3 ქულით წაგებული მოგების ტოლფასი დრამატული მატჩი - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრები თბილისში ისლანდიასთან 77:80 დამარცხდა, მაგრამ მაინც გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე - პირველად ისტორიაში!

მწვრთნელმა ზუროსმა სასტარტო შემადგენლობა არ შეცვალა: ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. პირთამდე სავსე „თბილისი არენაზე“ შესანიშნავი ატმოსფერო იყო, დასაწყისი დაძაბული და ნერვიული. მაკფადენის ზედიზედ 6 ქულას შერმადინმა 11 ქულა მიაყოლა, თუმცა შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა რამდენიმე შეტევა ვერ დააგვირგვინეს და პირველი მეოთხედი 19:19 დასრულდა.

აშკარა გახლდათ, რომ როგორც ზუროსი წამყვან მოთამაშეებს დასვენების საშუალებას აძლევდა, მეტოქე, რომელსაც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე 4 ქულით
გამარჯვება სჭირდებოდა, გაქცევას ახერხებდა. საქართველოს ნაკრებმა მეორე პერიოდის შუაში ამოწურა ჯარიმების ლიმიტი, ისლანდიელები ბურთს კარგად ათამაშებდნენ, საჯარიმოებს უზადოდ ასრულებდნენ, პერიმეტრიდან უკეთესად ისროდნენ და პირველი ტაიმი 42:43 დავთმეთ.

დიდი შესვენების მერე მოწინააღმდეგე 4 ქულით დაწინაურდა, შენგელიამ ზედიზედ 5 ქულა აიღო, თამაში ქულა ქულაში წავიდა, სანაძემ მეოთხე პერსონალური მიიღო და - 60:62 დასკვნითი მეოთხედის წინ. ბოლო პერიოდში ორივე გუნდი უშვებდა შეცდომებს, მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე შენგელიამ საჯარიმოები ვერ გამოიყენა, ისლანდიელებმაც ვერ ჩააგდეს ბურთი, 77:80 წავაგეთ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავედით.

ჩვენი გუნდიდან 23 ქულა შერმადინმა ჩააგდო, 20 შენგელიამ, 17 მაკფადენმა, 6 სანაძემ, 5 ცინცაძემ, 3-3 ჯინჭარაძემ და ანდრონიკაშვილმა. სტუმართაგან 25 ქულა ფრიდრიკსონმა ჩააგდო.

მსოფლიოს ჩემპიონატზე 32 გუნდი 8 ჯგუფში განაწილდება, კენჭისყრა კი 29 აპრილს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 124 /
რამის ნახევარი საუკუნეა კალათბურს ვუყურებ-ჩიხლაძე,პულავსკი,ბიჭიაშვილი,ქორქიების დროიდან და არასოდეს არ მახსოვს აცერთი გუნდი მუდამ სამი კაცით რო ფონს გასულიყო.ერთი თამაში კიდევ ხო, სამი კაცით მსოფლიოზე გასვლა მართლა საოცრებაა.
Შერმადინი,შენგელია,მაკფადენი-მადლობა თქვენ ამ სიხარულისთვის რაც ქართველ ხალხს და დანარჩენ 9 კალათბურთელს თქვენ სამმა აჩუქეთ,მაგათ უნდა თქვან ბედი გვქონიაო...
ბაბუაწვერა
26 თებერვალი 2023 22:37
3
კალარბურთში თაობა საერთოდ არ მოდის. იგივე მკვდარი და იმ დონეზეა რაც ფეხბურთი . ერთი რაგბში მოდის თაობა. რაიქნებოდა დონჩიჩისნაირი მაგარი ჩვენთან გამოჩენილიყო. მაგრამ ჯანდაბას . შევარცხვინე ამნაირი გასვლა მსოფლიოზე მაგრამ რას იზამ ასეთია ეს ნაკრები. მსოფლიოზე თამაში მაინც კაია. იქ რო არ იყო მაგას კი ჯობია. ზუროს ვერ დააბრალებ უკვე. მასე კოკოშკოვზეც იძახდნენ მაგრამ მერე რა ქნა მაგან ყველამ იცის. საერთო ჯამში კოკოშკოვის ნაკრებში უფრო დისციპლინა იყო და წესრიგი. ახლა უბრალოდ გამართლებებია. გილოცავთ მსოფლიოზე გასვლას .
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
26 თებერვალი 2023 22:35
19
გილოცავთ გავედით.რა კომენტარებია "რა გვინდა მსოფლიოზე" ვისაც გვინდა გაგვატარეთ
Jnj
26 თებერვალი 2023 22:35
6
ასე იხტუნავო ისლანდიის ნაკრებთან წაგების შემდეგ ცოტა სირცხვილი ხომ არ არის? სირცხილია ასეთი ნაკრებით მსოფლიოზე ევროპიდან გასვლა. ასეთი სუსტი ნაკრები აზიიდანაც არ იქნება წარმოდგენილი. ევროპაზე რაც იყო უარესი სირცხვილი იქნრება. მარტო მონაწილება და იქ ჩვენი დროშის წარდგენა თუ დაგაკმაყოფილებთ, საკითხავია ასეთი თამაშის შემდეგ ვინმე დაიმახსოვრებს ამ უსუსურ ნაკრებს?

პ.ს. ბოლო მსროლელ ისლამდიელს ვუთხრათ მადლობა რომ 3 ქულიანი ესროლა და არა 2 ქულიან, ამიტომაც ააცილა.
G.LA
26 თებერვალი 2023 22:35
26
ვულოცავ საქართველოს ნაკრებს მსოფლიოზე გასვლას. ეს ჩვენი კალათბურთის ისტორიაში უდიდესი წარმატებაა. ბრავო ისლანდიელებს ბრძოლისთვის და იმისთვის, რომ ასეთი სიმპატიური ნაკრები ყავთ.
ბიძინა კუკულაძე
26 თებერვალი 2023 22:34
1
ყველას გილოცავთ, ვისაც გაგვეხარდა.
მაქვს დილეტანტური კითხვა და იქნებ, ვინმემ მიპასუხოს.
ასე ცოტა წუთ-შესვენება რომ ავიღეთ (არადა, თითქოს სიტუაცია არაერთხელ ითხოვდა) ლიმიტი მალე გვეწურებოდა, თუ სათქმელი არაფერი ჰქონდა ზუროსს?
გოგია
26 თებერვალი 2023 22:34
2
მადლობა ბიჭებს, გმირები არიან და ისტორია დაწერეს... ისე სულ უკმაყოფილო როგორ უნდა იყოთ ხალხნო. რამდენი შეხვედრა ყოფილა როდესაც კარგად ვთამაშობდით და შედეგს ვერ ვაღწევდით. ახლა წავაგეთ და მიუხედავათ ამისა მსოფლიო ჩემპიონატზე გავედით... ნეტავ იგივე ჩვენს ფეხბურთის ნაკრებზე გვეთქვას :)
ლაშა
26 თებერვალი 2023 22:30
4
მაგარი კაცი ხარ ლაშა, გაიხარე!
Gio
26 თებერვალი 2023 22:35
1
დღევანდელ დღეს რომ ქართველ კალათბურთელებს გააქილებს თუნდაც სამართლიანად მე პირადად რუსი მგონია .
civi
26 თებერვალი 2023 22:30
28
ესაა ადრენალინი ესაა ისტორია ესაა სპორტი ესაა საქართველო მიყვარხართ ყველა ჩვენი ქვეყნის კარგის მსურველნი
ქართველი
26 თებერვალი 2023 22:29
2
ფაქტი შედგა, ვულოცავ საქართველოს, ბიჭებს, მაგრამ მეტ თვითკრიტიკა ვუსურვებ.... მწვრთნელი შესაცვლელია, ისლანდიამ ბადე თავზე დაგვახია.....ურა პატრიოტებო შეფასებები თქვენთის დაიტოვეთ, ასეთი ,,მარცხით" შორს ვერ წავალთ...
გუსანი
26 თებერვალი 2023 22:28
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული