უკრაინას ორი გამარჯვების და საქართველოს ნაკრების ფეხის დაცდენის იმედი აქვს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე 23 თებერვალს ალმერეში ნიდერლანდებს, 26 თებერვალს კი თბილისში ისლანდიას შეხვდება და ორივე მატჩის მოგების შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატზე გავა.

შეგახსენებთ, ჯგუფიდან უკვე გავიდნენ ესპანეთი და იტალია. დარჩენილი ერთი საგზურისთვის საქართველო, ისლანდია და უკრაინა იბრძვიან. საქართველოს და ისლანდიას 4-4 მოგება აქვთ, ხოლო უკრაინას - 3.

თუმცა იმედს უკრაინაც არ კარგავს, რომლის შანსი მინიმალურია - მიზნის მისაღწევად ლივორნოში იტალიას და რიგაში ნიდერლანდებს უნდა სძლიონ და მეტოქეთა შედეგებს დაელოდონ. უკრაინის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა აინარს ბაგატსკისმა მომავალი მატჩების წინ
კომენტარი გააკეთა:

"მე არ ვიცი, როგორი შემადგენლობა ეყოლება იტალიას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ევროლიგის მოთამაშეები ვერ დაეხმარებიან. მათ დასახული ამოცანა შეასრულეს, თუმცა ნებისმიერ თავმოყვარე გუნდს გამარჯვება სურს. მთავარი პირველი შეხვედრაა, შემდეგ მეორეზე ვიფიქრებთ".

მკითხველის კომენტარები / 26 /
კრაინელებს ორივე თამაშს მოაგებინებენ. ეს უეჭველია! ჩვენს გამოგდებას რომ ეცდებიან მსაჯების მეშვეობით ესეც უეჭველია. ამიტომ შანსები მიზერულია, უნდა მოვუგოთ მოწინააღმდეგე გუნდებსაც და მსაჯებსაც! მოსალოდნელია უნამუსო პროვოკაციებიც!
aburjga
20:53 16-02-2023
24
ამ ბაგატსკისის ამაზრზენი საქციელი არ მავიწყდება....
ჩვენ უნდა გავიდეთ,ბიჭებო.გვეიმედებით.გაიხარეთ!
კოტე
22:17 16-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული