ზუროსი: კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ ისტორია უნდა შევქმნათ

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში სტუმრად ნიდერლანდების 88:80 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა:

"დღეს ძალიან რთული და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ! მართალია, კარგად ვერ ვითამაშეთ, თუმცა სასურველ შედეგს მივაღწიეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ახლა წინ გველის დიდი გამოწვევა ისლანდიასთან დაპირისპირების სახით.

რა თქმა უნდა, თბილისში სავსე არენას ველოდებით, გვჭირდება, რომ გულშემატკივრებმა გუნდი რთულ მომენტებში გაამხნევონ, ხალხი ჩვენთან ახლოს იყოს, რადგან ვიცით, ძალიან მძიმე თამაში გვექნება. ისლანდია ურთულესი მეტოქეა. ისინი ბევრ სამქულიანს ისვრიან, სწრაფად მოძრაობენ. მათ თამაშს კარგი დაცვა
უნდა დავუპირისპიროთ და ისტორია შევქმნათ. ამისთვის აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ჩვენს საქმეზე უნდა ვკონცენტრირდეთ და კვირისთვის მოვემზადოთ".

მკითხველის კომენტარები / 14 /
ისტორიის შექმნისა რა მოგახსენო ილიას და ვფიქრობ საკუთარი მაქსიმუმი დიდი ხანია რაც გააკეთე და თავიც ამოწურე. ნაკრები რეგრესირებს და ეს თვალსაჩინოა. ჰოლანდიის ნაკრებთან გამარჯვება, თანაც ასეთი თამაშით დიდი ვერაფერი საამაყოა, მსოფლიოზე ამდენი შეცდომითა და ხარვეზით (პერიმეტრის და სამ წამიანის დაცვა ხომ ქრონიკული ტკივილია) ჯგუფურ ეტაპზევე გამოვეთიშებით ასპარეზობას, ამიტომ ხანდახან დრო დგება წასვლის. მადლობა ყველაფრისთვის, თუმცა ცვლილებების დროა.
pablo
24 თებერვალი 2023 10:39
0
გეთანხმები, ძალიან ბევრი სიხარული გვაჩუქა ზუროსმა, მაგრამ ცვლილებების დროა, უსუსტესი მატჩი იყო ზუროსისთვის, სადაა სახლში დამუშავებული კომბინაციები, სადაა პიკენროლები, როცა შერმა გყავს გუნდში, სადაა ალეუპები, ვერაფერი ვნახე ამდაგვარი, თოკოს თავგანწირვა რომ არა, წაგებული იყო ეს თამაში. ბრავო თოკო და მინუსი ზუროსს.
ბადრი
24 თებერვალი 2023 11:55
1
ახალი ტაქტიკური მონახაზებია საჭირო, რომელსაც მწვრთნელი ვეღარ აკეთებს. შესაბამისად სამიანებს ჩვენი მოთამაშეები ისვრიან რთული მდგომარეობებიდან, მაშინ როცა სხვა გუნდები სამიანებს ისვრიან კომბინაციების შედეგად უკვე გამონთავისუფლებული მოთამაშების საშუალებით.
ქართველი
24 თებერვალი 2023 11:34
0
ჩემი აზრით, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს სჭირდება მწვრთნელის უფრო უკეთესი მოქმედება. როგორც ჩანს, თავად მოთამაშეებიც არასაკმარისად მუშაობენ საკუთარ თავზე. მაგალითად, სამქულიანი ტყორცნები კატასტროფულად ცუდი აქვთ!
დო მაჟორი
24 თებერვალი 2023 10:52
0
და , რა ? კი,დიდი მადლობა და ვულოცავ ბიჭებს, საქართველოს...მაგრამ რჩება ეს მტკივნეული მოცემულობა, ძირითადად 3 კალთბურთელის ზურგზე გადადის. არ გვყავს მაღალი სტატუსის, თუმცა ალბად ჩვენი ქვეყნისთვის შესაბამისი დონის ლეგიონერი, მიუხედავად ბევრი გაუაზრებელი მოქმედებებისა-მაინც მის სროლაზე ვხდებით დამოკიდებული, სულ გქვონდა სროლის პრობლემა ქართულ კალათბურთში და სამწუხაროდ გრძელდება, აი ზუროსის კომპეტენციაში კი სულ უფრო მეპარება ეჭვი. მინიმუმ ამოწურა შესაძლებლობები....მსოფლიოზე დამკვირვებლის როლში წავალთ ?!.
გუსანი
24 თებერვალი 2023 10:35
0
ზუროს ამ სამიანებს მიხედე, რა თავისუფლად ასროლინებთ მეტოქეებს, ავარჯიშე რომ კარგად გადაკეტონ პერიმეტრი, ევროპის ჩემპიონატზე რაც წავაგეთ და გუშინაც რომ კინაღამ წავაგეთ, ყველაფერი სამიანების გამოა, ერთი მაკფადენის იმედზე ვართ, როდის წაუვა სროლები, ეს სანაძე არ ვიცი, თავის გუნდში 30 - 40 ქულას აგდებსო და აქ რა ემართება, ბერიშვილს არა უშავს სამიანებში და უფრო მეტადაა გამოსაყენებელი
Soso
24 თებერვალი 2023 09:34
0
კვიპროსის ჩემპიონატში სანაძე კი არა მე თქვენც ჩავყრით 8-10 ქულას ბატონო სოსო.როდესაც დაბალი დონის ჩემპიონატში თამაშობს კალათბურთელი მისი დონეც უნდა არ უნდა მაინც იკლებს.
master
24 თებერვალი 2023 10:31
0
როდემდე უნდა იყოს სამ ქულიანები ჩვენი სუსტი მხარე?. ნიდერლანდების უწვერულვაშო ბავშვებმა ჩაატარეს მასტერკლასი სამქულიანების ჩაგდებაში. ჩვენ ისევ გაათმაგებულად გვიწევს თამაში რომ ეს ჩავარდნა აღმოვფხვრათ და წაგებას გადავრჩეთ.
WTF
24 თებერვალი 2023 10:33
1
მიდი ზურიკო,26ში ყველანი დარბაზში!!
Me ar var Roboti
24 თებერვალი 2023 10:00
1
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მუშაობა უნდა გაუმჯობესდეს. როდესაც წლებია არ ჩანს ახალგაზრდა უნარიანი მოთამაშეები, ეს გარკვეულად ნიშნავს, რომ ბავშვთა კალათბურთში და ქვეყნის ჩემპიონატში რაღაც ვერ წარიმართება სწორად!
დო მაჟორი
25 თებერვალი 2023 12:46
0
სამი კალათბურთელის გარდა, დანარჩენი ბალასტია. ერთი რამ მაინტერესებს, ეს ლონდარიძე რატომ დაყავთ ტურისტად წლებია???
gela
25 თებერვალი 2023 11:48
1
მიკვირს აქ კომენტარების ზუროსის სისუსტეზე ..და სადაა კალათბურთელები ? მსოფლიოზე გასვლა რეალურია და თუ ვერ გავლენ ზუროსიც წავა და კარგა ხანს ვერც ქართული კალათბურთი ამოვა ჭაობიდან რადგან შენგელია მარტო ვერაფერს იზამს რობოტი არაა .
vova
24 თებერვალი 2023 21:15
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული