გაორებული გრძნობები კალათბურთზე - ზეიმის დროა, პრობლემებს კი მსოფლიოზე არგასვლა ვერ აგვარებს!..

AutoSharing Option
ქართულ კალათბურთს საამაყო წარსული აქვს და არაერთი წარმატება მოუპოვებია, თუმცა თანამედროვე ისტორიაში იყო პერიოდი, როცა ევროპის "ბ" დივიზიონიდან დაწინაურებასაც ვერ ვახერხებდით და ამისთვის ცოტა გვაკლდებოდა, ამას განვიცდიდით. გავიდა ხანი და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას აღვნიშნავთ. ეს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა გულშემატკივრების გარკვეულ ნაწილს გაორებული გრძნობები დარჩა, რადგან ტურნირზე გასვლა ბოლო ტურში მარცხით შევძელით. პრობლემებზე, ხარვეზებსა და მომავლის გეგმებზე საუბარი ყოველთვის შეიძლება და საჭიროა, ზეიმს კი თავისი ადგილი აქვს. 26 თებერვალს ჩვენ ნამდვილად ისტორიული ფურცელი ჩავწერეთ!..

მატჩზე საუბარი ბოლოდან დავიწყოთ. ორივე მხარეს
ფიზიკური დატვირთვა და ემოციური ფონი იყო, ამას ისიც დაემატა, რომ მათემატიკური გათვლებიც გახდა საჭირო. ამის გამო შეცდომებმა იმატა. ჯერ თორნიკე შენგელიამ, როგორც ნამდვილმა ლიდერმა და კაპიტანმა, მოწინააღმდეგეების მხრიდან აუცილებლად მოსალოდნელი დაჯარიმება საკუთარ თავზე აიღო, თუმცა კალათში ვერცერთი ტყორცნა ვერ მოათავსა. შემდეგ ყველა იმაზე მსჯელობს, თუ მაკფადენმა ბურთი კალათისკენ რატომ ისროლა, როცა ფრესა და ოვერტაიმს ასეთი მარცხი გვერჩივნა, თუმცა რატომღაც არ აღნიშნავენ, რომ წინა შეტევაში ფარის წინ მარტოდ მდგომი ისლანდიელის მხრიდან ბურთის პერიმეტრზე გამოტანა გადამწყვეტი შეცდომა რომ იყო, რადგან სტუმრებს 2 ქულაც აკმაყოფილებდათ. რთულია, როცა ამხელა ემოციური ფონია, ყველაფერი ცივი გონებით გათვალო. ისლანდიელები იმდენად შეეჩვივნენ იმას, რომ კალათში სამქულიანებს თავისუფლად ათავსებდნენ, ბოლომდე გონებაში ჩაებეჭდათ, რომ მიზნისთვის ასე მიეღწიათ. რაც შეეხება ჩვენს ამერიკელ ლეგიონს, მასთან მაინც უკეთესი კომუნიკაცია იყო საჭირო.

Sportall.Ge

ვისაც ისლანდიასთან თამაშის მთელი რიგი კომპონენტები არ მოეწონა, განსაკუთრებული სიახლე არ ყოფილა და ამაზე სულ ვუთითებდით - ის, რომ მეტოქეები პერიმეტრიდან "გვბომბავენ", თავად კი სამქულიანების დაბალი რეალიზაცია გვაქვს; ის, რომ შეტევაში მეტი კომბინაცია გვჭირდება და მხოლოდ შენგელია-შერმადინის ინდივიდუალური გარჯის იმედად არ უნდა ვიყოთ... ამ პრობლემებით მოვუგეთ ესპანეთის ნაკრებს, ბოლოსკენ წავაგეთ იტალიასთან. თუ გნებავთ, უფრო შორს წავიდეთ და თაობათა სათანადო ცვლა რომ გვჭირდება, ამისთვის უკეთესი შიდა ჩემპიონატი რომ საჭიროა და ა.შ. მაგრამ მატჩის შემდეგ თავად მთავარმა მწვრთნელმა ზუროსმა თქვა, იმედია, ამ წარმატებას მეტი მოედანი და უკეთესი პირობები მოჰყვებაო. მსოფლიო ჩემპიონატზე არგასვლით ხარვეზებზე ვინმე უფრო მეტად დაფიქრდებოდა? ნაკლებად წარმოსადგენია.

გასაგებია, ყველა თანაბარ პირობებშია, თუმცა ფიბას უპრინციპობის პირობებში, ისედაც შეზღუდული რესურსების მქონე ნაკრები მოთამაშეების სრულად გამოყენებას ვერ ვახერხებთ (ბითაძე, მამუკელაშვილი). ის, რაც თორნიკე შენგელიამ გააკეთა, ოთხდღიან სანაკრებო ინტერვალს შორის კლუბში ითამაშა, თან ყველგან მაღალ დონეზე, ეს ადამიანურ შესაძლებლობებზე მაღლაა. 

თავისი პრობლემები მთავარ მწვრთნელსაც აქვს, რომელმაც ეროვნული გუნდი ლამის კლუბს დაამსგავსა და არ ცდილობს, კონკურენცია მაქსიმალურად გაზარდოს და შანსი ახალგაზრდებსაც მისცეს. სხვა თუ არაფერი, ამით იქნებ მოულოდნელობის ეფექტი შეეტანა. მაგალითისთვის, მიხეილ ბერიშვილს ევრობარსკეტზე ცოტა დრო ეძლეოდა, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კი ბევრი ლამაზი ეპიზოდი გვაჩუქა.

თუკი ევრობასკეტზე 2011 წლიდან მუდმივად ვმონაწილეობთ, ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე 12 ევროპულ ნაკრებს შორის ვიქნებით. რუსეთის დისკვალიფიკაცია დაგვეხმარა, ობიექტურად უნდა ვთქვათ, რომლის გამოც ჯგუფში ნიდერლანდები გვყავდა, თუმცა ჩვენ ჩვენი მოვიგეთ, ბოლოს წავაგეთ კიდეც, მაგრამ 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში ვიასპარეზებთ. ჩვენს ბიჭებს სურთ, წილისყრამ აშშ არგუნოს და მათთან ითამაშონ, ისე კი აზიურ და აფრიკულ ნაკრებებთან ჩვენი ამბიციები თამამად უნდა დავამტკიცოთ.

ამ წარმატებით არაფერი დასრულებულა, მხოლოდ იწყება!..

alt3 ქულით წაგებული მოგების ტოლფასი დრამატული მატჩი - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 48 /
ლევან მოსეშვილის დროინდელი "დინამო"
სტალინი
28 თებერვალი 2023 11:24
1
ნუთუ ლონდარიძეზე უკეთესი ქართველი კალათბურთელი არ არსებობს, 12 კაციანი განაცხადი რომ შეავსოს? რამდენი მატჩია წუთით არ შემოჰყავთ.
Dato
28 თებერვალი 2023 11:08
1
ძალიან გაგვიმართლა რომ გავედით..ეს არაა პროფესიონალური კალათბურთი,ეს ქუჩის კალათბურთია რასაც ჩვენები თამაშობენ,ძაან დაბალი დონე სამწუხაროდ.
შაკ
28 თებერვალი 2023 00:00
5
სწორი შენიშვნებია. მოკლედ ვიტყვი, ქართული კალათბურთის მესვეურების მოწოლილ გრძნობეწბისგან ფორმაშეცვლილ სახეებს რომ ვხედავ სულ ერთი აზრი მიტრიალებს თავში: თავისი პირდაპირი მოვალეობა რომ უკეთ შეესრულებინათ ახალგაზრდა თაობების დაოსტატებაში არც ევროპაზე და არც ეხლა ნაკრები ორი კაცის სათრევი არ იქნებოდა და ისლანდიასთან ქულები კაპკ კაპიკ სათველელი არ გვექნებოდა.
გიორგი
27 თებერვალი 2023 23:43
2
მთავარია გავედით.
იმ ფონზე თუ რა სავალალო დღეშია ჩვენი კალათბურთი
და საერთოდ ქვეყანა, რომელმაც დაკარგა ტერიტორიის 20% მოსახლეობა განახევრდა, არის უმძიმესი სოციალური ფონი.
ამის კვალობაზე რაც გააკეთეს და შეძლეს მართლა მადლობის მეტი რა გვეთქმის.
ჰოლანდია და ისლანდია ჩატოვეს სადაც საათივით არის აწყობილი ყველაფერი.
საუვედურისთვის მართლა არ უნდა მოგიბრუნდეს ენა ამ ბიჭებზე
Las
27 თებერვალი 2023 22:19
4
sakartvelos chempionatshi motamashe kalatburtelebi nakrebis donis samtuxarot ver arian,(sazodaoba mati kureba) me mgonia jobda mat nazvlad shevseba amerikasis kolejshi motamashe kartvelebisgagan migvego, bevri nichieri kalatburtelia ik, magaltad bezhanishvili da a.shemdeg.shesazlebelia tu ara fiba tesebit eg axalgazrda bichebi,rom nakrebshi gamovizaxot?
qomagi
27 თებერვალი 2023 20:21
1
გილოცავთ და ვულოცავ ყველას ამ ისტორიულ დღეს!

3-ები გასაგაებია, მაღალი ნაკრები გვყვავს და დაბლები უფრო მსროლელები და სწრაფები არიან და ასეთი გუნდები აღწევენ უპირატესობას შორიდან.

მე რაც მიკვირს, არის მოხსნები. მოხსნებში უპირატესობა თამაშებს იგებს. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მოხსნა წავაგეთ გუშინ "დაბალ" ნაკრებთან.

რა ხდება ამ ასპექტში?

მთელი ჩვენი უპირატესობა მოწინააღმდეგესთან არის შენგელიას, შერმადინის და მკდაFენის ინდივიდუალური თამაში და კლასი. ასმ სამიდან ერთი თუ გვაკლია (ჩვენ ევროპულ ნაკრებში, ბითაძის და მამუკელაშვილის გარეშე), მორჩა ფაქტიურად ჩვენი უპირატესობა.
azri
27 თებერვალი 2023 19:19
1
ბიჭო რას ხაზავდნენ ისლანდიელები, მომეწონა მათი თამაში, მაგრამ იცოდნენ 4 ქულით უნდა მოეგოგ და ბოლოში იმათაც დაეწყოთ ნერბიულობა, 3 შეტევა გაფუჭეს და ვერცერთი ვერ ჩავაგდეთ ჩვენ საპასუხოდ, მოდით ვაღიაროთ საშვალოზე დაბალი კლასის გუნდმა გვაჯობა ყველაფერში, ვულოცავ ჩვენ ბიჭებს და იმედია მსოფლიოზე უკეთესი ნაკრები გვეყოლება, თორემ 3 კალათბურთელით ვერავის ვერ მოუგებთ, სათადარიგოები ქულებს ვერ იღებენ, სამიანებს ვერ ვისვრით, პერიმეტრს ვერ ვკეტავთ, იმედია მსოფლიოზე ყველაფერი უკეთ იქნება
გოგა
27 თებერვალი 2023 18:57
2
მადლობა ყველას ამ მიღწევისთვის. ლამის ინფაქტი მივიღე ისე ვინერვიულე, მაგრამ ეს მწვრთნელი კაი იქნება რომ შევცვალოთ. ერთიდაიგივე ტაქტიკა სულ ერთიდაიგივე. უბრალოდ ესე შეუძლებელია გაგრძელება.
ჯიჯი
27 თებერვალი 2023 18:54
1
მე ვიცი ერთი რამ. ისტორიას გამრჯვებულები წერენ. ამიტომაც გვაქვს ბევრს გაორებული გრძნობა და ვფიქრობ ასეთი წაგების შემდეგ ცოტა თავდაჭერილობა გვმართებდა აღნიშვნის დროს. გილოცავთ მსოფლიოს გასვლას. მადლობა ღვთისავარს კარგი სტატიისათვის. თუმცა ცოტა თავდაჭერილად, მაგრამ თუნდაც რბილი კრიტიკა აუცილებელი იყო.
G.LA
27 თებერვალი 2023 18:44
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული