"ქართველებმა შენგელიას ჩარტერებზე იმდენი ფული დახარჯეს, რამდენსაც ჩვენ წლის მანძილზე ვიღებთ" - ისლანდიის კალათბურთის ასოციაციის თავმჯდომარე

AutoSharing Option
ისლანდიის კალათბურთის ასოციაციის თავმჯდომარემ, ჰანეს სიგურბიორნ იონსონმა, საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს mbl-სთან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდნენ.

იონსონის თქმით, წარმატების მისაღწევად სპორტის სახეობების და კერძოდ, კალათბურთის დაფინანსების გაზრდაა საჭირო და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მაგალითი მოიყვანა, რომელმაც თორნიკე შენგელიას ჩარტერული რეისებით მატჩებზე ჩამოყვანაზე იმდენივე დახარჯა, რასაც ისინი სახელმწიფოსგან მთელი წლის განმავლობაში იღებენ.

"კალათბურთი იქნება თუ სპორტის სხვა სახეობები, მეტი ფინანსური ინვესტიციები გვჭირდება. თუ სხვა ქვეყნების მცირე მაგალითებს მოვიყვანთ, ისინი ჩარტერული რეისებით მგზავრობენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები დრო დახარჯონ.
ბევრ ფულს არ ვითხოვთ, უბრალოდ ამ უდიდეს სხვაობას შეხედეთ.

ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის, სხვა ქვეყნების ხელისუფლებები რა თანხებს იხდიან თავიანთი ეროვნული გუნდების დასახმარებლად. ერთი კონკრეტული მაგალითი: საქართველოს ნაკრების საუკეთესო მოთამაშე თორნიკე შენგელიაა. მას ევროლიგაზე მატჩი ჰქონდა და ფედერაციამ კერძო თვითმფრინავი დაუქირავა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ამაში იმდენი ფული დახარჯა, რამდენსაც ჩვენ ერთ წელიწადში სახელმწიფო მიღწევების ფონდიდან ვიღებთ. აი, ამიტომ გვჭირდება მეტი დაფინანსება".

altთორნიკე შენგელია: უდიდესი მადლობა გულშემატკივარს და ღმერთს, რომ ვართ ის ბიჭები, რომლებმაც ისტორია დაწერეს

alt"თავი ვერ შე­ვი­კა­ვე, ავ­ტირ­დი" - ინტერვიუ ვლადიმერ ბოისასთან

altგაორებული გრძნობები კალათბურთზე - ზეიმის დროა, პრობლემებს კი მსოფლიოზე არგასვლა ვერ აგვარებს!..

alt"კვარა", შეგინახოთ ბილეთები?" - FIBA-მ ხვიჩას მიმართა

მკითხველის კომენტარები / 40 /
მე მაყუთზე საერთოდ არ მაქვს ბაზარი ტო რა იქნებოდა რომ ის ერთი თამაში რომ ჩაეგდო და არ ჩაფრენილიყო თავის კლუბში კინაღამ გული გამისკდა ტო რა ქნა ამით რისი თქმა გინდოდა ბიჭო რო მაგარი კაცი ხარ და არ ღალატობ არც შენს კლუბს? ბიჯო კინაღამ ეს ნატვრა ნეხვად გვიქციე შენი თავმაღლობიდ ესე არ შეიძლება ტო ამდენი ფრენიდ დაიღლები მარტო ტო შენ კიდევ რა ქენი ტო ეს თავმაღლობამ კისერი არ მოგატეხინოს დამიჯერე ჩემო ძმაო დამიჯერე ქანცი გამძვრალი გქონდა ძმაო რობოტი ხომ არ ხარ მე კინაღამ მოვკვდი და ინფარქტი მივიღე და ესე აღარ მოიქცე ძმაო მთელი ერი კინაღამ დაგვღუპე ტო ძალიან დიდ პატივს გცემ ძმაო და ესე აღარ მოგვექცე რა ძმურად ვიციდ ისედაც რომ მონდომებული და ჟილკიანი ადამიანი ხარ ღმერთმა ხელი მოგიმართოს ძმაო ამინ ამინ ამინ.გილოცავდ სუყველას მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას გენაცვალედ გულში ბიჭებო ღმერთმა დალოცოდ ამინ
კაკაო
12:13 02-03-2023
4
ჩვენი სპორტზე ფულის ხარჯვის სიდიდე თუ ვინმეს შეშურდებოდა - არ მეგონა!!!
ისე, ჩვენში რომ ვთქვათ ჩვენ ქორქიების, საკანდელიძეების, მინაშვილ-უგრეხელიძე-სანაძეების, სტეფანია-ფაჩულიების სამშობლო და აღმზრდელი ქვეყანა ვართ და არ ვიყავით ღირსი ერთხელ ჩვენც გაგვიმართლოს???
რა ყველას ჩვენი ერჭობა ტო?!
ვაჟა მასწავლებელი
19:02 01-03-2023
0

სიახლეები პოპულარული