საქართველოს ეროვნული ნაკრები ტრევიზოში ჩავიდა და დღეს პირველ ვარჯიშს გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები იტალიის ქალაქ ტრევიზოში ჩავიდა, სადაც მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატისთვის გენერალურ შეკრებას იწყებს. თბილისიდან ტრევიზოში საქართველოს ნაკრები 15 კალათბურთელით გაემგზავრა, ხოლო შეკრებაზე გამოძახებული კიდევ 3 მოთამაშე ნაკრებს ხვალ და ზეგ შეუერთდება.

თბილისიდან გამგზავრებულ კალათბურთელებს შორის არიან:

გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, მიხეილ ბერიშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, გიორგი კორსანტია, ბექა ბექაური, გიორგი ტურძილაძე, ლუკა ლიკლიკაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, დავით კაკუშაძე.

22 ივლისს ნაკრებს თბილისიდან გოგა ბითაძე, ხოლო ამერიკიდან – თედ მაკფადენი შეუერთდება, ხოლო
23 ივლისს ტრევიზოში ჩამოვა ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია. თბილისში მყოფ გოგა ბითაძეს რაც შეეხება, იგი პასპორტის აღებას დაელოდა და ნაკრებს ერთი დღით გვიან შეუერთდება.

ჩვენს კალათბურთელებს ტრევიზოში დახვდა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი, რომელიც იტალიაში საბერძნეთიდან ჩავიდა.

საქართველოს ნაკრები ტრევიზოს სპორტკომპლექსში დღეს, საღამოსვე ივარჯიშებს, თუმცა ილიას ზუროსი ბიჭებს არ დატვირთავს. ვარჯიშს აღდგენითი ხასიათი ექნება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
იქნებ ვინმემ ახსნას ბეჟაშვილი რატომ არ არის ნაკრებში. მადლობა და წარმატებები ჩვენს ნაკრებს.
Mr.kostaia
23:15 21-07-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული