მწვრთნელმა ზუროსმა სასტარტო შემადგენლობა არ შეცვალა: ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. პირთამდე სავსე „თბილისი არენაზე“ შესანიშნავი ატმოსფერო იყო, დასაწყისი დაძაბული და ნერვიული. მაკფადენის ზედიზედ 6 ქულას შერმადინმა 11 ქულა მიაყოლა, თუმცა შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა რამდენიმე შეტევა ვერ დააგვირგვინეს და პირველი მეოთხედი 19:19 დასრულდა.
აშკარა გახლდათ, რომ როგორც ზუროსი წამყვან მოთამაშეებს დასვენების საშუალებას აძლევდა, მეტოქე, რომელსაც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე 4 ქულით გამარჯვება სჭირდებოდა, გაქცევას ახერხებდა. საქართველოს ნაკრებმა მეორე პერიოდის შუაში ამოწურა ჯარიმების ლიმიტი, ისლანდიელები ბურთს კარგად ათამაშებდნენ, საჯარიმოებს უზადოდ ასრულებდნენ, პერიმეტრიდან უკეთესად ისროდნენ და პირველი ტაიმი 42:43 დავთმეთ.
დიდი შესვენების მერე მოწინააღმდეგე 4 ქულით დაწინაურდა, შენგელიამ ზედიზედ 5 ქულა აიღო, თამაში ქულა ქულაში წავიდა, სანაძემ მეოთხე პერსონალური მიიღო და - 60:62 დასკვნითი მეოთხედის წინ. ბოლო პერიოდში ორივე გუნდი უშვებდა შეცდომებს, მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე შენგელიამ საჯარიმოები ვერ გამოიყენა, ისლანდიელებმაც ვერ ჩააგდეს ბურთი, 77:80 წავაგეთ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავედით.
ჩვენი გუნდიდან 23 ქულა შერმადინმა ჩააგდო, 20 შენგელიამ, 17 მაკფადენმა, 6 სანაძემ, 5 ცინცაძემ, 3-3 ჯინჭარაძემ და ანდრონიკაშვილმა. სტუმართაგან 25 ქულა ფრიდრიკსონმა ჩააგდო.
მსოფლიოს ჩემპიონატზე 32 გუნდი 8 ჯგუფში განაწილდება, კენჭისყრა კი 29 აპრილს გაიმართება.
მსოფლიომდე დროა,თუ 14-15 3-ნს ვერ ჩავაგდებთ ყოველ თამაშში-ვერც ერთს მოვიგებთ,ამიტომ უკანა ხაზმა სპეც-ური მომზადება უნდა გაიაროს-მსროლელები... წინა ხაზი-კარგი ფიზიკური მომზადება და არც ერთ ნაკრებს ჩამოუვარდება (შენგ-შერ-ბითაძე),მანამ ამხანაგურში-არა ევროპულ ნაკრებებს უნდა შევხდეთ,სტატიტისტიკაზეც მუშაონაა საჭირო, ყოველი თამატის მოგებაზე-ბოლო 16 შეხვედრაში-მე-5 მოვიგეთ(?!)და...
რაც შეეხება მომავალ თაობა-სპორტულმა ჟურნალისტებმა კალათბურთის ფედერაციის ხალხი უნდა დაიიჯინოს და პრეს- კონფერენცია მოაწყობინოს-რატომ არ ჩანს ახალი თაობა,რა მიზეზები არსებობს და რატომ ვერ აგვარებენ(?!),
რას ფიქრობენ დიდი სამეულის წასვლის მერე, რა დონის კალათბურთი გვექნება და მასზე პასუხისმგებელი-ვინ არის(?!)