3 ქულით წაგებული მოგების ტოლფასი დრამატული მატჩი - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრები თბილისში ისლანდიასთან 77:80 დამარცხდა, მაგრამ მაინც გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე - პირველად ისტორიაში!

მწვრთნელმა ზუროსმა სასტარტო შემადგენლობა არ შეცვალა: ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. პირთამდე სავსე „თბილისი არენაზე“ შესანიშნავი ატმოსფერო იყო, დასაწყისი დაძაბული და ნერვიული. მაკფადენის ზედიზედ 6 ქულას შერმადინმა 11 ქულა მიაყოლა, თუმცა შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა რამდენიმე შეტევა ვერ დააგვირგვინეს და პირველი მეოთხედი 19:19 დასრულდა.

აშკარა გახლდათ, რომ როგორც ზუროსი წამყვან მოთამაშეებს დასვენების საშუალებას აძლევდა, მეტოქე, რომელსაც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე 4 ქულით
გამარჯვება სჭირდებოდა, გაქცევას ახერხებდა. საქართველოს ნაკრებმა მეორე პერიოდის შუაში ამოწურა ჯარიმების ლიმიტი, ისლანდიელები ბურთს კარგად ათამაშებდნენ, საჯარიმოებს უზადოდ ასრულებდნენ, პერიმეტრიდან უკეთესად ისროდნენ და პირველი ტაიმი 42:43 დავთმეთ.

დიდი შესვენების მერე მოწინააღმდეგე 4 ქულით დაწინაურდა, შენგელიამ ზედიზედ 5 ქულა აიღო, თამაში ქულა ქულაში წავიდა, სანაძემ მეოთხე პერსონალური მიიღო და - 60:62 დასკვნითი მეოთხედის წინ. ბოლო პერიოდში ორივე გუნდი უშვებდა შეცდომებს, მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე შენგელიამ საჯარიმოები ვერ გამოიყენა, ისლანდიელებმაც ვერ ჩააგდეს ბურთი, 77:80 წავაგეთ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავედით.

ჩვენი გუნდიდან 23 ქულა შერმადინმა ჩააგდო, 20 შენგელიამ, 17 მაკფადენმა, 6 სანაძემ, 5 ცინცაძემ, 3-3 ჯინჭარაძემ და ანდრონიკაშვილმა. სტუმართაგან 25 ქულა ფრიდრიკსონმა ჩააგდო.

მსოფლიოს ჩემპიონატზე 32 გუნდი 8 ჯგუფში განაწილდება, კენჭისყრა კი 29 აპრილს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 124 /
განსჯისთვის..ვინც ზუროს ქომაგობთ, ანუ ფედერაციასაც,კალათბურთში ჩახედილებისთვისაც- მხოლოდ ერთ ფაქტს ბევრიდან გავაჟღერებ, შეაფასეთ -რატომ დაჯარიმდნენ ბოლო წამებზე თოკოზე? ზუროსმა ხომ აიღო წუთი? ხომ იცოდნენ რომ დაჯარიმდებოდნენ? გეგმა რა დახაზა? ეს ან შერმადინი, ან თედი უნდა ყოფილიყო, უარეს შემთხვევაში სანაძე მაინც, რა, თოკო თავად შეეჩხირა? სად არის ზუროსი? ავტორიტეტებს უწვება? არ არის თოკო სტაბილური მსროლელი, რატომ დადო სასწორზე ყველაფერი? სხვა უფრო მეტი მომენტია, და თამაშებიც სადაც იკითხება ზუროსის სისუსტე, ვიღაცამ კოკოშკოვის მაგალითი მოიყვანა, აქედან წასულმა სლოვენიას ევროპა მოაგებინაო, გასაგებია ეს ქვეტექსტი ჩვენი კალათბურთელებისთვის?, ფედერაციისთვის? სამწუხაროდ არ მგონია და ეს არის პრობლემა,სამართლიანი კრიტიკა და განსჯა აუცილებელია....
გუსანი
27 თებერვალი 2023 00:03
15
კოკოშკოვმა გადაგახიათ თავზე ყველაფერი და კრიტიკა კიდე არ აჩერებთ ენას
Bidzia.
27 თებერვალი 2023 00:32
4
იმ ხალხსაც ვეთანხმები, რომ ეს ის დროა, როცა უნდა გაიხარო და არა კრიტიკული კომენტარები წერო, მაგრამ ერთი წამით გავიაზროთ რა ახლოს ვიყავით კატასტროფასთან. ასეთ კრახს ჩვენი საზოგადოება ძალიან მძიმედ გადაიტანდა. გაგვიმართლა, თუმცა ის რომ ამ პოზიციაში ვიყავით და უპირატესობები გვქონდა მხოლოდ გამართლება ვერ იქნება. მოკლედ, მადლობა გუნდს!
odala
26 თებერვალი 2023 23:54
7
ყველას გილოცავთ საქართველოს გასვლას მსოფლიოზე, ვულოცავ ნაკრებს შენგელიას თამადობით, რაც შეეხება თამაშს, ალბათ გვინდოდა ყველას იოლად რომ მოგვეგო, მაგრამ ზოგადად ისლანდია ისეთი ორგანიზებული და მებრძოლია რომ გაგვიჭირდა ძალიან, ჩვენც სამი კალათბურთელის იმედად ვართ, მაკფადენი ბევრ ბურთს კარგავს, მაგრამ მაინც მისი სამიანებით გავდივართ ფონს, ისე ბოლოს რატომ ისროლა არ ვიცი, ბურთი გადაეგდო უნდა უბრალოდ, არა უშავს, გავედით მსოფლიოზე, დაგვემატებიან ბითაძე და მამუკელაშვილი, შენგელია იყოს ჯანმრთელად და თავს არ შევირცხვენთ მგონია
Nukri
26 თებერვალი 2023 23:53
2
ბიჭებს ვულოცავ, მადლობა.
ზუროსი გასშვებია, გასაგდები უფრო!!!
კახა
26 თებერვალი 2023 23:51
18
ძალიან მაგარია რომ გავედით მსოფლიოზე. ვულოცავ ჩვენ სამშობლოს ამ ბედნიერებას. აჟღერდება ჩვენი ჰიმნი , მადლობა უფალს.
სამწუხაროდ 3 კალათბურთელით ვეთამაშეთ.სხვა არ გვყავს :((( ძალიან ცუდი მწვრთნელი გვყავსს , არანაირი ტაკტიკა. თავისი პროფესიონალიზმით იგებს თოკა, შერმადინი და მაგდაფენი. მე იმაზე მწყდება გული რომ , ახლა დაამთავრააა კალთბურთის თამაში სანიკიძემ არის თან პრეზიდენტი, ნუთუ არ ფიქრობს იმაზე რომ მწვრთნელი ნორმალური მოიყვანოსს. ბოლო წამზე რომ ჩაეგდო ისლანდიას, მაინც და მაინც უნდა გვეგინებინა ყველას რომ გააგდოს ეს მწვრთნელი, ამოწურა თავაისი ყველაფერი , აღარ შეუძლია. მსოფლიოზე კიდე თუ არ გამოასწორა სროლები, ანდრონიკაშვილმა სანააძემ და სსვებმა არ ვიცი რა რა მოხება იქოთ. 10 სროლიდან რომ 2 ბურთს ვეე აგდებს სანაძე და ანდრონიკაშვილი მიკვირსსსსს რააა. გაუმარჯოს ჩვენ სამშობლოს
Beqa
26 თებერვალი 2023 23:50
10
ყველა ჭეშმარიტ ქართველს ვულოცავ ამ წარმატებას! მადლობა ყველას ვისაც თუნდაც იოტისოდენა წვლილი მიუძღვის ამ წარმატებაში!უდიდესი შრომა და გარჯა ჩაიდო ამ გამარჯვებაში.მარტო დღევანდელი მატჩით შეფასება არ ივარგებს-ეს ტურნირია და ტურნირის დავალება წარმატებით ჩავაბარეთ-მსოფლიოს დაევროპის ჩემპიონებს რომ მოვუგეთ მაშინ ხომ კარგი იყო?! ასე რომ დავტკბეთ ამ შედეგით და ვისაც გიხარიათ გაიარეთ რბილად რომ გითხრათ!ღმერთი ჩვენკენ!!!
BOSS
26 თებერვალი 2023 23:42
6
ვისაც არ გიხარიათ.”არ” გამომრჩა))
BOSS
26 თებერვალი 2023 23:50
2
ჩვენი ნაკრები ამ მსოფლიოზე, ყველაზე ხანდაზმული იქნება. ცინცაძე 37 წლისაა, მაკფადენი-35, ბერიშვილი-35, შერმო-33, შენგელია-31 სანაძე-31, ბექაური-33. ერთადერთი ახალგაზრდა გუნდში რატია. იცით ვინმემ ახალგაზრდები, ვინც ამ ვეტერანებს შეცვლის სრულფასოვნად? მე არ ვიცი. მამუკელაშვილმა და ბითაძემ წინა ხაზი გინდ გააძლიეროს, უკანა ხაზი და მსროლელები პერსპექტივაში არ სჩანს.
დიმა
26 თებერვალი 2023 23:41
2
შერმო 33 კი არა, 36-ია მგონი (ისიც ოფიციალურად, თორემ 40-ს უკაკუნებსო, იმასაც ამბობენ).
დიმა-ს
27 თებერვალი 2023 02:05
9
ამერიკის სტუდენტურ ლიგაში ბევრი ახალგაზრდა ქართველი თამაშობს
ბათუ
27 თებერვალი 2023 01:53
3
გილოცავთ ძალიან მაგრი ამბავია !!!

(ოღონდ მწვრთნელი გამოსაცვლელია)
ნიკა
26 თებერვალი 2023 23:40
9
არაფერი უკეთეს მწვრთნელი წინა არ იყო, ეგრე ზუროსსაც, რომ ყავდეს ზაზა, მანუ და ვიკა ესეც იზამდა რამეს, ის ერთი დონეა ორივე.
მოქალაქეს
26 თებერვალი 2023 23:35
9
ეჰ ამ გუნდით მსოფლიო ჩემპიონატზე არაფერი გვესაქმება. თუმცა ჰიმნი აჟღერდდება და ეგ კარგია
კონცეფცია - ქართული სახელმწიფო
26 თებერვალი 2023 23:23
23
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული