ზუროსი: საქართველოს ნაკრები ყველა მატჩში გამარჯვებისთვის იბრძოლებს!

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები თავის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში სლოვენიას, კაბო ვერდესა და ვენესუელას დაუპირისპირდება. ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გამართული წილისყრის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ისაუბრა:

„შესარჩევი ეტაპის დასრულებისასაც აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ – საქართველოს ნაკრებისთვის ამ მსოფლიო ჩემპიონატს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი გუნდი ხომ ისტორიაში პირველად ითამაშებს მსოფლიოზე.

უნდა ვეცადოთ, რომ სიამოვნება მივიღოთ ყოველი წამით, რომელსაც ამ ტურნირზე გავატარებთ. ჩვენი ამოცანაა, საქართველოს ნაკრების თამაშებით ყველა ქართველმა იამაყოს.

დღეს მეტოქეების გაანალიზება რთული საქმეა. თუმცა სლოვენიას ყველა კარგად იცნობს. ძალიან
ძლიერი გუნდია ლუკა დონჩიჩითა და სხვა ვარსკვლავებით. რაც შეეხება ვენესუელას და კაბო ვერდეს, ორი რთული მატჩი გველის. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ყველა გუნდი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, ძლიერი და ბრძოლისუნარიანია.

კაბო ვერდეს ჰყავს ედი ტავარეში, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო წინახაზელი, რომელიც მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავს. კაბოვერდელთა ნაკრებში სხვა კარგი კალათბურთელებიც თამაშობენ.

ვენესუელა სწრაფი და ძლიერი გუნდია. ნებისმიერ მეტოქესთან ბოლომდე იბრძვის.

საქართველოს ნაკრები ყველა მატჩში გამარჯვებისთვის იბრძოლებს და ვნახავთ, რას მივაღწევთ ჩვენს პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე“.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 5 /
ზუროსმა ისტორიაში საუკეთესო შედეგი დადო, პროგრამა მაქსიმუმი შეასრულა და ზოგი მაინც აკრიტიკებს. არც ევროპის ჩემპიონატზე ყოფილა ჩავარდნა. კი, მეტის მიღწევა გვინდოდა, მაგრამ გუნდის ლიდერის, კაპიტნის და საუკეთესო კალათბურთელის გარეშე, რომლის გარშემოც იყო ტაქტიკა დამუშავებული, ასევე, ბითაძის ტრავმის შემდეგ, შეუძლებელი იყო რეიტინგით მაღლა მდგომ გუნდებთან გამარჯვება, მიუხედავად იმისა, რომ თანაბრად იბრძოლეს და თურქეთთან გაიმარჯვეს კიდეც. ზუროსი ნამდვილად ბრწყინვალე მწვრთნელია და მადლობის მეტი არაფერი ეთქმის. ახლაც თუ ჯგუფიდან გავლენ, ძეგლი უნდა დაუდგან.
ლევიკო
13:24 01-05-2023
2
ჩაგდებული ევრობასკეტის შემდეგ ეს კაცი რატომ რჩება მთავარ მწვრთნელად გაუგებარია. გასაგებია რომ ოდესღაც მაღალი დონის სპეციალისტი იყო მადლობა გადავუხადოთ და გავუშვათ
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული