ბითაძის 21 ქულა, მაკფადენის 6 სამიანი - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის საერთაშორისო თასის ფინალში საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო 84:79 დაამარცხა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, სანაძე, შენგელია ბითაძე. მაყურებელმა თავიდანვე თვალსასეირო თამაში იხილა, კარგი იყო ბითაძე, რომელმაც ხუთი ქულა ჩააგდო, მათ შორის ერთი სამიანი. ასევე გამორჩეული გახლდნენ სანაძე და მამუკელაშვილი და პირველი მეოთხედი 26:16 დასრულდა. მეორე პერიოდში მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა საქართველოს ნაკრებმა 11-ქულიანი გაქცევით უპასუხა. აღსანიშნავია შენგელიას აქტიურობა და მაკფადენის ზუსტი ოთხი სამქულიანი. მონტენეგრომ ბოლოსკენ ანგარიში შეამცირა და პირველი ტაიმი 45:39 მოვიგეთ.

დიდი
შესვენების
შემდეგ საქართველოს ნაკრებმა რამდენიმეჯერ დაკარგა ბურთი, სლავები კი წინ გავიდნენ, რომელთა რიგებში ვუჩევიჩი გამოირჩეოდა, ბოლოს მაკფადენმა სამიანი ჩააგდო და დასკვნითი მეოთხედის წინ ტაბლოზე 58:60 დაფიქსირდა.

ბოლო მეოთხედიც ძალიან დაძაბული გამოვიდა, ბითაძის ძალისხმევით 7 ქულით დავწინაურდით, მაკფადენის მეექვსე სამიანმა უწია მიზანს, მონტენეგრომ შეხვედრის დასასრულს სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს ნაკრებს დარჩა.

21 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ბითაძე გახდა. მაკფადენმა 19 ჩააგდო, შენგელიამ 14, მამუკელაშვილმა და სანაძემ  10-10, შერმადინმა 7, ანდრონიკაშვილმა 3, ჯინჭარაძემ კი - 1. სტუმართა გუნდიდან 18 ქულა ივანოვიჩის ანგარიშზეა, ხოლო ვუჩევიჩმა 15 ქულა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ასეთი აგრესიული გოგა ჯერ არ მახსოვს, ამდენი სამქულიანებიც არ მახსოვს, მაღლებზე როტაციის ფუფუნება გვქონდა, დაცვასაც არა უშავდა და ამან თავისთავად შედეგი გამოიღო. წარმატებები საქართველოს!!!
მინდია
13 აგვისტო 2023 22:10
0
თუ ცინცაძე თამაშობს, უკეთეს შემთხვევაში 4 ვეთამაშებით 5 მეტოქეს და უარეს შემთცვევაში - 4 - 6-ს. მარტივია გადახედონ გუნდის მაჩვენებლებს მასთან ერთად და მის გარეშე, მაგრამ ეტყობა ამის გარეშეც კარგად იციან, მაგრამ ძმაკაცობაში ვერ ელევიან. ძმაკაცებთან სათევზაოდ იარეთ, ბიჭო და მსოფლიოზე წაიყვანეთ სპორტსმენები. ვერც კი დარბის ტიპი.
vaaaah
13 აგვისტო 2023 21:29
8
ეი პრაფესორ რა ქნან აბა? ერთი გამთამაშებლით გამოვიდეთ მსოფლიოზე, დასვენება არ უნდა რატის თან მაგაზეც ვერ იტყვი ბოლომდე სტაბილურიაო.არ ყავს უკეთესი და რა ქნას.
მართლაც vaaah ra
13 აგვისტო 2023 22:01
4
ჰყავთ, პროფესორ, ჰყავთ. იყო დრო რომ მართლა არ გვყავდა, მაგრამ გავიდა ის დრო. მასზე უკეთესი თუ არ გამოჩნდა, 50 წლამდე ვათამაშოთ?
vaaaah
14 აგვისტო 2023 07:28
2
ბითაძე მამუკელაშვილს ეტყობათ რომ სხვა დონეები არიან!!!!
ანი
13 აგვისტო 2023 21:57
0
ასეთ სანდრო და გოგა უკვე თემაა, რატიც კარგი იყო დღეს განსაკუთრებით დაცვაში, იმადი ნატურალიზებული ფაქტიურად გააქრო პარკეტიდან, თუმცა პასებში ქონდა შეცდომები.
რრრ
13 აგვისტო 2023 22:07
1
კალათბურთელების ინდივიდუალური ოსტატობით და მონდომებით გააზრებული 3 სვლიანი ან 5 მოთამაშის არ გვაქვს და მწვრთნელი არ გვყავს თუ გვინდა ამ ბიჭებიდან მაქსიმუმი მივიღოთ ზუროსზე უფრო ძლიერი მწვრთნელი გვინდა
აბდულაი
13 აგვისტო 2023 22:00
12
ზედიზედ ორი მოგება კარგია თან ორივე მსოფლიო ჩემპიონატზე მოასპარეზე გუნდია ერთი ავატრაილისთანაც ნორმალურად ვითამაშბედეთ და შანის არის რომ (თუ ფორმაში იყვნენ მინიმუმ შენგელია შერმადინი მაქფადენი ანდრონიკაშვილი მამუკელაშვილი და ბითაძე ) კაპე ვერდეს და ვენესუელასაც მოვუგოთ და ჯგუფიდან გავიდეთ
ბნელი გრუზინი
13 აგვისტო 2023 22:22
0
ეჰ, რაღაც არ მომწონს ეს სიტუაცია.
ისევ 6 კაცით აპირებს ზუროსი თამაშს.
ჩვენ შეიძლება 1 თამაში მოვიგოთ, მაგრამ 6 კაცით სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში შეუძლებელია.
არ გვყავს 3 ნომერი, არ გვყავს გამთამაშებელი, არ გვყავს მსროლელი.
თად მაკფადენი ამდენ პოზიციას ვერ გაქაჩავს.
ერთი ის მიკვირს, ბერიშვილს რატომ არ აძლევს დროს, როგორც ფორმაშიც არ უნდა ყოფილიყო, 1-2 სამიანს ყოველთვის აგდებდა და დაცვაშიც არა უშავდა.
f
14 აგვისტო 2023 10:20
1
გამთამაშებლად მარადიშვილი რომ დაივიმატოტოთ, კარგი იქნებოდა
ნოდო
14 აგვისტო 2023 00:06
20
ჯიქია ყოფილა კაი 2 ნომერი
რა მაფიაა?
14 აგვისტო 2023 10:35
1
Ერთი რამე ვერ გამიგია-თორნიკეს როცა აქვს ბურთი,მამუს,გოგას ან შერმადინს-ეს ანდრონიკაშვილი,ჯინჭარაძე,და სხვა არაფრის მაქნისი კალათბურთელები რა პონტში ეხსნებიან პერიმეტრზე?რომელი ამათთაგანი კალათში მსროლელი?პერიმეტრიდან კი არა ფარქვეშიდან რო ბურთს ვერ აგდებ კალათბურთელი გქვია? Ცენტრი რო უფრო მეტ სამიანს ჩააგდებს ვიდრე გამთამაშებელი,რატო უნდა ერქვას კალათბურთელი? ახლა ბოლო გადამწყვეტ წამებზე რო სამიანს ესვრი და ააცდენ,წადი რა შვილო გაიპარე...
jordan beli
14 აგვისტო 2023 08:13
6
ზუროსი რომ შესანიშნავი მწვრთნელია, იქიდან ჩანს, რომ არსებული შესაძლებლობებიდან მაქსიმალურ შედეგებს დებს. ვიღაცეები ამბობენ, რამდენიმე მოთამაშის იმედზე ვართო. რაც არის, ეგ არის. მეტი უბრალოდ, ბუნებაში არ არსებობს. მაკფადენი უდიდესი დატვირთვით თამაშობს, ის გუნდში საუკეთესო გამთამაშებელი და მსროლელია(1-ლი და მე-2 ნომერი ერთდროულად). ცუდია, რომ არათუ შემცვლელი, დამხმარეც არ ჰყავს. ანდრონიკაშვილი და ცინცაძე მას ხანდახან, ძალიან მცირე დროით, მხოლოდ სულის მოთქმის საშუალებას აძლევენ. მსუბუქი ფორვარდის(3 ნომერი) დეფიციტია. საშუალო ევროპული დონის მოთამაშეც არავინაა. მძიმე ფორვარდი(მე-4 ნომერი) შენგელია და მამუკელაშვილი დიდებულია, თუმცა მათაც ვერავინ ენაცვლება. ცენტრალური თავდამსხმელი(მე-5 ნომერი) შერმადინი და ბითაძე თუ ორივე კარგ ფორმაშია, სერიოზული ძალაა. სხვა მაგ პოზიციაზეც ფაქტიურად არავინაა. წლებია, ზუროსი, მისი თანაშემწეები და უცხოელი სპეციალისტები აკვირდებიან, იქნებ ვინმე კიდევ გამოჩნდეს, მაღალი დონის კალათბურთი რომ ითამაშოს, მაგრამ არავინაა. წელს კანდიდატების გაფართოებულ შეკრებაზე 30 მოთამაშე გამოიძახა, რაც ჯერ 18-მდე, შემდეგ 15-მდე, ბოლოს კი 12-მდე შეამცირა. პერსპექტიული, მით უმეტეს, მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი ვერავინ შეირჩა. ასეა თუ ისე, რაც გვყავს, ეგენია და წარმატებებს ვუსურვებ
ვაჟა
14 აგვისტო 2023 14:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული