შენგელია ჯერ ნაკრებისა და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას მიესალმა, შემდეგ კი, სავარჯიშო შესვენებისას - ყველა მოთამაშეს სათითაოდ. შენგელიამ, ცხადია, არ ივარჯიშა და მოთამაშეების გათამაშებულ კომბინაციებს გულისყურით აკვირდებოდა. პერიოდულად ბიჭებს საჭირო მითითებებს აძლევ
ნაკრებში არ უვარჯიშია გიორგი კორსანტიას, რომელსაც ტემპერატურა ჰქონდა და ექიმების გადაწყვეტილებით, სასტუმროში დარჩა. შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდებში საქართველოს ნაკრები 14 კალათბურთელითაა, რომელთაგან მატჩის განაცხადში 12 მოხვდება.
ნიდერლანდებისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 23 თებერვალს, 19:30 საათზე (თბილისის დროით 22:30) გაიმართება და პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.
GBF