ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, სანაძე, შენგელია ბითაძე. მაყურებელმა თავიდანვე თვალსასეირო თამაში იხილა, კარგი იყო ბითაძე, რომელმაც ხუთი ქულა ჩააგდო, მათ შორის ერთი სამიანი. ასევე გამორჩეული გახლდნენ სანაძე და მამუკელაშვილი და პირველი მეოთხედი 26:16 დასრულდა. მეორე პერიოდში მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა საქართველოს ნაკრებმა 11-ქულიანი გაქცევით უპასუხა. აღსანიშნავია შენგელიას აქტიურობა და მაკფადენის ზუსტი ოთხი სამქულიანი. მონტენეგრომ ბოლოსკენ ანგარიში შეამცირა და პირველი ტაიმი 45:39 მოვიგეთ.
დიდი
შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა რამდენიმეჯერ დაკარგა ბურთი, სლავები კი წინ გავიდნენ, რომელთა რიგებში ვუჩევიჩი გამოირჩეოდა, ბოლოს მაკფადენმა სამიანი ჩააგდო და დასკვნითი მეოთხედის წინ ტაბლოზე 58:60 დაფიქსირდა.
ბოლო მეოთხედიც ძალიან დაძაბული გამოვიდა, ბითაძის ძალისხმევით 7 ქულით დავწინაურდით, მაკფადენის მეექვსე სამიანმა უწია მიზანს, მონტენეგრომ შეხვედრის დასასრულს სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს ნაკრებს დარჩა.
21 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ბითაძე გახდა. მაკფადენმა 19 ჩააგდო, შენგელიამ 14, მამუკელაშვილმა და სანაძემ 10-10, შერმადინმა 7, ანდრონიკაშვილმა 3, ჯინჭარაძემ კი - 1. სტუმართა გუნდიდან 18 ქულა ივანოვიჩის ანგარიშზეა, ხოლო ვუჩევიჩმა 15 ქულა მიითვალა.
ისევ 6 კაცით აპირებს ზუროსი თამაშს.
ჩვენ შეიძლება 1 თამაში მოვიგოთ, მაგრამ 6 კაცით სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში შეუძლებელია.
არ გვყავს 3 ნომერი, არ გვყავს გამთამაშებელი, არ გვყავს მსროლელი.
თად მაკფადენი ამდენ პოზიციას ვერ გაქაჩავს.
ერთი ის მიკვირს, ბერიშვილს რატომ არ აძლევს დროს, როგორც ფორმაშიც არ უნდა ყოფილიყო, 1-2 სამიანს ყოველთვის აგდებდა და დაცვაშიც არა უშავდა.