საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებთან მძიმე მატჩი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლასთან ახლოსაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ალმერეში ნიდერლანდებს 88:80 სძლია.

მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი ხუთეული გაიყვანა: ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. მასპინძლები ჩვენს გუნდს გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდნენ, 13:6 დაწინაურდნენ და ზუროსმა წუთშესვენება აიღო. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 10-ქულიანი გაქცევა და წინ გასვლა მოახერხა, თუმცა პირველი მეოთხედი 17:19 წავაგეთ. მეტოქე სამქულიანებს უკეთ ისროდა, ფარზეც არაფერს გვითმობდა, საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა, პერიმეტრს ვერ კეტავდა და პირველი ტაიმი 35:42 დათმო.

დიდი შესვენების შემდეგ ნიდერლანდები, რომლის რიგებში შეუჩერებელი იყო 20 წლის კრააგი, 10
ქულით გაიჭრა წინ. მაკფადენმა სამი ზუსტი სამიანით უპასუხა, შენგელიას და შერმადინის ძალისხმევით ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, შეცვლაზე კარგად შესულმა ბურჯანაძემ ზედიზედ 4 ქულა ჩააგდო და დასკვნითი პერიოდის წინ 66:62 გავედით წინ. მეოთხე მეოთხედიც დაძაბული გამოვიდა, ზუროსის შეგირდები 6 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ მოწინააღმდეგე ისევ გავიდა წინ, რასაც ჩვენი გუნდის გაქცევა და უმძიმეს შეხვედრაში გამარჯვება მოჰყვა.

ჩვენი გუნდიდან შენგელიამ 25 ქულა ჩააგდო, შერმადინმა - 22, ხოლო მაკფადენმა - 20. ნიდერლანდელთაგან 23 ქულით ყველაზე შედეგიანი კრააგი იყო, დე ვრისმა კი 20 ქულა მიითვალა.

დასკვნით მატჩს საქართველოს ნაკრები 26 თებერვალს თბილისში ისლანდიასთან გამართავს და მოგების შემთხვევაში პირველად გავა მსოფლიო ჩემპიონატზე.

მკითხველის კომენტარები / 55 /
ასეთი მოგების... კაცად აღარ ვარგივარ ნერვიულობისაგან, კინაღამ შევეწირე ამ თამაშს.
გიორგი
24 თებერვალი 2023 01:21
7
რატომ არასდროს არა გვყავს ქართველი მსროლელი, იცის ვინმემ , მე მგონია , რომ ძალიან უხარისხო ბავშვთა მწვრთნელები გვყავს?
?
24 თებერვალი 2023 01:15
4
ვოცნებობ იმ დღეზე, როცა საქართველოს ნაკრებში მსროლელს დავინახავ როდესმე. მთელი ცხოვრება ბურთს ისვრიან ფარში და ვერ აგდებენ. ვარჯიშებზე რას ისვრით საინტერესოა
ასეა ეს
24 თებერვალი 2023 01:12
2
არ შეიძლება დაბერდე კალათბურთელად და სროლა არ იცოდე, აღარაფერს ვამბობ თამაშის არ ცოდნაზე. თუ უნდა დაფიქსირდეს რომ მსოფლიოზე მოვხვდით აგერაა ბატონო, მაგრამ მაგარ სირცხვილს ვჭამთ სამწუხაროდ
გიო
24 თებერვალი 2023 01:09
13
მოვიგეთ, თუ ამას მოგება ქვია, რისი ვაივაგლახით, წვალებით, ამ ოცი წლის ბავშვებმა მაგრად გვაბურთავეს, სამიანებს ისროდნენ საიდან მოესურვებოდათ და როგორ თავისუფლად თამაშობდნენ, თუ მსოფლიოზე გავედით ღმერთმა ქნას და რაიმეს თუ არ შევცვლით, ძალიან შევრცხვებით
Nukri
24 თებერვალი 2023 01:07
7
ამ გუნდით მსოფლიოზე გასვლას, არგასვლა სჯობს. შენგელია მარტო ვერ მოიგებს იქ. ბითაძის იმედი კი ვინმეს თუ აქვს არ ვიცი
სიმართლე
24 თებერვალი 2023 01:04
23
არ გვყავს ახალგაზრდები! პირველად გესმით? ნახეთ ეროვნული ჩემპიონატი და ნახავთ, რომ არ გვყავს. სანაძე რომ შუთერი გეყოლება, რაზე უნდა ვილაპარაკოთ?! რატომ არ გვყავს ახალგაზრდები იცით? იმიტომ რომ ბავშვების ნორმალური მწვრთნელები არ გვყავს და მაფია იქაა თუ არის. სადაც ნორმალური ბავშვი გამოჩნდება “მაფიოზი ბლატნოი” მწვრთნელები ართმევენ “არაბლატნოი” მწვრთნელებს და მერე არაფერს არ ასწავლიან. მსოფლიოზე თუ გავედით გოგა და სანდრო დაგვემატებიან და ცოტა რაღაცას დავემსგავსებით. მაგრამ სანამ ფედერაცია არ მიხედავს ბავშვთა კალათბურთს, არაფერი გვეშველება. რამდენ ხანს უნდა ვიყოთ 31 წლის თოკოს და 33 წლის შერმოს იმედად?! როდემდე ათრევს ეს 2 კაცი და ტედი ნაკრებს?!
სტუმარი
24 თებერვალი 2023 01:03
2
მართალს ბრძანებთ, ჩანს რომ შიგნიდან იცნობთ თემას - ყველა პერსპექტიული ბავშვი თუ ერთ-ორ გუნდში გადაიყვანეს, შიდა ჩემპიონატს მოიგებენ და კლუბსაც რეუტინგი და შესაბამისად, შემოსავალი გაეზრდება, მაგრამ კონკურენცია -0, მოტივაცია - "მაინც ყველას მვუგებთ", შესაბამისად, უკლასოდ დარჩენილი მომავალი...
მასტერს
24 თებერვალი 2023 08:17
0
ეტყობა ბავშვთა მწვრთნელები გვყავს აბსოლუტურად ყველა ჭჭჭჭჭჭჭჭ კლასის, თორემ ამდენი ხანი ერთი წესიერი თუნდაც არა მსროლელი როგორ ვერავინ გაზარდა. მეხაშეები ავარჯიშებენ ბავშვებს, სანიკიძე რომ გამოიჭიმა პარლამენტში, მარტო კოსტუმის ჩაცმა კი არ არის საქმე.......
სტალინი
24 თებერვალი 2023 01:01
5
ვულოცავ ბიჭებს. განსაკუთრებით ყოჩაღ შენგელიას.
რესურსი რაცაა, ესაა.
მთავარია გავიდეთ მსოფლიოზე. მამუკელაშვილი და ბითაძეც დაგვემატებიან და 1-2 თამაშს იქაც მოვიგებთ.
giabar
24 თებერვალი 2023 00:58
4
ხალხო შეირგეთ რა მოგება,შენგელია/შერმადინი/მაკფადენი თუ ხასიათზეა,ბურჯანაძე არ მომწონს,ცინცაძე გასაშვებია,სანაძე ვერ ქაჩავს,ბერიშვილი ხანდახან ისვრის,რატი დასაღვინებელია,სხვა რესურსი არ გვაქვს ისლანდიამდე,დაგვემატება მამუკელაშვილი და ბითაძე და უკეთესის იმედი გვექნება,მთავარია გავიდეთ,მსოფლიოს მერე კი დასაფერთხია ნაკრებიდან ბერიშვილო,სანაძე,ცინცაძე ეს სამეული გახდა ტოლია ბოისას ვარიანტი და დროა წავიდნენ,მანამდე კი გილოცავთ და პესიმიზმს ნუ სთესავთ, მადლობა თოკოს თავგანწირვისთვის დააფასეთ ეს კაცი
ნიკო
24 თებერვალი 2023 00:55
11
რა სიტყვაა დასაფერთხი?ისე გამოგყავს,რომ არაფერი გაუკეთებიათ ქართული კალათბურთისათვის და გარეკეთო!კარგი ბატონო და გაუშვეს.მერე?გეგულება სამი ისეთი კაცი,ვინც მათ,თუნდაც მიახლოებით მაინც ჩაანაცვლებს?ჩამოთვალე,იქნებ არც ჩვენ ვიცით და არც მწვრთნელებმა,მათი სახელები.
სოსო
24 თებერვალი 2023 22:48
0
ბურჯანაძის შემოსვლა გადამწყვეტი იყო ხოშიანი სამიანიც ხია და დაცვაშიც მაგრად დადგა, მაგის შემოსვლის მერე დაიქაჩა თამაში.
ეეე
24 თებერვალი 2023 01:22
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული