პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან 7 ქულით მარცხდება

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ალმერეში ნიდერლანდებთან 35:42 მარცხდება.

მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი ხუთეული გაიყვანა: ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. მასპინძლები კი ჩვენს გუნდს გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდნენ, 13:6 დაწინაურდნენ და ზუროსმა წუთშესვენება აიღო. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 10-ქულიანი გაქცევა და წინ გასვლა მოახერხა, თუმცა პირველი მეოთხედი 17:19 წავაგეთ.

მეტოქე სამქულიანებს უკეთ ისროდა, ფარზეც არაფერს გვითმობდა, საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა, პერიმეტრს ვერ კეტავდა და პირველი ტაიმი 35:42 დათმო.

მკითხველის კომენტარები / 15 /
80-88
Gioirgi
24 თებერვალი 2023 00:28
0
ერთი ხვიჩა კვარაცხელიაც გვინდა კალათბურთში!!!!
ბექა
24 თებერვალი 2023 00:16
1
ერთი დონ ჩიჩოსნაირი რომ გვაღირსა როდისმე, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაყეფს.
გია პაპა
24 თებერვალი 2023 05:52
0
შენ თუ გონია ერთი კაცი თუნდაც ხვიჩა გაიყვანს მარტო ვინმეს სადმე ძაან ცდები, დაიწყება ფეხბურთელთა შესარჩევი მარტში და ნახავ.
beqas
24 თებერვალი 2023 00:28
11
ვინ იმსახურებდა და არ წაიყვანეს ?
ზაქრო
23 თებერვალი 2023 23:38
2
ძალიან უკან-უკან წავიდა ჩვენი კალათბურთი!!!!მსოფლიოზე კი არა ევროპაზეც ვერ გავალთ
ირაკლი
23 თებერვალი 2023 23:35
6
გეთანხმები! ახლა მაგალითად უკვე ღ ქულით ვამარცხებთ ჰოლანდიას სტუმრად!
გიორგი
23 თებერვალი 2023 23:52
1
ზუსტად ვიცოდი რომ გადამწყვეტ თამაშებში ხელები და ფეხები აგვიკანკალდებოდა,ასე გვემართება ყოველთვის!!!!!სამწუხაროდ ამ თამაშსაც წავაგებთ და ისლანდიასთანაც
SOS
23 თებერვალი 2023 23:33
18
უბედურება ის არის , რომ კარგი ეს თაობა მიდის და აწი ესენი ვეღარაფერს ვეღარ ისწავლიან , თუმცა ყველა ასაკობრივ ნაკრებში რომ იგივე ხდება , აი ეგ არის ყველაზე დიდი თავისტკივილი . არ გინდად გაგება , სანამ სრული წვდომა არ ექნება ნაკრებზე ყველა პრეტენდენტს და მხოლოდ მეგობრებისა , მსაჯებისა და დეპუტატ-ბიზნესმენების შვილები იტამაშებენ მხოლოდ ნაკრებში , ისე გიქნიათ სულ ნუ მოგიგიათ ყველაფერი , მე თქვენზე აღარ ვინერვიულოო !!1
ATP 16
23 თებერვალი 2023 23:32
4
ადამიანები 10-15-20 წელია კალათბურთს თამაშობენ და კალათში ბურთს ვერ აგდებენ! ვერც ერთი პოზიციიდან! რა ქვია ამას?! ვინც ევროპის პირველობაზე ვნახეთ მათი თამაშები, ამის შემდეგ რისი იმედი უნდა გვქონოდა?!
aburjga
23 თებერვალი 2023 23:26
1
საშინელი თამაშია. პერიმეტრიდან სროლა არავის გამოსდის იმათმა კიდე ყველაფერი ჩააგდეს. იმედია რამეს შეცვლიან
მურთო
23 თებერვალი 2023 23:23
0
სრული კრახი ხდება პერიმეტრზე.. უნდა შემოაბრუნოთ თამაში!
ალექს
23 თებერვალი 2023 23:23
0
აუუ ვისთან ვაგეებთ და თანაც როგოორ @@@
zura222
23 თებერვალი 2023 23:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული