უკრაინას ორი გამარჯვების და საქართველოს ნაკრების ფეხის დაცდენის იმედი აქვს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე 23 თებერვალს ალმერეში ნიდერლანდებს, 26 თებერვალს კი თბილისში ისლანდიას შეხვდება და ორივე მატჩის მოგების შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატზე გავა.

შეგახსენებთ, ჯგუფიდან უკვე გავიდნენ ესპანეთი და იტალია. დარჩენილი ერთი საგზურისთვის საქართველო, ისლანდია და უკრაინა იბრძვიან. საქართველოს და ისლანდიას 4-4 მოგება აქვთ, ხოლო უკრაინას - 3.

თუმცა იმედს უკრაინაც არ კარგავს, რომლის შანსი მინიმალურია - მიზნის მისაღწევად ლივორნოში იტალიას და რიგაში ნიდერლანდებს უნდა სძლიონ და მეტოქეთა შედეგებს დაელოდონ. უკრაინის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა აინარს ბაგატსკისმა მომავალი მატჩების წინ
კომენტარი გააკეთა:

"მე არ ვიცი, როგორი შემადგენლობა ეყოლება იტალიას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ევროლიგის მოთამაშეები ვერ დაეხმარებიან. მათ დასახული ამოცანა შეასრულეს, თუმცა ნებისმიერ თავმოყვარე გუნდს გამარჯვება სურს. მთავარი პირველი შეხვედრაა, შემდეგ მეორეზე ვიფიქრებთ".

მკითხველის კომენტარები / 26 /
შენგელია აღარ არის ისე თავდაჯერებული და სწრაფი, წლებს თავისი გააქვს.
ეს არის ჩემი აზრით მიზეზი ნაკრების
უნიათო თამაშისა
თენგო
21:26 21-02-2023
0
ნიდერლანდებს, თან უმოტივაციოს და ისლანდიას თუ ვერ უგებ რაზეა ლაპარაკი საერთოდ. სადღაც სამი წლის წინ საერთოდაც არ მექნებოდა არანაირი შიში ამ თამაშებთან დაკავშირებით.ვერ ვხსნი რა დაემართა ნაკრებს. და რა დაემართა ზუროსს. რა არის მიზეზი იმ რეგრესის რაც ნაკრებს ჭირს. შარშანდელი ევროპის საშინელი ჩაგდება შენგელიას არყოფნას დააბრალეს და თითქოს ამით პასუხისმგებლობა მთლიანად მოიხსნეს. ამ დროს ამხანაგურ თამაშებშიც სადაც შენგელია იყო, გუნდი თავის თავს არ გავდა. გაუგებარია აგრეთვე საკადრო გადაწყვეტილებებიც. მოკლედ თუ სერიოზული დასკვნები იქნა გამოტანილი იმ ჩავარდნის შემდეგ , ორივე თამაშის მოგება არ უნდა გაგვიჭირდეს, ხოლო თუ არაფერი შეიცვალა მაშინ...ნუ იმედია ასე არ იქნება და ზუროსი დასკვნებს გამოიტანს.
არტ
12:49 17-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული