეგულაციების შესაბამისად, სადისციპლინო კომიტეტმა შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო:

გოგა ბითაძე - 15 000 შვეიცარიული ფრანკით დაჯარიმდა, ასევე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა მიიღო. იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშე მსგავს საქციელს ჩაიდენს, 5 ოფიციალურ შეხვედრას გამოტოვებს და ახალ სანქციებს მიიღებს.

დუდა სანაძე - 3 000 შვეიცარიული ფრანკით დაჯარიმდა და 3 წლიანი გამოსაცდელი ვადა მიიღო. მსგავს ინციდენტში კიდევ ერთხელ მონაწილეობის შემთხვევაში კი 1
ოფიციალურ მატჩს გამოტოვებს და ახალი სანქციები დაეკისრება.

თორნიკე შენგელია - 5 000 შვეცარიული ფრანკით დაჯარიმდა და 3 წლიანი გამოსაცდელი ვადა მიიღო. მსგავსი საქციელის ჩადენის შემთხვევაში, მოთამაშე 2 ოფიციალურ მატჩს გამოტოვებს და ახალ სანქციებს მიიღებს.

ფურკან კორკმაზი - დაჯარიმდა 6 000 შვეიცარიული ფრანკით და თუ მსგავს ინციდენტში მიიღებს მონაწილეობას 3 ოფიციალურ მატჩს გამოტოვებს და ახალი სანქციები დაეკისრება.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია 40 000 შვეიცარიული ფრანკით დაჯარიმდა, თურქეთის კალათბურთის ფედერაცია კი 15 000 შვეიცარიული ფრანკით - ნათქვამია FIBA-ს ოფიციალურ წერილში

alt"ასეთი დონის მოთამაშეებისგან ამგვარ საქციელს არ ველოდი" - ერგინ ატამანის ვრცელი კომენტარი გუშინდელ მატჩზე

მკითხველის კომენტარები / 15 /
გავუკოტრებივართ ამ ნა@@@@@ფიბას.
ჯანაშია ვაგნერი.
01:55 18-12-2022
2
მადლობა ვთქვათ, რომ დისკვალიფიკაცია არ მოგვცეს თორემ თოკოს და დუდას დაკლება მსოფლიოს ბოლო ორი შესარჩევისთვის თებერვალში კატასტროფა იქნებოდა.
გოგი
19:14 17-12-2022
3

სიახლეები პოპულარული