საქართველოს ნაკრებმა ბოლო 2:30 წუთი, როცა თანაბარი ანგარიში იყო და მატჩის ბედი წყდებოდა, ამ ხუთეულით ითამაშა: ლუკა ლიკლიკაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, დუდა სანაძე, ბექა
ილიას ზუროსმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა ტრევიზოში ჩატარებული ერთკვირიანი კემპის შედეგები ამ მატჩში ნახეს. მატჩამდე სამივე მწვრთნელი (ილიას ზუროსი, მანუჩარ მარკოიშვილი, ანატოლი ბოისა) ამბობდა, რომ ეგვიპტესთან მატჩი დაგვანახებს, რაზე გვმართებს აქცენტის გაკეთებაო და სავარაუდოდ ასეც მოხდა. ეგვიპტესთან მატჩში კარგად გამოჩნდა თითოეული მოთამაშის მომზადების დონე და ასევე მთავარი: რა მიმართულებით მართებთ ჩვენს მწვრთნელებს მუშაობა, რათა გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სრულ მზადყოფნაში იყოს.
საქართველოს ნაკრებმა 14 კალათბურთელით ითამაშა. მწვრთნელებისა და ექიმების გადაწყვეტილებით, ეგვიპტესთან დაისვენა თორნიკე შენგელიამ, რომელიც მომქანცველი სეზონისa და დასვენების შემდეგ სასურველ კონდიციაში ჯერ არაა. მწვრთნელთა შტაბის გადაწყვეტილებით არ უთამაშიათ გიორგი კორსანტიას, მერაბ ბოქოლიშვილსა და ალექსანდრე გაფრინდაშვილს.
საქართველოს ნაკრები 30 ივლისს ლიეტუვაში გაემგზავრება, სადაც 1-ელ აგვისტოს ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს კაუნასში დაუპირისპირდება. 5 აგვისტოს კი რიგაში ლატვია გველოდება.
GBF.GE
....დაგვცინის ზუროსი ფედერაციასთან ერთად.
....დაგვცინის ზუროსი ფედერაციასთან ერთად.