საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებთან მძიმე მატჩი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლასთან ახლოსაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ალმერეში ნიდერლანდებს 88:80 სძლია.

მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი ხუთეული გაიყვანა: ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. მასპინძლები ჩვენს გუნდს გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდნენ, 13:6 დაწინაურდნენ და ზუროსმა წუთშესვენება აიღო. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 10-ქულიანი გაქცევა და წინ გასვლა მოახერხა, თუმცა პირველი მეოთხედი 17:19 წავაგეთ. მეტოქე სამქულიანებს უკეთ ისროდა, ფარზეც არაფერს გვითმობდა, საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა, პერიმეტრს ვერ კეტავდა და პირველი ტაიმი 35:42 დათმო.

დიდი შესვენების შემდეგ ნიდერლანდები, რომლის რიგებში შეუჩერებელი იყო 20 წლის კრააგი, 10
ქულით გაიჭრა წინ. მაკფადენმა სამი ზუსტი სამიანით უპასუხა, შენგელიას და შერმადინის ძალისხმევით ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, შეცვლაზე კარგად შესულმა ბურჯანაძემ ზედიზედ 4 ქულა ჩააგდო და დასკვნითი პერიოდის წინ 66:62 გავედით წინ. მეოთხე მეოთხედიც დაძაბული გამოვიდა, ზუროსის შეგირდები 6 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ მოწინააღმდეგე ისევ გავიდა წინ, რასაც ჩვენი გუნდის გაქცევა და უმძიმეს შეხვედრაში გამარჯვება მოჰყვა.

ჩვენი გუნდიდან შენგელიამ 25 ქულა ჩააგდო, შერმადინმა - 22, ხოლო მაკფადენმა - 20. ნიდერლანდელთაგან 23 ქულით ყველაზე შედეგიანი კრააგი იყო, დე ვრისმა კი 20 ქულა მიითვალა.

დასკვნით მატჩს საქართველოს ნაკრები 26 თებერვალს თბილისში ისლანდიასთან გამართავს და მოგების შემთხვევაში პირველად გავა მსოფლიო ჩემპიონატზე.

მკითხველის კომენტარები / 55 /
Kalatburtels srola tuar sheudzlia burts skolashic atareben bavshvebi.3kaciani nakrebit sad unda gavidet.zireuli cvlilebebia sachiro.zurosmac amowura shesazleblobebi.amdeni nakrebia dabali wlovanebis da erovnuls kalatburtels tu ver azlevs ra sachiroa? Droa gadaxalisdes nakrebi. Arc bitaze da mamukelashvilia shengelias da shermadinis done, eg evropis chempiona the gamochnda.
Gia
24 თებერვალი 2023 12:14
1
ისე ბითაძეს და მამუკელაშვილს იქ მაინც არ ათამაშებენ და ამ ორი თამაშისთვის მაინც ჩამოსულიყვნენ, სკამზე ჯდომას არ ჯობია? ხომ ფაქტია, რომ 5 კალათბურთელით ვთამაშობთ. ღმერთმა არ ქნას და შენგელიას რომ ამაღამ ევროლიგაზე რამე დაემართოს, ისტორიული შანსი იკარგება
ჯაბა
24 თებერვალი 2023 11:32
0
ბავშვთა მწვრთნელებიო რომ ამბობთ. მივიყვანე ბავშვი კალათბურთზე. მე იმდენად კარგად ვერ ვერკვევი კალათბურთში, მაგრამ ერთხელ არ მინახავს, სროლის ტექნიკაზე ემუშავა მწვრთნელს ბავშვთან, ფარქვეშ შესვლა ესწავლებინა. ზუსტად ისევე ესვრის და თამაშობს, როგორც 1 წლის წინ. მოთელვები, ერთი რაღაც კომბინაცია და ათამაშებს მერე უბრალოდ ერთმანეთში. ამიტომაცაა რომ 5-10 წელიწადში ერთხელ ძლივს გამოჩნდება ვიღაც
ლუკა
24 თებერვალი 2023 11:29
1
თუ შესაძლებელია დადეთ სტატისტიკა!
aburjga
24 თებერვალი 2023 11:20
0
პირველია, რასაც ვუყურებ, რომ ზუროსმა ძალიან ცუდად წარმართა მატჩი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა მისი ტაქტიკა.
რა დაემართა?
24 თებერვალი 2023 11:05
0
10 ქულით ვაგებდით მესამე პერიოდში და თამაში 8 ქულით მოვიგეთ(ნიდერლანდებს არ ყავდათ სუსტი ნაკრები).
მადლობა ბიჭებს, ბოლომდე იბრძოლეს!
ისლანდიასთან მოგებით (მაქსიმუმ 2 ქულით წავაგებითაც კი!) გავდივართ მსოფლიოზე, თუმცა კარგად ჩანს, რომ ქართული კალათბურთი მისახედია!
თემური
24 თებერვალი 2023 10:49
0
გასაგებია ქართველი მწვრთნელები კრიტიკას ვერ უძლებენ,მაგრამ ხომ არსებობს ფაჩულიას ბავშვთა აკადემია, სადაც სერბი მწვრთნელი მუშაობს თანამედროვე მეთოდებით. იქ როგორ ვერ გაიზარდა 2-3 კარგი კალათბურთელი ესაა გასაკვირი
Giga
24 თებერვალი 2023 10:45
1
კრიტიკაც აუცილებელია და არ არის საჭირო თვალის დახუჭვა პრობლემებზე. მთავარი არ უნდა გამოგვრჩეს - საქართველოს ნაკრები მსოფლიოზე!!! წარმოგიდგენიათ, რა სივრცეებს ქმნის ამ სფეროს განვითარებისთვის! ისიც სიმბოლური იქნება, ამ ისტორიული შანსის შექმნაში ის ბიჭებიც (ნაწილი) რომ ღებულობენ მონაწილეობას, ვის სახელსაც იკავშირდება ქართული კალათბურთის წარმატება ბოლო ოცწლეულში. Მართალია, გზა ახალგაზრდებისაა, მაგრამ ამ ხალხმა (ცინცაძე, სანიკიძე, ფაჩულია, შერმადინი, მარკოიშვილი, შენგელია და ა.შ.) ისტორია დაწერეს ქართული კალათბურთისთვის და მათი დამსახურებაა, რომ კიდევ ერთ ფურცელს ველით ყველა! წარმატება ბიჭებს და ორი აზრი არ არსებობს - მომავალში ღირსეული შემცვლელები ჭირდება ამ ხალხს, რომ ისტორია გაგრძელდეს!
მასტერს
24 თებერვალი 2023 10:44
0
საქართველოს ისტორიულ შედეგამდე დარჩა ერთი შეხვედრა და ეს ბიჭები, რომელსაც ასე გულმოდგინეთ ლანძღავს ადამიანების და არა გულშემატკივრების გარკვეული ნაწილი ძალიან ახლოს არიან ისტორიის დაწერასთან. მგონი კარგად ვერ გავიაზრეთ თუ სად გავდივართ და რასთან ვართ ახლოს. მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა, იგივე პერიმეტრიდან სროლასთან და მის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, მწირი სათადარიგო რესურსისა, ბიჭები უდიდესი შრომისა და მეტოქის სამწიამიანში დომინანტური თამაშის ხარჯზე ერთ ნაბიჯში არიან მსოფლიოსთან. ამ მნიშვნელოვანი თამაშის წინ თუ გამხნევება არ შეგვიძლია, საჯაროდ მაინც ნუ გავლანძღავთ მათ. მიდით ბიჭებო, თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ ისტორია. წარმატებები ჩვენს ნაკრებს.
ისტორია იწერება აქ და ახლა
24 თებერვალი 2023 09:31
1
მოგება კარგია მაგრამ შევხედოთ ნიდერლანდების ნაკრებს რამდენი ახალგაზრდა ბავშვი და პერსპექტიული ბავშვები წამოწიეს.გაგვიჭირდა და 20 წლის ბავშვმა აგვაწიოკა სხვებიც რომ მიხმარებოდნენ ალბათ წავაგებდით.არანაირი კომბინაცია არ გვქონდა გაგვიმართლა რასაც ქვია.ჩვენ 20 წლის ვინ გვყავს საერთოდ და ვის წამოვწევთ წინ საინტერესოა,მაგრამ არავის 40 წლისანები რომ გახდებიან მაგათი შვილები ბიძაშვილები და მეგობრის შვილები წამოვლენ.დაიკარგებიან 207 სმ სიმაღლის უპატრონო ბავშვი დაიკარგება 15 წლის ბავშვი 195სმ სიმაღლის 3 წლით დიდებში 10 ქულაზე ნაკლები არა აქვს და ამდენი რამდენია.დაიკარგებიან უფულო კარგი ბავშვები ვინც ვერ მიდის ევროპაში ან ამერიკაში.ამ ნაკრებით მსოფლიოზე 30 ქულაზე ნაკლებით წავაგებთ.გასვლა კარგია და წარმატებული ,მაგრამ გამოსვლაც ხომ ჩინებული უნდა გვქონდეს.გვყავს ბითაძე მამუ და ამათი გამოყენება ვნახეთ ევროპაზე.მწვრთნელს ხედვა და გონიერება არა აქვს როგორ გამოიყენოს მამუ ან ბითაძე.მარტო შენგელია შენგელია და რა ვითამაშეთ ჩანს კიდეც.
აბდულაი
24 თებერვალი 2023 09:21
2
შენგელიაზე მაგარი კალათბურთელი ჩვენ არ გვყავს. კარგად გამოჩნდა რაც მოხდა ევროპაზე სად იყო იქ შენი მამუ და ბითაძე არსად იმიტომ რომ მათ არ შეუძლიათ თავის თავზე თამაშის აღება შენგელიასგან განსხვავებით.
maroko
24 თებერვალი 2023 10:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული