"ჩემს საკალათბურთო კარიერაში ეს ყველაზე ბედნიერი დღეა. ჩვენ ისტორია შევქმენით და ეს დავიმსახურეთ. ამ ფანჯრის წინ ვამბობდი, რომ მიზნის მისაღწევად 2 თამაშის მოგება
გვჭირდებოდა. ისლანდიასთან თამაში კი წავაგეთ, თუმცა მაინც ბედნიერი ვართ, რადგანაც საგზური მოვიპოვეთ", - განაცხადა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა.
მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე, პირველად საქართველოს ისტორიაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები პლანეტის 31 საუკეთესო გუნდთან ერთად იასპარეზებს. ტურნირი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, აზიის სამ ქვეყანაში - ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში ჩატარდება.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ერთ დროს სახელოვანი კალათბურთელი ვლადიმერ (ვოვა) ბოისა ambebi.ge-ს საქართველოს ნაკრების გამარჯვებით მიღებულ ემოციებზე ესაუბრა:
- რა თქმა უნდა, წარმატებას ველოდით. შესარჩევი ტურნირი რომ დავიწყეთ, ჩვენი ოცნება იყო, მსოფლიო ჩემპიონატზე გვეთამაშა. ბოლო ორი თამაში - ნიდერლანდებთან და ისლანდიასთან, რეალურ შანსს იძლეოდა, რომ ბოლომდე გავსულიყავით. ყველამ, ვინც გუნდშია - ბიჭებმა, ექიმებმა, მენეჯერებმა, რა თქმა უნდა, ფედერაციამაც, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ბიჭები სამაგალითოდ გამოსულიყვნენ. ტურნირისთვის კარგად მოვემზადეთ, დიდი შრომა ჩავდეთ და მართლაც შევქმენით ისტორია - პირველად ვართ მსოფლიო ჩემპიონატზე. დამიჯერეთ, ძალიან ძნელია იქ მოხვედრა და ეს დიდი შრომის ფასად მოვიპოვეთ. ის უფრო მახარებს, რომ ზოგადად კალათბურთისთვის გავაკეთეთ დიდი საქმე - ახალგაზრდები, ბავშვები ავავსეთ დიდი მოტივაციით. წარმოიდგინეთ, ამერიკელებს უნდა ვეთამაშოთ, ეს ხომ ყველას - დიდის თუ პატარას ოცნებაა, ნახოს, როგორ ვთამაშობთ NBA-ს წინააღმდეგ. ეს იქნება ჩვენთვის ყველაზე დიდი წარმატება.
- მაყურებელს შეუმჩნეველი არ დარჩებოდა სიხარულით ატირებული ვოვა ბოისა...
- დიახ, თავი ვერ შევიკავე, ავტირდი, ძნელი იყო ამ გამარჯვებას ემოციების გარეშე ჩაევლო. დღეს დილას რომ გამეღვიძა, უფრო გავაცნობიერე, რა დიდი საქმე გავაკეთეთ. გუშინ მაინც ეიფორიასა და ემოციებში ვიყავი. რომ არ მოგატყუოთ, ის უფრო მახარებდა, იქ მყოფი ბავშვები და გულშემატკივრები რომ ტიროდნენ. რა თქმა უნდა, მოგება გვინდოდა, მაგრამ გვირჩევნია წავაგოთ და მსოფლიოზე ვიყოთ, ვიდრე მოვიგოთ და არ გავიდეთ.

ეხლა რა ფუნქცია აქვს ნეტა ნაკრებში? ტაქტიკაქას საზღვრავს ალბათ