ზუროსი: კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ ისტორია უნდა შევქმნათ

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში სტუმრად ნიდერლანდების 88:80 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა:

"დღეს ძალიან რთული და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ! მართალია, კარგად ვერ ვითამაშეთ, თუმცა სასურველ შედეგს მივაღწიეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ახლა წინ გველის დიდი გამოწვევა ისლანდიასთან დაპირისპირების სახით.

რა თქმა უნდა, თბილისში სავსე არენას ველოდებით, გვჭირდება, რომ გულშემატკივრებმა გუნდი რთულ მომენტებში გაამხნევონ, ხალხი ჩვენთან ახლოს იყოს, რადგან ვიცით, ძალიან მძიმე თამაში გვექნება. ისლანდია ურთულესი მეტოქეა. ისინი ბევრ სამქულიანს ისვრიან, სწრაფად მოძრაობენ. მათ თამაშს კარგი დაცვა
უნდა დავუპირისპიროთ და ისტორია შევქმნათ. ამისთვის აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ჩვენს საქმეზე უნდა ვკონცენტრირდეთ და კვირისთვის მოვემზადოთ".

მკითხველის კომენტარები / 14 /
მიდი ზურიკო,26ში ყველანი დარბაზში!!
Me ar var Roboti
24 თებერვალი 2023 10:00
1
ზუროს ამ სამიანებს მიხედე, რა თავისუფლად ასროლინებთ მეტოქეებს, ავარჯიშე რომ კარგად გადაკეტონ პერიმეტრი, ევროპის ჩემპიონატზე რაც წავაგეთ და გუშინაც რომ კინაღამ წავაგეთ, ყველაფერი სამიანების გამოა, ერთი მაკფადენის იმედზე ვართ, როდის წაუვა სროლები, ეს სანაძე არ ვიცი, თავის გუნდში 30 - 40 ქულას აგდებსო და აქ რა ემართება, ბერიშვილს არა უშავს სამიანებში და უფრო მეტადაა გამოსაყენებელი
Soso
24 თებერვალი 2023 09:34
0
კვიპროსის ჩემპიონატში სანაძე კი არა მე თქვენც ჩავყრით 8-10 ქულას ბატონო სოსო.როდესაც დაბალი დონის ჩემპიონატში თამაშობს კალათბურთელი მისი დონეც უნდა არ უნდა მაინც იკლებს.
master
24 თებერვალი 2023 10:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული