3 ქულით წაგებული მოგების ტოლფასი დრამატული მატჩი - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრები თბილისში ისლანდიასთან 77:80 დამარცხდა, მაგრამ მაინც გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე - პირველად ისტორიაში!

მწვრთნელმა ზუროსმა სასტარტო შემადგენლობა არ შეცვალა: ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. პირთამდე სავსე „თბილისი არენაზე“ შესანიშნავი ატმოსფერო იყო, დასაწყისი დაძაბული და ნერვიული. მაკფადენის ზედიზედ 6 ქულას შერმადინმა 11 ქულა მიაყოლა, თუმცა შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა რამდენიმე შეტევა ვერ დააგვირგვინეს და პირველი მეოთხედი 19:19 დასრულდა.

აშკარა გახლდათ, რომ როგორც ზუროსი წამყვან მოთამაშეებს დასვენების საშუალებას აძლევდა, მეტოქე, რომელსაც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე 4 ქულით
გამარჯვება სჭირდებოდა, გაქცევას ახერხებდა. საქართველოს ნაკრებმა მეორე პერიოდის შუაში ამოწურა ჯარიმების ლიმიტი, ისლანდიელები ბურთს კარგად ათამაშებდნენ, საჯარიმოებს უზადოდ ასრულებდნენ, პერიმეტრიდან უკეთესად ისროდნენ და პირველი ტაიმი 42:43 დავთმეთ.

დიდი შესვენების მერე მოწინააღმდეგე 4 ქულით დაწინაურდა, შენგელიამ ზედიზედ 5 ქულა აიღო, თამაში ქულა ქულაში წავიდა, სანაძემ მეოთხე პერსონალური მიიღო და - 60:62 დასკვნითი მეოთხედის წინ. ბოლო პერიოდში ორივე გუნდი უშვებდა შეცდომებს, მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე შენგელიამ საჯარიმოები ვერ გამოიყენა, ისლანდიელებმაც ვერ ჩააგდეს ბურთი, 77:80 წავაგეთ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავედით.

ჩვენი გუნდიდან 23 ქულა შერმადინმა ჩააგდო, 20 შენგელიამ, 17 მაკფადენმა, 6 სანაძემ, 5 ცინცაძემ, 3-3 ჯინჭარაძემ და ანდრონიკაშვილმა. სტუმართაგან 25 ქულა ფრიდრიკსონმა ჩააგდო.

მსოფლიოს ჩემპიონატზე 32 გუნდი 8 ჯგუფში განაწილდება, კენჭისყრა კი 29 აპრილს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 124 /
დისლაიქებს ანტი კომენტარებს რუსები წერენ?
რენო
26 თებერვალი 2023 22:27
7
ყველას გილოცავთ... ბიჭებს დიდი მადლობა თავდადებისთვის. ერთი რამე ვერ გავიგე ცინცაძემ მეორე სროლა განგებ რატო ააცილა??? ანგარიში თანაბრდებოდა და 12 წამში 4 ქულის აღება სჭირდებოდათ, რაც წარმოუდგენლად ჩანდა. ამის გამო კინაღამ დავისაჯეთ. იქნებ ამიხსნას ვინმემ მაგ გადაწყვეტილების სისწორე
ბექა
26 თებერვალი 2023 22:26
1
გᲐთანაბრება ჩვენ არ გვაწყობდა - ოვერტაიმში გადავიდოდა თამაში და ისლანდიას აძლევდა ეს ხელს. სწორად ააცილა, მეგობარო!
მასტერს
26 თებერვალი 2023 22:35
1
Pre iqneboda
Ame
26 თებერვალი 2023 22:33
0
ყველა გამოხმაურება
რა გვინდა ამ ნაკრებით მსოფლიო ჩემპიონატზე, არ ვიცი. ისლანდია უფრო იმსახურებდა გასვლას, უბრალოდ არ გაუმართლათ.
გიზო
26 თებერვალი 2023 22:26
34
არა, ბ-ნო გიზო. საქართველოს ნაკრები ზოგადად სჯობია ისლანდიისას. უბრალოდ, უზომო პასუხისმგებლობამ და დაძაბულობამ თავისი კვალი დაამჩნია ჩვენების თამაშს და პოტენციალი სრულად ვერ გამოიყენეს. მადლობა ღმერთს, რომ რაც შეძლეს ჩვენებმა, საკმარისი აღმოჩნდა.
ნიკა
26 თებერვალი 2023 22:39
4
გილოცავთ ყველას როცა საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პარკეტზე დადგება და ჰიმნი აჟღერდება წარსული არავის ემახსოვრება ეგაა ისტორიული დღე .
dato
26 თებერვალი 2023 22:25
0
"კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ" გილოცავთ, გილოცავთ. ათწლეულებია ფრაზა "კარგაფ ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ, შეიცვალა ფრაზით "წავაგეთ, მაგრამ მოვიგეთით" - ეს ქვეყანა ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება და მორჩა. საოცარი ხალხი ვართ:))) დიდი მადლობა საქართველოს ნაკრების 3 კალათბურთელს დანარჩენი გინდ ყოფილა გინდ არა მაგრამ მათაც ვულოცავ და მადლობა
იბერია
26 თებერვალი 2023 22:24
4
მწვრთნელის რა ბრალია თუ ვერ აგდებენ გაიხსენეთ კოკოშკოვი წავიდა და ევროპა მოიგო ნუ იძახით მასე ბიძია...
Rt
26 თებერვალი 2023 22:24
1
თადის ბოლო სროლა, წარმატებული რომ ყოფილიყო… ხვდებით რამხელა ხიფათს ავცდით??? :) გილოცავთ ყველას :)
ირაკლი
26 თებერვალი 2023 22:23
4
ჩემო ირაკლი, ეს უკვე ისტორიაა. თადის ბოლო მცდელობა აღარავის ემახსოვრება :) სამაგიეროდ, ისტორიაში შევა ჩვენების თამაში მსოფლიოზე. ესაა კალათბურთი. გაიხსენე მიუნხენის ოლიმპიადა - 1972, საკანდელიძე, ქორქია, ედეშკო და ბელოვი :)
ნიკა
26 თებერვალი 2023 22:46
2
გილოცავთ ქართული კალათბურთის და ზოგადად სპორტის ისტორიაში ერთერთ უდიდეს დღეს! ბიჭებს ნუ უსაყვედურებთ ნურავინ, პირიქით, უდიდესი მადლობა მათ. ვუსაყვედუროთ ფედერაციას, რომელმაც სასწრაფოდ უნდა შეცვალოს მწვრთნელი, სასწრაფოდ!
ალექს
26 თებერვალი 2023 22:21
18
წავაგეთ ხალხნო თამაში რა გიხარიათ.წავაგეთ.ასე გავფრინდებით.
გივი
26 თებერვალი 2023 22:20
30
ბიჭბო გმირები ხართ!!! მადლობა!!!!!!!!!
lebron
26 თებერვალი 2023 22:19
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული