3 ქულით წაგებული მოგების ტოლფასი დრამატული მატჩი - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრები თბილისში ისლანდიასთან 77:80 დამარცხდა, მაგრამ მაინც გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე - პირველად ისტორიაში!

მწვრთნელმა ზუროსმა სასტარტო შემადგენლობა არ შეცვალა: ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. პირთამდე სავსე „თბილისი არენაზე“ შესანიშნავი ატმოსფერო იყო, დასაწყისი დაძაბული და ნერვიული. მაკფადენის ზედიზედ 6 ქულას შერმადინმა 11 ქულა მიაყოლა, თუმცა შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა რამდენიმე შეტევა ვერ დააგვირგვინეს და პირველი მეოთხედი 19:19 დასრულდა.

აშკარა გახლდათ, რომ როგორც ზუროსი წამყვან მოთამაშეებს დასვენების საშუალებას აძლევდა, მეტოქე, რომელსაც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე 4 ქულით
გამარჯვება სჭირდებოდა, გაქცევას ახერხებდა. საქართველოს ნაკრებმა მეორე პერიოდის შუაში ამოწურა ჯარიმების ლიმიტი, ისლანდიელები ბურთს კარგად ათამაშებდნენ, საჯარიმოებს უზადოდ ასრულებდნენ, პერიმეტრიდან უკეთესად ისროდნენ და პირველი ტაიმი 42:43 დავთმეთ.

დიდი შესვენების მერე მოწინააღმდეგე 4 ქულით დაწინაურდა, შენგელიამ ზედიზედ 5 ქულა აიღო, თამაში ქულა ქულაში წავიდა, სანაძემ მეოთხე პერსონალური მიიღო და - 60:62 დასკვნითი მეოთხედის წინ. ბოლო პერიოდში ორივე გუნდი უშვებდა შეცდომებს, მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე შენგელიამ საჯარიმოები ვერ გამოიყენა, ისლანდიელებმაც ვერ ჩააგდეს ბურთი, 77:80 წავაგეთ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავედით.

ჩვენი გუნდიდან 23 ქულა შერმადინმა ჩააგდო, 20 შენგელიამ, 17 მაკფადენმა, 6 სანაძემ, 5 ცინცაძემ, 3-3 ჯინჭარაძემ და ანდრონიკაშვილმა. სტუმართაგან 25 ქულა ფრიდრიკსონმა ჩააგდო.

მსოფლიოს ჩემპიონატზე 32 გუნდი 8 ჯგუფში განაწილდება, კენჭისყრა კი 29 აპრილს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 124 /
თითქმის ყველა აღნიშნავს, რომ მატჩი სამი კალათბურთელით მოვიგეთ, რასაც ცხადია მეც ვეთანხმები! ჰოდა სამი კაცით, რომ მწვრთნელი გუნდს მოუგებს რაღას ერჩით მაგ ადამიანს, აცადეთ , ნუ ვართ მაქსიმალისტები ქართველები, ამ რესურსით გასვლა მსოფლიოზე ნამდვილი გმირობაა, გაძლიერდება რამდენიმე კალათბურთელით და უშანსოდ არც ჯგუფში ვიქნებით, გაუმარჯოს საქართველოს!!!
ლეო
27 თებერვალი 2023 01:03
10
მადლობა ბიჭებს, გმირები არიან და ისტორია დაწერეს... ისე სულ უკმაყოფილო როგორ უნდა იყოთ ხალხნო. რამდენი შეხვედრა ყოფილა როდესაც კარგად ვთამაშობდით და შედეგს ვერ ვაღწევდით. ახლა წავაგეთ და მიუხედავათ ამისა მსოფლიო ჩემპიონატზე გავედით... ნეტავ იგივე ჩვენს ფეხბურთის ნაკრებზე გვეთქვას :)
ლაშა
26 თებერვალი 2023 22:30
4
მაგარი კაცი ხარ ლაშა, გაიხარე!
Gio
26 თებერვალი 2023 22:35
1
მეც ცოტა უკმაყოფილების გრძნობა დამრჩა მაგრამ გავიხსენოთ რომ ჯგუფში უკრაინა და ისლანდიაც დაახლოებით ჩვენი დონის იყვნენ, იმათმა შანსი ვერ გამოიყენეს, ისიც გავიხსენოთ როგორ ვითამაშეთ იტალიის და ესპანეთის უძლიერეს ნაკრებებს, ასე რომ დამსახურებულად გავედით, სანდრო და გოგა დაგვემატება და იქაც ვიბრძოლებთ, თოკო, შერმა და მაკფადენი ხელის გულზე უნდა ვატაროთ, დაგლიჯეს
კახა
26 თებერვალი 2023 22:51
5
მწვთნელი კი არა ფეხბურთის და კალათბურთის პატრონებია შესაცვლელი სასწრაფოდ რომ ჩემპიონატებს მიხედონ სადაც უნდა გაჩნდნენ ახალი ტალანტები თორემ შესარჩევში გასვლაც კი სანატრელი გვექნება შეხედეთ ვინ მოდიან და ერთი მერცხალი კვარა გაზაფხულს ვერ მოიყვანს. ჩასაფრებული არ ვარ ხმა აღარ მაქვს ღრიალისგან და სიხარულისგან
მართალი
27 თებერვალი 2023 03:20
14
ყველა ჭეშმარიტ ქართველს ვულოცავ ამ წარმატებას! მადლობა ყველას ვისაც თუნდაც იოტისოდენა წვლილი მიუძღვის ამ წარმატებაში!უდიდესი შრომა და გარჯა ჩაიდო ამ გამარჯვებაში.მარტო დღევანდელი მატჩით შეფასება არ ივარგებს-ეს ტურნირია და ტურნირის დავალება წარმატებით ჩავაბარეთ-მსოფლიოს დაევროპის ჩემპიონებს რომ მოვუგეთ მაშინ ხომ კარგი იყო?! ასე რომ დავტკბეთ ამ შედეგით და ვისაც გიხარიათ გაიარეთ რბილად რომ გითხრათ!ღმერთი ჩვენკენ!!!
BOSS
26 თებერვალი 2023 23:42
6
ვისაც არ გიხარიათ.”არ” გამომრჩა))
BOSS
26 თებერვალი 2023 23:50
2
გასვლას ვულოცავ ყველა ნგულშემატკივარს. მაგრამ ისაც ფაქტია რომ თუმცა ისლანდია საშუალო გუნდია მხოლოდ მისმა უიღბლობამ გაგვიყვანა მსოფლიოზე. შენგელია იძულებული გახდა 3 ქულიანების სროლაც შეეთავსებინა. მაკფადენმა 17 ქულა მოიტანა მაგრამ ვინმემ თუ დათვალა რამდენი შეტევა გაანიავა მოუმზადებელი სროლებით? სხვებზე არაფეწტფს ვიტყვი. აქაური კალათბურთის მესვეურებს გული წაუვიდათ სიხარულისგან მაგრამ ეს დრო რომ ახალგაზრდების დაოსტატებაზე დაეხარჯატ ამ დღეში არ ვიქნებოდით. მსოფლიოზე რისი იმედიც შეიძლება გვქონდეს ევრროპის ჩემპიონატზე უკვე ვნახეთ. მოკლედ, ვიდრე აქ ახალგაზრდა კალათბურთელების პროფესიონალურ დაოსტატებაზე არ იზრუნებენ წარმატებაზე ფიქრი მარტო თავის მოტყუებაა.
გიორგი
26 თებერვალი 2023 23:09
7
კიდევ კარგი მაკფადენმა ბოლო წამზე გადაგდებული ბურთი როარ ჩააგდო თორე ნერვიულობა მერე გენახა,ოვერტაიმში გადადიოდა თამაში
Gio
26 თებერვალი 2023 22:57
4
გილოვავთ! გილოცავთ! გილოცავთ!
საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს!
ხალხო, მეც ბევრი შენიშვნა მაქვს, მაგრამ ეხლა ამის დრო არ არის. ესეთი ბრძოლის შემდეგ ბიჭებს ეკუთვნით მადლობა და ზეიმი. მაგის დროც მოვა, აგვისტომდე არის დრო.
მადლობა ბიჭებო, დიდი მადლობა!
განსაკუთრებული მადლობა კაპიტანს!
გ ი ლ ო ც ა ვ თ !
ლევანი
26 თებერვალი 2023 22:48
5
შენგელიას თავგანწირვამ გვიშველა. შერმადინი სამაგალითოა! ამდენ ცარიელ სროლას ფეხბურთის გუნდი არ გააფუჭებდა.
იმედი
26 თებერვალი 2023 22:55
4
ხმა აღარ მაქვს და გილოცავთ)) მაგრამ ისევ უნდა ვთქვათ “მაგრამ” იმიტომ რომ კალათბურთი იღუპება წლებია უკვე და ერთი იმედის მომცემი ვარსკვლავიც არ გვყავს უკვე და ამ მოგებამ დათვური სამსახური არ გაგვიწიოს და ხიბლში არ ჩავარდნენ ფედერაციის უფროსები. იღბალმა ბიჭების თავგანწირვამ და ხალხის ღრიალმა გაგვიყვანა დღეს და კალათბურთი კი კვდება როგორც ფეხბურთი და ხმა არ ამოვიღეთ მომავალში ბოლო ადგილები არ აგვცდება. გახსოვთ რომელიმე დრო ან ფეხბურთში ან კალათბურთში? 3-4 ვარსკვლავი ახალი ტალანტი არ გვყოლოდა? და კვარა გვყავს ერთი და ერთხელ გაგვიცივდა და სახლში უსუსტეს ნაკრებს ვერ ვაჯობეთ. ასე რომ კვარამ და დღევანდელმა გამარჯვებამ ხიბლში არ ჩაგვაგდოს და მოვთხოვოთ სანამ კიდევ დროა გადარჩენა ამ სახეობების რითიც ვცხოვრობთ და ვხარობთ ასე
მართალი
27 თებერვალი 2023 03:09
16
ზუროსმა ამოწურა თავის თავი, როდესაც 7 ქულას იგებ უნდა გაზრდო სხვაობა 20 მდე და მეტოქე ფსიქოლოგიურად უნდა დამარხო....არ არის საჭირო 2 შემადგენლობის გამოყვანა...
David
26 თებერვალი 2023 23:07
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული