საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებთან მძიმე მატჩი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლასთან ახლოსაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ალმერეში ნიდერლანდებს 88:80 სძლია.

მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი ხუთეული გაიყვანა: ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. მასპინძლები ჩვენს გუნდს გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდნენ, 13:6 დაწინაურდნენ და ზუროსმა წუთშესვენება აიღო. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 10-ქულიანი გაქცევა და წინ გასვლა მოახერხა, თუმცა პირველი მეოთხედი 17:19 წავაგეთ. მეტოქე სამქულიანებს უკეთ ისროდა, ფარზეც არაფერს გვითმობდა, საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა, პერიმეტრს ვერ კეტავდა და პირველი ტაიმი 35:42 დათმო.

დიდი შესვენების შემდეგ ნიდერლანდები, რომლის რიგებში შეუჩერებელი იყო 20 წლის კრააგი, 10
ქულით გაიჭრა წინ. მაკფადენმა სამი ზუსტი სამიანით უპასუხა, შენგელიას და შერმადინის ძალისხმევით ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, შეცვლაზე კარგად შესულმა ბურჯანაძემ ზედიზედ 4 ქულა ჩააგდო და დასკვნითი პერიოდის წინ 66:62 გავედით წინ. მეოთხე მეოთხედიც დაძაბული გამოვიდა, ზუროსის შეგირდები 6 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ მოწინააღმდეგე ისევ გავიდა წინ, რასაც ჩვენი გუნდის გაქცევა და უმძიმეს შეხვედრაში გამარჯვება მოჰყვა.

ჩვენი გუნდიდან შენგელიამ 25 ქულა ჩააგდო, შერმადინმა - 22, ხოლო მაკფადენმა - 20. ნიდერლანდელთაგან 23 ქულით ყველაზე შედეგიანი კრააგი იყო, დე ვრისმა კი 20 ქულა მიითვალა.

დასკვნით მატჩს საქართველოს ნაკრები 26 თებერვალს თბილისში ისლანდიასთან გამართავს და მოგების შემთხვევაში პირველად გავა მსოფლიო ჩემპიონატზე.

მკითხველის კომენტარები / 55 /
ზუროსი ძალიან შეიცვალა
თხასავით გვყიდის მგონია
ან, ზეწოლას ხომ არ განიცდის???
თენგო
24 თებერვალი 2023 00:54
21
სანიკიძეს და გურასპაულს აჩვენეთ ეს თამაში!!!!კატასტროფა
!!
24 თებერვალი 2023 00:50
11
სამარცხვინო გუნდი-სამარცხვინო მწვრთნელით. ამ მწვრთნელმა, ისევე როგორც ამ კალათბურთელებმა, ამოწურეს თავი. მაფიაა და ახალგაზრდებს არ უშვებენ ღუმელთან თუ რა ხდება. ქართველმა როგორც წესი სროლა არ იცის არცერთი დისტანციიდან, რა გვეშველება, მაგარ სირცხვილს ვჭამთ მსოფლიოზე, ჯობდა არ გავსულიყავით
kaxa
24 თებერვალი 2023 00:49
40
მწვრთნელის ხელი არ ეტყობა სამწუხაროდ ნაკრებს, ხაზზე დაცვა უსუსტესი, დისციპლინაში პრობლემები….დღეს მოვიგეთ მარა წინ რა გველოდება ამ გუნდით, მით უმეტეს მსოფლიოზე?
Gogi
24 თებერვალი 2023 00:43
14
მწვრთნელის ხელი გუნდას დაეტყობა, როცა სტაბილურ ოპტიმალურ შემადგენლობასთან ყველა კვარტალში 1 კვირიანი მაინც საწვრთნელი შეკრბა ექნება. მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია, ისეთი გრაფიკი აქვთ სხვადასხვა ქვეყნებში მოთამაშე ქართველ კალათბურთელებს! მაკფადენი, შერმადინი და შენგელია განუწყვეტელი თამაშისაგან აშკარად გამოფიტული მომეჩვენნენ! ბითაძის და მამუკელაშვილის დიდად არ მეიმედება (არასაკმარისად ნიჭიერები არიან), მაგრამ ახლა მათი დამატება აუცილებელია! 1 წელიწადში ნიდერლანდების ნაკრები ევროპაში ანგარიშგასაწევი ძალა გახდება!
aburjga
24 თებერვალი 2023 11:19
2
ისლანდიასთან წავაგებთ!!!
ლადო
24 თებერვალი 2023 00:40
59
შე კეთილო ..
ლადო
24 თებერვალი 2023 00:47
3
შენ პირს დიდი წიწაკა ან სტაფილო
giorgi
24 თებერვალი 2023 00:44
4
კალათბურთისთვის მაინც არსებობს ინფრასტრუქტურა, ყველა სკოლას კომუნისტების დროიდან აქვს დარბაზები, ამ ქვეყანაში ახალგაზრდა კალათბურთელები ეტყობა აღარ არსებობენ სამწუხაროდ. მაგარი სირცხვილია მსოფლიოზე ამ გუნდით გასვლა
gori
24 თებერვალი 2023 00:39
10
კაი ბატონო, ვთქვათ გავედით მსოფლიოზე, ამ გუნდით იქ საქვეყნო სირცხვილი არ არის ??????????????????? დავიჯერო ახალგაზრდები არ არსებობენ ?????????? აღარაფერს ვამბობ ისეთებზე ვისაც ოდნავ მაინც სროლა ეცოდინება ???????????
???????????????
24 თებერვალი 2023 00:36
13
რა შეიყავით თითი, ალბათ არ არსებობენ.
კალათბურთელი სიმონიკა, სიმაღლე 2,12მ. ფეხის ზომა N47
24 თებერვალი 2023 01:05
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული